Home » 2020 » February » 06

Daily Archives: February 6, 2020

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახა ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური ...

Read More »

სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის ქსელზე არალეგალურად დაერთებული მოწყობილობები ჩაიხსნა – დავით თვალაბეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს. „ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, იგეგმება თუ არა აქამდე არსებული მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა”, თუმცა არ აკონკრეტებს როდიდან. „რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ...

Read More »

„თიბისი სტატუსი“ და „ისთერნ პრომოუშენსი“ თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ

25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. „თიბისის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აცნობეს, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები, კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი. „თიბისის“ ინფორმაციით, ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. „მსმენელის წინაშე ...

Read More »

2021 წელს მარშალ გელოვანის გამზირი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება

„2020-2021 წლებში დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პროექტი უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. „მოეწყობა შვიდი სხვადასხვა სიგრძის კვანძი, გაუქმდება ყველა არსებული შუქნიშანი და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ასევე, ხორციელდება ლისიდან ჩამომავალი გზის მოწყობის პროექტი. სწორედ ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ, დიღმისა და ლისის ტბის ...

Read More »

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს აფხაზური მხარე, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა ფარავს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს აფხაზური მხარე ფარავს, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა. როგორც მინისტრის მოადგილემ “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით განუცხადა, აფხაზეთის მომარაგება რუსეთიდან რომ არ დაწყებულიყო, “აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრებოდა”. “1-ელი თებერვლიდან აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტი დაიწყო ე.წ. სალხინოს ხაზით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ენგურჰესში წყლის დონე საკმაოდ დაწეულია და ეს აუცილებელია იმისთვის, ...

Read More »

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – დროა დავირაზმოთ ქართული მესაქონლეობის და რძის მოპოვების გადასარჩენად

“ამ ეტაპზე მესაქონლეობა რა მდგომარეობაშიცაა საქართველოში, თუ ასე დარჩება, ჩათვალეთ ირანული რძე კი არა, მარსიდანაც ჩამოიტანენ და ალბათ, ქორბუდასაც მოწველიან იმ მდგომარეობაში ჩავარდება”, – ამის შესახებ “ქართული რძის ფედერაციის” მიერ გამართულ შეხვედრაზე, ყველის გილდიის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განაცხადა. “ხელისუფლებას სჭირდება დაფიქრება. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რითი დაეხმაროს ქართულ მესაქონლეობას. ამ ეტაპზე მესაქონლეობა რა მდგომარეობაშიცაა საქართველოში, თუ ასე დარჩება, ჩათვალეთ ირანული ...

Read More »

კიევის სააპელაციო სასამართლომ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის უკრაინაში ხერსონის პორტის გადაცემა შეაჩერა

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის უკრაინაში ხერსონის პორტის გადაცემა შეაჩერა. „მეექვსე სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით შეჩერებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნომერ 16 -ე განკარგულების მოქმედება, რომელიც ეხება ხერსომის პორტში კონცესიური კონკურსის შედეგებისა და გამარჯვებულის გამოვლენას“,- წერს ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადისლავ კრიკლი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავს. 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ხერსონის პორტის კონცესიის კონკურსში „რისოიკ-ხერსონმა“ გაიმარჯვა. 1tv.ge

Read More »

როგორი იქნება ბათუმის ახალი სტადიონის განათება – ვიდეო

შპს ბათუმის სტადიონი სოციალურ ქსელში ვიდეოგრაფიკას აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ვერსია, თუ როგორ იქნება სტადიონის განათებული ფასადი.  ბათუმი არენას გარეგანათება საშუალებას იძლევა, ფასადზე სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის გამოსახულება გამოჩნდეს, რომელიც  სტადიონზე მიმდინარე ღონისძიების შესაბამისი იქნება.  განათების ამ ვერსიაში სტადიონის ფასადი საქართველოს დროში ფერებშია, ჩნდება საქართველოს მოძრავი დროშა, შემდეგ კი ჩრდილები, რომელებიც ხორუმს ასრულებენ. განათებით შესაძლებელია გაკეთდეს წარწერებიც. შემოთავაზებულ ვერსიაში, ჩნდება ინგლისურენოვანი წარწერა –  ...

Read More »

გერმანია 1 მარტიდან საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას დაიწყებს

პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციურ პერსონალს პროცედურის დაწყება უკვე შეუძლია. გერმანიის საელჩოს მონაცემებით, გერმანიაში მუშაობის დასაწყებად ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართოთ. დროებითი ბინადრობის მისაღებად [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო. ამ თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს, მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან ...

Read More »

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება წელს დაიწყება. „ვაკის პარკი იცით, რომ არის ისტორიული ძეგლი, შესაბამისად, განსაკუთებული სიფრთხილით ვეკიდებით მის რეაბილიტაციას. ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წელს განხორციელდება, დაიწყება ტერიტორიის რეაბილიტაციით, დაახლოებით 34 ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ რებილიტაციას განვახორციელებთ, არამედ ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის მოვაწყობთ შესაბამის ბილიკებს, რომელიც ...

Read More »