Home » 2020 » February » 09

Daily Archives: February 9, 2020

„წმინდა ექსპორტი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს“

2019 წელს ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის, იგივე წმინდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და მან მთლიანი ექსპორტის 62.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, წმინდა ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – ...

Read More »

საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პროცესის დროულად დასრულებას. „ბრექსითის“ ამოქმედებამდე ჩვენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ, ხელი მოვაწერეთ შეთახმებას და ...

Read More »

აუდიტის სამსახურმა მეტრომანით თანხის განაღდების სქემა გამოავლინა

მოქალაქეები ავტობუსსა და მეტროში მგზავრების “გატარებით” ფულს ანაღდებენ. სქემა აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ გზით სატრანსპორტო კომპანიამ 2017 და 2018 წელს ჯამში 414 ათას ლარზე მეტი თანხა დაკარგა. მეტროსა და ავტობუსებში მგზავრებს უფასოდ მგზავრობა პირველი მგზავრობიდან 90 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. ასეთი მეტრომანების რაოდენობა საერთო მგზავრების 41 პროცენტია. “მონაცემების შესწავლით გამოვლინდა ბარათები, რომლებიც ძირითადად მეტროს ერთსა ...

Read More »

მსოფლიო ბანკი: ჭარბწონიან ადამიანებს მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა აქვთ

ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობის ზრდა ნეგატიურ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, – ამ თემაზე მსოფლიო ბანკი ვრცელ კვლევას აქვეყნებს. ფინანსური ინსტიტუტის კვლევით, მსოფლიოს ხანდაზმული მოსახლეობის 44%-ს (დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი) ჭარბი წონა აწუხებს. მაჩვენებელი 1975 წლის შემდეგ გასამმაგდა. ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობა (70%) საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობენ. ღარიბ ქვეყნებში ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 6%-ია. ჭარბი წონისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება. მსოფლიო ...

Read More »

აშკარად, ტრამპის კონსევატორული სიო ჰქრის საქართველოში – გიორგი გიგაური

ამერიკის ახალი ელჩის, კელი დეგნანის დანიშვნის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობის ფეისბუქ გვერდზე კატეგორიაში “ჩვენი ისტორია” აიტვირთა ახალი ელჩის ფოტო, რომლის უკანა ფონზეც ჩოხაში გამოწყობილი ახალგაზრდა დგას. ჟურნალისტი გიორგი გიგაური აღნიშნულ ჟესტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: “ამერიკის საელჩოში სოროსიზმის გამოსვენებაა! – ამერიკის საელჩომ თავის ოფიციალურ გვერდზე ახალი ელჩის ფოტო გამოაქვეყნა! ქართული ჩოხისა და ხელჩაჭიდებული ხანჯლის ფონზე! ეს დეტალი, პატრიარქთან კელი დაგნანის ...

Read More »

რა ქონებას ფლობს ლაგოდეხის მერი, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, რომლის ფოტოშოპით დამუშავებულმა ფოტომ სოფიალური ქსელი დაიპყრო, ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 27 იანვარს შეავსო. შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს, “ფეისბუკში”, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ლაგოდეხის ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტის დაგების პროცესია გადაღებული, ჯონდო მდივნიშვილი კი ფოტოშოპითაა ჩასმული. 4 თებერვალს აღნიშნული გვერდიდან ფოტო წაიშალა. -1:33 ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაგოდეხის მერმა, 2019 წელს, ერთ წელში ხელფასის სახით ...

Read More »