Home » 2020 » February » 14

Daily Archives: February 14, 2020

თბილისი Ryanair-ის ახალი მიმართულების გამარჯვებულია

Ryanair-ის გამოკითხვაში რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები თბილისმა გაიმარჯვა. გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებისთვის საქართველოს დედაქალაქს ფინალში ბარსელონა უპირისპირდებოდა, თუმცა მოგზაურებმა თბილისი აირჩიეს. კომპანიის გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო მიმართულების შესარჩევად რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვის შედეგად პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. თბილისმა რომი, სანტორინი, პარიზი, მალიორკა, ლონდონი დაამარცხა. გამოკითხვის შედეგად Ryanair-ი 2020 წლის მიმართულებებში თბილისს დააამატებს.

Read More »

სითი პარკმა დავა შეწყვიტა – მერია განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი,  მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე. შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ,  პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ ...

Read More »

ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა იკრძალება

ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება. ინფორმაციას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ავრცელებს. საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ამძიმებს ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ყოფას. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონში მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვის საკითხი. უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან: ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი ...

Read More »

ყოველი წლის ბოლოს რომ არ დავიჩოქოთ, ენერგობაზრის დივერსიფიკაციას ვაგრძელებთ – ლუკაშენკო

14 თებერვალს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექანდერ ლუკაშნეკომ განაცხადა, რომ ბელარუსი სხვა ქვეყნებისგან, რუსეთზე მაღალი ფასის მიუხედავად, ნავთობის ყიდვას გააგრძელებს.  მისი თქმით, ბელარუსი შესყიდვების დივერსიფიკაციას გააგრძელებს, რათა “ყოველი წლის 31 დეკემბერს მუხლებზე არ დაიჩოქოს”. ლუკაშნეკომ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მინსკს ენერგოფასებზე შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებაზე ანიშნებდა.  ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთთან ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნას არ განიხილავს, თუმცა ინტეგრაციის მიმართულებით სვლას განაგძობს – “ამაში ცუდი არაფერია. ინტეგრაციის დღის წესრიგში წმინდად ეკონომიკური საკითხებია”. შეგახსენებთ, რომ ბელარუსი ...

Read More »

“კრისტალ ბილდინგმა” ქობულეთში, რეკრეაციულ ზონაში 50-მდე ასწლოვანი ფიჭვი მოჭრა

ქობულეთში, რეკრეაციულ ზონაში ასწლოვანი ფიჭვები გაჩეხეს. ოპოზიციის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ხეების გაჩეხვა მოხდა, 2017 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარიძის მიერ კომპანია “კრისტალ ბილდინგს” გადაეცა. იქ, სადაც 240 მილიონი ლარის ინვესტიციით მრავალპროფილური სასტუმრო უნდა აშენებულიყო, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია. ოპოზიციის განმარტებით, ამის მიუხედავად, ფირმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე უნებართვოდ 50-მდე ასწლოვანი ფიჭვის მოჭრა. ოპოზიციამ მომხდართან დაკავშირებით გეგმავს შესაბამის ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისი წინა წელთან შედარებით 41.6 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. პირველ ადგილზე რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდის აეროპორტია (+72.1%). იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში ...

Read More »

2019 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 8.5 მილიარდი ლარი დახარჯეს

საქსტატის ცნობით, 2019 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 8.5 მილიარდი ლარი დახარჯეს. ყველაზე მეტ თანხას უცხოელი ვიზიტორები საკვებსა და განთავსების ობიექტებში ხარჯავენ. 

Read More »

გუბაზ სანიკიძე: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არანაირი სიმპათიები არ მაქვს

“მე ქართულ პოლიტიკაში არვის მიმართ არ მაქვს სიმპათია”-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, “კავკასიის” ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას განაცადა. გუბაზ სანიკიძე, ოპოზიცის მიერ 4 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, დიდ აქციას თან ერთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც საინტერესოა. ” დიდ აქციას სჭირდება მომზაება, ვინც იცის აქციები როგორ მზადდება და რანაირად მზადდება. თბილისის რესურსი ამას რომ არ ყოფნის ვხედავთ. ...

Read More »

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.0 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 194.8 ლარი იყო. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 18.4 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის იანვარში ეს მონაცემი 178.6 ლარს შეადგენდა. „საქსტატის“ ...

Read More »

ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი იქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა დაიწყო. შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა. ვაზის, ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა ...

Read More »