Home » 2020 » February » 20

Daily Archives: February 20, 2020

2020 წელს მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება

2014-2019 წლების ბიუჯეტის გადანაწილება და ათვისება, 2020 წლის გეგმები, რა მიზნობრიობით იხარჯება GITA-ს ბიუჯეტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნა ამ პერიოდში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მიმოხილვა, რეგიონების აქტიური ჩართვა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მნიშვნელობა, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში გამართული პრეზენტაციის დროს ისაუბრა. საქართველოს ეკონომიკისა და ...

Read More »

მერაბიშვილი – დღესვე შემიძლია განვაცხადო, არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე

დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე,- ამის შესახებ ყოფილმა შს და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეუძლებლად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე. „შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე, მით უმეტეს, უფრო დაბალ თანამდებობაზე.რაც შეეხება საქმის კეთებას, იმდენი საშუალებაა საქმის კეთების , მე ვიქნები აქტიური პოლიტიკაში არა მარტო ამ ხლისუფლების არჩევნების გზით ჩამოცილების მიმართულებით, არამედ მერეც. ...

Read More »

პოლარიზაციის გაღრმავება სერიოზული მუხრუჭი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე – ვლადიმერ ღლონტი

“სახელმწიფო ჩარევისაგან თავისუფალი ელექტრონული და ბეჭდური მასმედიის გამოყენებით ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის არა დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული დისკუსია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სწორი მიმართულებით წინსვლას, არამედ სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა, შუღლი, ცილისწამება, ჩასაფრება და რევანში მხარეთა პირადი ინტერესების რეალიზაციისათვის. მოქმედ ხელისუფლებას საზოგადოებასთან გასაგებად და დამაჯერებლად ვერ მიაქვს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობისა და შექმნილი ობიექტური გამოწვევების შესახებ”, – ამის შესახებ ბათუმის შოთა ...

Read More »

წლის ბოლოდან კავკასიიდან გაზის პირველ ნაკადს ევროპა საქართველოს გავლით მიიღებს

კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველ ნაკადს ევროპა საქართველოს გავლით წლის ბოლოდან მიიღებს, – შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიური მილსადენი იძლევა. პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის” ძირითადი ნაწილის დასრულების მნიშნელობაზე აღნიშნა British Petroleum-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. გარი ჯონსს პრემიერმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა, სადაც BP-ის საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კომპანია მზაობას გამოთქვამს განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები. ...

Read More »

„ფრესკომ“ წააგო სასამართლო დავა, სადაც შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფას ითხოვდა

2020 წლის 20 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძესთან, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც გიორგი ლაბაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ...

Read More »

„აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები“

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს ...

Read More »

მაჭავარიანი – ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ყველანაირ ფასად არ გვაწყობს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ნებისმიერ ფასად ჩანაცვლება არ გვაწყობს. როგორც მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, ელექტროენერგიის იმპორტის არსებობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გარანტიები უნდა გასცეს. მაჭავარიანის განცხადებით, ენერგეტიკა არაა ისეთი სფერო, რომ მხოლოდ სახელმწიფო გარანტიებით იმუშავოს და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების დადება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მოხდება. „ფაქტია, რომ ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მაგრამ ჩვენ იმპორტის ჩანაცვლება ყველანაირ ფასად ...

Read More »

იანვარში კომერციული ბანკების მოგება 41,7%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მოცამებით, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 41,7%-ით გაიზარდა და 2019 წლის იანვარში ბანკების წმინდა მოგებამ 67,755 მლნ ლარი შეადგინა. გასულ თვეს კომერციული ბანკებმა 96,026 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 28,2 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,939 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,499 ...

Read More »

„ციფრები ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა საინტერსო და დეტალური ინფორმაცია საფინანსო სექტორში და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ. როგორც კოვზანაძე აცხადებს, წარმოდგენილი ციფრები ადასტურებს სამინისტროს გამართულ საქმიანობას. „მაჭავარიანი ნოემბრის შემდეგ პარლამენტის სესიაზე უკვე მეოთხეჯერ მოდის და მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციებს ინტერესი არ აკლია, მეოთხე მოსვლა არის დღეს სესიაზე. პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე და საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი – აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, თუმცა თავად პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს. კვირიკაშვილის განმარტებით, მას არ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდა. „გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მექნება ...

Read More »