Home » 2020 » February » 19

Daily Archives: February 19, 2020

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება

ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში მდებარე შპს „პალა ჯგუფის“, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს ,,ვექტორის“, ბ. ...

Read More »

იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.8 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზეა ჩინეთი – 44.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით, აზერბაიჯანი 44.0 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი 33.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით. ამასთან, გასულ თვეში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ...

Read More »

საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4%-ით, ხოლო დასაქმების დონე კი, 0.8%-ით შემცირდა

საქართველოში 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა, – მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის განმარტებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. ამასთან, გასული წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ...

Read More »

თბილისში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია უპრეცენდენტო პროექტზე იწყებს მუშაობას და ეს არის ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟება. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით Bus Lane-ები მოეწყობა, მერია იწყებს მუშაობას უპრეცედენტო პროექტზე, რომლის კვლევის შედეგები უკვე ჩაბარებული აქვს მერიას გერმანული კომპანია „კოპას” მიერ. „მიმდინარე წელს ჩვენ გამოვაცხადებთ შესყიდვას ჭკვიანი შუქნიშნებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ეტაპზე, რაც საერთოდ ახალ ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგია

“უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რაც ბიზნესის თავისუფლების მხარდაჭერასა და წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზეა ორიენტირებული”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. ცუცქირიძის სტატუს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს საქსტატმა დასაქმება და უმუშევრობის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მართალია, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება, მაგრამ მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებაც ადასტურებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ...

Read More »

თურნავა – ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით

ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებზე, ან პირიქით – ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომელზეც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ნათია თურნავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ლოგისტიკური ...

Read More »

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებისა) გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. უმაღლესმა სასწავლებლების ასევე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ...

Read More »

კალაძე – „სითი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს

„სითი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს არის თემა, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს. „არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ამაში მოსყიდვა. ეს არის თემა, რომელიც უკვე 2018 წლიდან მიმდინარეობს. 2018 წლის 10 აპრილს ჩვენ “სითი პარკს” ცალმხრივად გავუწყვიტეთ ხელშეკრულება ზუსტად იმ პრობლემების გამო, რომ ისინი არასწორად წერდნენ ჯარიმებს ...

Read More »

ტალახაძე – შევეცდები, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო, ეს იქნება პასუხი

ქართველი სპორტსმენების მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ქვეყანას გავუთქვათ სახელი, – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა, ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის, ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ განცხადებებს. გუშინ ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა ასევე შალვა ნათელაშვილმა. ლაშა ტალახაძის თქმით, ის შეეცდება, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას. ლაშა ტალახაძე ასევე წარმატებებს უსურვებს ქართველ მორაგბეებს, რომელთაც მომდევნო მატჩები ...

Read More »

იანვარში ექსპორტი იმპორტზე 2.5-ჯერ მეტად გაიზარდა და 262.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის ...

Read More »