Home » 2020 » February » 21

Daily Archives: February 21, 2020

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო – კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო – კომპლექსში გაივლის. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაივლიან. აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გადაიყვანენ. “არც ერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ...

Read More »

„ქართუ“ ვალების განულებასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ვალების განულებასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღიშნული, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია  ვრცელდება. „2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც. შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 ...

Read More »

ქუთაისში პლასტმასას გადამამუშავებელი 2 საწარმო შენდება

ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, პლასტმასას გადამამუშავებელი 2 საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ინვესტიციის ღირებულება, ჯამში, $3 800 000-ია. ქარხნებში წარმოებული პლასტმასას გრანულები, ძირითადად, საექსპორტო დანიშნულებისაა. „პირველ ეტაპზე, კომპანიები პლასტმასას საწარმოებლად საჭირო ნედლეულის უცხოეთიდან იმპორტს განახორციელებენ, მეორე ეტაპი კი მიზნად ისახავს ადგილობრივი პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას და იმპორტის ქართულ ბაზარზე არსებული ნედლეულით სრულად ჩანაცვლებას. საწარმოები 270 ადამიანის დასაქმებას შეძლებენ“,- ნათქვამია „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განცხადებაში.

Read More »

რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა

“როსსელხოზნადზორმა“ ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა. ამის მიზეზი კორონა ვირუსი და აფრიკული ღორის ცხელების შესაძლო გავრცელების თავიდან არიდება გახდა. აკრძალვა ასევე ეხება ქარხნულად შეფუთულ პროდუქტს. გარდა ამისა, სანიტარული სამსახურის თანამშრომლებს დაევალათ, რომ ქვეყანაში არ შევიდეს ხორცპროდუქტების მცირე მოცულობაც კი, რომელიც მგზავრებს ხელბარგში ექნებათ. ამ გადაწყვეტილებამდე კორონა ვირუსის გამო რუსეთის მთავრობამ ჩინელების ქვეყანაში შესვლა აკრძალა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა აღნიშნულ ბრძანებას ...

Read More »

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს. საუბარია დამსაქმებლის ვალდებულებაზე, თუ რა სახის საქმიანობებს უნდა აარიდოს ქალები ორსულობის ან ბავშვის გაჩენის შემთხვევაში. ეს სამუშაოები დაკავშირებულია ფიზიკურ და შრომით დატვირთვასთან, ქიმიურ და ბიოლოგიურ აგენტებთან, ფიზიკურ, ასევე, ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან. იმას, რომ დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს ორსული და მეძუძური ქალები ...

Read More »

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” –  ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. ...

Read More »

TOYOTA C-HR-ის პოტენციურ მყიდველებს „თეგეტასგან“ საჩუქარი ელით

TOYOTA C-HR – ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში,რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს – C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს. ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია ბრილიანტი იყო. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის, რომ საქართველოში TOYOTA C-HR-ის ...

Read More »

ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის საცეცებს ვერ ელევა

რუსეთს საქართველოს ღვინის ექსპორტში 61 პროცენტი უჭირავს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სექტორმა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დააფიქსირა, როგორც ექსპორტის მიმართულებით, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ღვინის სექტორის ზრდას ხელი მოსავლის ზრდამაც შეუწყო. ჯამში, 2019 წელს 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, ...

Read More »

პროკრედიტ ბანკმა პლასტმასის ნარჩენების შემცირების კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

პროკრედიტ ბანკმა  პლასტმასის ნარჩენების შემცირების კვარტალური  ანგარიში გამოაქვეყნა პროკრედიტ ბანკი საქართველო პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად რამდენიმე მიმართულებით  აქტიურად მუშაობს. ხუთ წელზე მეტია, რაც  ბანკში დანერგილია ნარჩენების მართვის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც  პლასტმასის ნივთების დახარისხება ხორციელდება, ასევე  მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შიდა მოხმარებაში მის ეტაპობრივად სრულ  ჩანაცვლებას.  აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მანძილზე ბანკში  250 კილოგრამამდე პლასტმასი შეგროვება  და შემდგომ ნარჩენების მართვის კომპანიას  გადაეცა.    გასული ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა

შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული,“ – განაცხადა  ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მიმართულებით. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ფინანსთა მინისტრმა თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების აქციზის გადასახადი დაასახელა. მისი თქმით, გასულ წელს გამოსწორდა ამ ...

Read More »