Home » 2020 » February » 18

Daily Archives: February 18, 2020

თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა

31 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი – თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება. ამასთან, აღინიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. საკრებულოს სხდომაზე მმართველი ...

Read More »

ბათუმის ნავსადგურის დირექტორი ადელხანოვი დასაქმებულების შევიწროვებას განაგრძობს

ბათუმის  ნავსადგურის დირექტორი ადელხანოვი დასაქმებულების  შევიწროვებას განაგრძობს 2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას აქტიურობდა, ...

Read More »

რომან კაკულია – ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს

„ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს“ , – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან საქართველოს მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ გააკეთოს არჩევანი და გაარკვიოს, ვინ საით მიდის. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რას ნიშნავს რეალური თავისუფლება. სანამ ...

Read More »

კარლო კოპალიანი პარლამენტში ვალერი გელაშვილმა ჩაანაცვლა

პარლამენტში კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ვალერი გელაშვილის უფლებამოსილება სცნო. მას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ კარლო კოპალიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს.

Read More »

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს. საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ...

Read More »

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. “დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

აშშ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ენერგეტიკული პროექტებისთვის მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, „სამი ზღვის ინიციატივის” ფარგლებში, 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რომელიც ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის იქნება გათვლილი. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. პომპეოს განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კონგრესის თანხმობის ფარგლებში განხორციელდება. „ჩვენი მიზანია, კერძო ინვესტიციების განხორციელდეს ენერგო სექტორში“, – განაცხადა პომპეომ. კონფერენციას, რომელიც გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში ჩატარდა, დაესწრო 500-ზე მეტი მაღალი ...

Read More »

გეითსი: კორონავირუსმა, შესაძლოა, 10 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად შესაძლოა 10 მილიონი ადამიანი დაიღუპოს. როგორც Microsoft-ის დამფუძნებელი ამბობს, ვირუსს შეუძლია აფრიკაში ჯანდაცვის სისტემა გაანადგუროს და გამოიწვიოს სერიოზული პანდემია. აღნიშნულის შესახებ გეითსმა სიეტლში AAAS-ის (სამეცნიერო წინსვლის ამერიკული ასოციაცია) შეხვედრაზე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, მანამ ვიდრე ეგვიპტეში და შესაბამისად აფრიკის კონტინენტზე დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ გახდებოდა ცნობილი. “მინდა ...

Read More »

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა

17 თებერვალს „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად მახასიათებლებს და შეძენის ...

Read More »

ცხინვალში იმის გამო, რომ წამლებზე ქართული წარწერაა, მათი ამოღება ხდება – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა. „სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს ახალი და საუბედურო გამოვლინებები, რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანზეა აქვს გავლენა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს და ეს ...

Read More »