Home » 2020 » February » 05

Daily Archives: February 5, 2020

2020 წლის მიმართვის ძირითადი პრიორიტეტები და ემოციები კონგრესში

კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვა (SOTU) 2020 2020 წლის 4 თებერვალს, ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე, დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. ამ უფლებით პირველად, პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა ისარგებლა, თუმცა, პრეზიდენტების მიერ უშუალოდ კონგრესში გამოცხადება, მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში აღარ ხდებოდა, ვიდრე 1913 წელს, ვუდრო უილსონმა არ აღადგინა ტრადიცია. უილსონის შემდეგ, ასეთი გზავნილის უფლებით აშშ-ის ყველა პრეზიდენტი სარგებლობს. დონალდ ტრამპის გუშინდელი ...

Read More »

კრისტალი ფინკასთან ერთიანდება და საბანკო ბაზარზე შედის

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ საბანკო ბაზარზე შედის. ერთ-ერთი მსხვილი მისო „ბანკ ფინკასთან“ ერთიანდება. შემძენი მხარე „კრისტალი“ და მისი აქციონერები არიან. გაერთიანების პროცესზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა, მიზანი ბანკის გამსხვილება და გაძლიერებაა. „ეს არის შესაძლებლობა ჩვენი არსებული კლიენტების, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის უფრო დიდი და ძლიერი პლატფორმა შევქმნათ, გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი,“ – აღნიშნა არჩილ ...

Read More »

მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის – გვარამია

„ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა“, – წერს „მთვარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილსა და სპორტსმენ ლაშა ტალახაძის დაპირისპირებაზე. „ლაშა ტალახაძე არის ფენომენალური სპორტსმენი და მას მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები, ერის მოღალატეების და ...

Read More »

რატომ არ იაფდება საქართველოში მსოფლიოს მაშტაბით მკვეთრად გაიაფებული საწვავი?

როდის მოაღწევს ჩვენთან ნავთობპროდუქტების ფასის შემცირების ტალღა, ჯერ კიდევ უცნობია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში 12 დოლარით დაეცა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, შემცირება თითქმის არ ასახულა ქართულ ბაზარზე. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე მართალია უმნიშვნელო გაიაფება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს არ შეხებიათ დიდ ქსელებს. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება და ნავთობის ფასიც ეცემა, ავტოგასამართ საგურებზე ფასი უცვლელი ...

Read More »

გლდანში ახლადდაგებულ ორ გზას აყრიან და ხელახლა დააგებენ

გლდანის რაიონში არსებულ ორ გზას, სადაც ასფალტის დაგება ცოტა ხნის წინ დასრულდა, აყრიან და ხელახლა დააგებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოებს ისევ შ.პ.ს „მილენიუმ ბილდერ გრუპი” ჩაატარებს. საქმე ეხება თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებს. უწყებაში ამბობენ, რომ ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ შესრულეული სამუშაო ნახევრად აკმაყოფილებს სტანდარტს, შესაბამისად კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი ...

Read More »

1-ლი ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება

საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების ...

Read More »

პუტინი – პლანეტაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე

მშვიდობა და უსაფრთხოება პლანეტაზე დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე, მათ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნება არა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპებს, სუვერენიტეტის პატივისცემას და ერთმანეთის საშინაო საქმეებში არჩარევას“, ...

Read More »

ოჯახების შეფასების მეტი გამჭვირვალობისთვის, სოციალური აგენტები სამხრე კამერებით იმუშავებენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველ პირთა საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. მინისტრმა მოკლედ განმარტა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დღეს არსებული პროცედურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ...

Read More »

ეკატერინე ტიკარაძე – გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა

უმთავრეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა, სწორედ ამ რეალობამ დაგვანახა რეფორმების ახალი ტალღის საჭიროება, რომელიც სისტემას საყოველთაო ჯანდაცვიდან გადაიყვანს უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო ამ უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება. „ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას და მოქალაქის ჯანმრთელობაში განხორციელებული ინვესტიცია ყოველწლიურად იძენს უპრეცედენტო ...

Read More »

კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. კოპალიანისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, საპარლამენტო გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს. კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს და სწორედ ამიტომ დატოვა დეპუტატის მანდატი. ოფიციალური განცხადება, ვინ შეცვლის კოპალიანს, ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა „ქართული ოცნების“ სიის მიხედვით შესაძლოა, პარლამენტში მის ნაცვლად ვალერი გელაშვილი შევიდეს.

Read More »