Home » 2020 » February » 15

Daily Archives: February 15, 2020

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს. „პრეზიდენტ ალიევს ვთხოვდი, ასე ისტორიას არ ჩაეძიოს, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიოში არ არსებობდა ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა აზერბაიჯანი. არ ვფიქრობ მართებული იყოს ისტორიაში ასე ჩაძიება, ვინაიდან ქრისტეს შობამდე 400 წლიდან შემიძლია დავიწყო, მაგრამ ...

Read More »

8 ქალაქი, სადაც შესაძლოა, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში დაიწყოს

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონის პროექტი, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა. ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო ...

Read More »

თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი – მზარდი, გადაწყვეტილებები – დაგვიანებული – „ახალგაზრდა ადვოკატები“

თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი – მზარდი, გადაწყვეტილებები – დაგვიანებული – „ახალგაზრდა ადვოკატები“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა სოციალური დაცვის საკითხები, სტატუსის მაძიებელთა წინაშე არსებული პრობლემები, თავშესაფრითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი შეისწავლა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური შესაძლებლობის პირობებში, გამოკვეთილია ა. სტატუსის მაძიებელთა განცხადებებზე დროში გახანგრძლივებული პასუხის, ბ. პროცესის ეფექტიანი მართვისა და გ. სათანადო ...

Read More »

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

Read More »

მაიკ პომპეო – ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები

„ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები“ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „დასავლეთი იმარჯვებს, თუმცა ახლა, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები. ამასთან ერთად, ...

Read More »

წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ – ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონით აღფრთოვანდა

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა. “საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის “დურუჯის” სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!” – წერს ბრიტანული გამოცემა. FC Kvareli Duruji, who play in the Georgian 5th Division, have their pitch inside the walls of an ancient castle 😱Imagine playing here 😍Gepostet von Dream Team ...

Read More »

ზუგდიდის მერიამ 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთ ჩასხმაზე, 160 ლიტრი ჩაატია – აუდიტის ანგარიში

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია. ეს ერთადერთი გარემოება არაა, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით ნაყიდი საწვავის სხვა მანქანაში გამოყენებაზე მიუთითებს და აუდიტის სამსახურმა 2017 და 2018 წლის მონაცემების შესწავლისას აღმოაჩინა. ეს არ ყოფილა გამონაკლისი შემთხვევა, როცა მერიის თანამშრომლებმა მცირე მოცულობის ავზში გაცილებით მეტი საწვავი “ჩაასხეს”. მაგალითად, 2017 წლის ივნისში 58 ლიტრის მოცულობის ავზში ...

Read More »

წალკაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ი/მ ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ...

Read More »

პანაცეა – საქართველოში პირველი სამედიცინო პროფესიული სასწავლებელი 140 წლისაა

საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის 140 წლის იუბილე აღნიშნა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოება ინტერესით გაეცნო კოლეჯის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს უძველესი პროფესიული სასწავლებლის მიერ განვლილი გზის ერთგვარი ანგარიშიც გამოდგა. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც კოლეჯის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები ...

Read More »

გახარია – ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი

სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა -ჩვენ ვიშრომებთ ყოველ დღე ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ეს ის ...

Read More »