Home » 2020 » February » 13

Daily Archives: February 13, 2020

სურსათის ეროვნული სააგენტო – ქართული თაფლის ნიმუშებში დარღვევები შემცირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო თაფლის ნიმუშების კვლევას ყოველწლიურად ახორციელებს. 2019 წელს სააგენტომ, თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დადგენის მიზნით, ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში თაფლის 100 – მდე ნიმუში გადააგზავნა. სურსათისს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა დაფიქსირდა 9 ნიმუშში (ნიმუშებში აღმოჩნდა ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი), მაშინ როცა, 2018 წელს, 100 ნიმუშიდან დარღვევა 54-ში ...

Read More »

კობა გვენეტაძე აგრო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ აგრო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სფეროში ფინანსური რესურსების წვდომასთან არსებული ვითარება გააცნეს, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით დგას აგრო სექტორის წინაშე. სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გაუზიარა თავისი ხედვა და ის ნაბიჯები გააცნო, რასაც საფინანსო ...

Read More »

რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხდება, რუსეთის დავალების შესრულებაა – ხაზარაძე

„ის, რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხდება, რუსეთის დავალების შესრულება და კურსის შეცვლაა“ , – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით განუცხადა, კონსორციუმი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ არბიტრაჟს მიმართავს. „კონსორციუმის ხელმძღვანელობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ცდილობდა, ორთვიანი ვადა კონკრეტული გამოსავლის მოსაძებნად გამოყენებულიყო. იცით, რომ 5 ქვეყნის ინვესტორია ჩართული ამ პროექტში,75 მილიონი ...

Read More »

„დამკვირვებლების ნაწილი ამბობს, რომ აზერბაიჯანის არჩევნები სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უნდა იყოს“

“დამკვირვებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად შეაფსა არჩევნები. ზოგი ამბობს, რომ ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელიც ყოველთვის მიკერძოებულია, წელს უფრო ბალანსირებული და ობიექტური იყო, ვიდრე წინა წლებში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყანაში გამართული საპარლამენტი არჩევნების შეფასებისას განაცხადა.  აზერბაიჯანის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები აზერბაიჯანში გამართულ არჩევნებს აკრიტიკებენ.  კერძოდ, დამკვირვებლებმა დარღვევები ...

Read More »

თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია

თიბისი დაზღვევა და უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა – „ლივო“ მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს. ბინის დაზღვევის შეძენა ახლა უკვე პირდაპირ livo.ge-ზე შეგიძლიათ, რა დროსაც პირველ თვეს საჩუქრად, უფასოდ მიიღებთ. დაზღვევა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არანაკლებ 18 წლისაა, ბინის მესაკუთრე ან მფლობელია და ვის ბინაშიც მუდმივად ცხოვრობენ. რა შემთხვევები აგინაზღაურდებათ: –       მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება –       კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება –       ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება –       ხანძარი და აფეთქება –       სტიქიური მოვლენები –       ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა –       ვანდალიზმი –       გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია 20 მარტამდე ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მეც

შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მეც, მაგრამ არც ერთი წუთით არ გაჩერდება ბრძოლა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არ არის პიროვნებების ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის. „ვის დაიჭერენ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. რა იქნება ხვალ, აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარ არხს” არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა. აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, საქათველოს კანონმდებლობის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მაუწყებელი 2500 ლარით დაჯარიმდა. “საქმე ეხება „მთავარი არხის” ეთერში არაწინასაარჩევნო პერიოდში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ ...

Read More »

უცნობმა პირმა, თურქეთში, მაღაზიებში მოსახლეობის ვალი გადაიხადა

უცნობმა ქველმოქმედმა, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებში ახლომდებარე რაიონების ყველა მცხოვრებთა დავალიანება გადაიხადა – იუწყება ადგილობრივი მედია. თურქეთის ზოგიერთ ქალაქში მცირე ზომის მაღაზიებში მოსახლეობა უფულობის გამო ხშირად იღებს პროდუქტს “ნისიად,” მაღაზიის მეპატრონე კი დავალიანების სიას სპეციალურ რვეულში იწერს. “ამ დღეებში ჩემთან მაღაზიაში შემოვიდა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი და მითხრა, რომ ადგილობრივების დავალიანების გადახდა სურდა. 12, 500 თურქული ლირის (ორი ათას ...

Read More »

ვალდებული ხართ, დაიცვათ რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოება – კრემლი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს

„რია ნოვოსტთან“ საუბარში, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოეწყოს პროვოკაციები. ოფიციალური მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს, შეასრულოს ვალდებულება, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ და დაიცვას იმ დელეგაციების უსაფრთხოება, რომლებიც 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უნდა ჩამოვიდნენ – მათ შორისაა რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც როგორც წესი, სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობს. საგარეო სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, თბილისმა თავად უნდა გაარკვიოს როგორ ...

Read More »

თსუ-ს რექტორი დასაქმებული სტუდენტებისთვის შეღავათებს ითხოვს – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, დასაქმებული სტუდენტებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. მან პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. „უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის სრულყოფის და ეფექტური ორგანიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა იმ სტუდენტების სასწავლო-სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვის შეზღუდულობა, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა შუალედური და ფინალური გამოცდების მიმდინარეობისას იჩენს ხოლმე ...

Read More »