Home » 2020 » February » 07

Daily Archives: February 7, 2020

აბასთუმანში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა იგეგმება – ნუცა დათუაშვილი

აბასთუმანის რეაბილიტაციის ფარგლებში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუცა დათუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში კურორტ აბასთუმანის ახლახან დასრულებული რეაბილიტაცია და მისი საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ აბასთუმანის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც 2017-2028 წლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, დღეის მდგომარეობით, ...

Read More »

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ამიერიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Recorder.ge ავრცელებს და იქვე დასძენს, რომ შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრში 30 იანვარს გატარდა. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზაზა დოლიძემ 2019 წელს თბილისის დინამოს დირექტორის პოსტი დაიკავა.

Read More »

ტიკარაძე – მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმებაზე

“სახელმწიფო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ დროებით, ლეგალურად დასაქმების საკითხზე,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ტიკარაძის თქმით, საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის წევრ და სხვა ქვეყნებთან. “კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, არალეგალური დასაქმების შემცირებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

Read More »

ნარკოტიკებით მოვაჭრე ესკობარი არ იგებდა ჰეროინიდან და კოკაინიდან ამხელა პროცენტს, როგორსაც მედიკამენტებს უგებენ – კუკავა

“ნარკოტიკებით მოვაჭრე ესკობარი არ იგებდა ჰეროინიდან და კოკაინიდან ამხელა პროცენტს, როგორც ესენი”, – ამის შესახებ, “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია”, პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა. “ის რომ დღეს საქართველოში 3-4-ჯერ უფრო ძვირია მედიკამენტები, ვიდრე თურქეთში, ეს არის კონკრეტული, ერთი ხელისმოწერით გადასაწყვეტი საკითხი, საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან. უნდა მოხსნას ის აკრძალვა, რომელიც არის დაწესებული თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტზე. ვინ მდიდრება ამით? მეორე ...

Read More »

“ტრამპის ეფექტი” – აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში შემცირდა

2019 წელს შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი პირველად შემცირდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ამის მთავარი მიზეზი კი ჩინურ პროდუქციაზე გაზრდილი საბაჟო ტარიფებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შტატების სავაჭრო დეფიციტი გასულ წელს 1,7%-ით შემცირდა და 617 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს ბოლო ათი წლის მაქსიმუმი 628 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. სამინისტრო განმარტავს, რომ ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ...

Read More »

რა ზიანი მიაყენა მოდის ბიზნესს კორონავირუსმა

კორონავირუს 2019-nCoV სახელით ჩინეთში გავრცელებული პნევმონია მოდის სამყაროსთვის ასობით მილიონი დოლარის ზარალის მომტანი ხდება. შტატებში ბაზირებული კომპანია Capri Holdings-ი, რომლის შემადგენლობაში შედიან ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Versace, Michael Kors და Jimmy Choo, 100 მილიონი დოლარის დანაკარგზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ CNN-ი თავად კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს. 5 თებერვლის მდგომარეობით, კომპანიას  ჩინეთში არსებული 225 მაღაზიიდან 150-ის დახურვა მოუწია, დარჩენილებში კი მკვეთრად შემცირდა ...

Read More »

„კრისტალი” „ფინკა ბანკის“ შეძენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

  „კრისტალმა“ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „ფინკა იმპაქტ ფაინანსთან“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ შეძენის შესახებ. გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენდა ორგანიზაციული კულტურის მსგავსება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას და „კრისტალის“ გეგმა – შეინარჩუნოს ფინკა ბანკის თანამშრომლები და კიდევ უფრო მეტად გაზარდოს და გააძლიეროს ბანკი. „კრისტალის“ სტრატეგიას მხარს უჭერენ ამერიკელი და ევროპელი ინსტიტუციური ინვესტორები.

Read More »

ტექნიკური ხარვეზი იყო — ლაგოდეხის მერიის პრესსამსახური ფოტოშოფში დამუშავებულ სურათზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოშოპში დამუშავებული სურათი, რომელშიც ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ასფალტის დაგების პროცესში გზაზე დგას. პოსტის ავტორი წერს, რომ მერმა მიმდინარე სამუშაოებს ვერ მიუსწრო, ამიტომ მერიის თანამშრომლებს სთხოვა, სურათი ფოტოშოპით დაემუშავებინათ და ის პირად გვერდზე ატვირთა. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტი მას შემდეგ წაიშალა, რაც საზოგადოება მიხვდა, რომ ფოტომანიპულაცია იყო. On.ge ლაგოდეხის მერს დაუკავშირდა და ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ფოტომანიპულაციის გავრცელებას ...

Read More »

თამთა ციხიშვილი – 9.2 ქულით, საქართველო ხვდება შიმშილის დაბალი კატეგორიის მაჩვენებელში

თამთა ციხიშვილი – 9.2 ქულით, საქართველო ხვდება შიმშილის დაბალი კატეგორიის მაჩვენებელში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება, რომელიც ბავშვთა სიღარიბის თემაზე გამოთქმულ შეხედულებებს შეეხება და აღნიშნავს, რომ ციფრებით მანიპულირება, ვერც პრობლემას აგვარებს და ვერც ბავშვებს შველის, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის არ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმ ხარისხში განხილვა, რომელიც მეტყველებს განსხვავებულ სინამდვილესა და ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახლად დანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს. ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

Read More »