Home » 2020 » February » 04

Daily Archives: February 4, 2020

ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაცია საფონდო ბირჟის ისტორიაში – რა მოხდა ჩინეთში

საინფორმაციო სააგენტო „Faktxeber“-ის ინფორმაციით, ჩინეთი საინტერესო ეკონომიკურ ტაქტიკას იყენებდა, რის საფუძველზეც, რამდენიმე დღეში 20 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. გარდა ამისა, მან საკუთარი მონოპოლების წილის დაახლოებით 30% დაიბრუნა. ადრე, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ნაწილი უცხოელ ინვესტორებს, ამერიკელებს და ევროპელებს ეკუთვნოდა – ეს ნიშნავს, რომ მძიმე და ქიმიური მრეწველობიდან მიღებული შემოსავლების თითქმის ნახევარი, მიდიოდა არა ჩინეთის ხაზინაში, არამედ ევროპის „ფინანსური ზვიგენების“ ანგარიშებზე. უხანში ...

Read More »

პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული წარმოების საყალიბე სისტემები ექსპორტზე გადის

„პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული წარმოების საყალიბე სისტემები ექსპორტზე გადის“ – ამის შესახებ ინფორმაციას მწარმოებელთა ფედერაცია ავრცელებს. „დღეს ვტვირთავთ პირველ მანქანას, ექსპორტზე ვუშვებთ ქართული წარმოების საყალიბე სისტემებს ბეტონის დასასხმელად. 50 ცალი სვეტის ყალიბი, გადის საზღვრებს გარეთ,“-აღნიშნულია მწარმოებელთა ფედერაციის ინფორმაციაში.

Read More »

Google-მა პირველად გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემოსავალი მიიღო Youtube-მა რეკლამით

Google-მა პირველად გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემოსავალი მიიღო Youtube-მა რეკლამით. მონაცემები Google-ის კომპანიამ Alphabet-მა გამოაქვეყნა.  ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელს YouTube-ის შემოსავალმა ამ სეგმენტიდან 15,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.  Google-მა YouTube-ი 2006 წელს $1,65 მილიარდად იყიდა. ანალიტიკოსები კომპანიისგან YouTube-ის შემოსავლის ცალკე გამოქვეყნებისკენ დიდი ხანია მოუწოდებენ, რადგან სერვისი კომპანიის სარეკლამო ბიზნესის არსებით ნაწილს ახორციელებს. პირველი შემთხვევაა, როცა Google-მა ეს მონაცემები გაასაჯაროვა. imedinews.ge

Read More »

2016 წელს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და ეს შედეგი უნდა გავიმეოროთ – ირაკლი კობახიძე

2016 წელს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და სულ მცირე, ეს შედეგი უნდა გავიმეოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი არჩევნებზე განახლებული სახით წარდგება. „საარჩევნო მუშაობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული რეიტინგი კიდევ გავზარდოთ, თუმცა არსებული მოცემულობაც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ...

Read More »

ოლექსი ვილხოვოი – ქართული მზე მსოფლიოს მწვანე ენერგეტიკაში ყველაზე კონკურენტულია

საქართველოს მზის ენერგიის პოტენციალი აუთვისებელია. სრული მაშტაბით ევრ იყენებენ მის სიმხურვალეს. თუმცა აქაური მზის სხივები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია, – განაცხადა GIEC-ის გ გენერალურმა დირექტორმა ოლექსი ვილხოვოიმ. თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში მოქნილი თბოგენერაცია ქვეყნისთვის მაინც აქტუალურ მიმართულებად რჩება. ინდუსტრიული ჯგუფი თბოგენერაციაში სიმძლავრეების განახლებზე აცხადებს – “ვითვალისწინებთ სეზონურობის და ბაზრის კონიუქტურის ფაქტორებს და თბოსადგურების გენერაციის გაზრდაზე ვზრუნავთ, თანამედროვე ტექნოლოგიების ...

Read More »

ასადის რეჟიმისა და რუსეთის ინტენსიური შეტევა იდლიბის პროვინციაზე – ბოლო 24 საათი სირიაში

გრძელდებოდა ასადის რეჟიმისა და რუსეთის ინტენსიური შეტევა იდლიბის პროვინციაზე. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ადგილზე ვერ შეძლეს მათი შეტევის შეჩერება. ასადის რეჟიმმა დაიკავა სტრატეგიული მნიშვნელობის M4-ის (ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელი) საავტომობილო გზა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ისინი 8 კმ-ზე მიუახლოვდნენ ქ. იდლიბს;8-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა თურქულ მხარეს. გაცილებით დიდი მსხვერპლია თურქეთის მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ ასადის რეჟიმის მხარეს, თუმცა დამასკო არ ასახელებს ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრო – ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევას მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა და გარდაცვლილი ოჯახის ნათესავებს მიუსამძიმრა. გიორგი წოწკოლაურმა ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, – მათ შორის, საარსებო შემწეობა – 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ...

Read More »

რუსეთში შეწუხდნენ და რა, ჩვენ მეტი რამ გავაკეთეთ ამერიკასთან, ვიდრე რუსეთთან? – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, მას არ ესმის რუსეთის ფედერაციის შეშფოთება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მინსკში ვიზიტთან დაკავშირებით, რადგან თავად ბელარუსში უხარიათ, როცა რუსეთი და აშშ ერთმანეთს ეხუტებიან და კოცნიან. „რუსეთში შეწუხდნენ და რა, ჩვენ მეტი რამ გავაკეთეთ ამერიკასთან, ვიდრე რუსეთთან? შეხედეთ, ისინი თვითონ ცდილობენ ერთმანეთს აკოცონ. მართალია არ გამოსდით, მაგრამ ჩვენ რა, ამაზე ვნერვიულობთ? ჩვენ გვიხარია, როცა ისინი ერთმანეთს ...

Read More »

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

“როცა ადამიანი ღარიბია, ის ვერც იკვებება, ვერც ექიმთან მიდის და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვერ იცავს, ამიტომ არის სიკვდილიანობა მაღალი” საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა დაეცა. საშუალო ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩამორჩენა 7-9 წლის ფარგლებშია. ამის გამომწვევი მიზეზი, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, არასრულფასოვანი კვება და ეკოლოგიური გარემოა, რაზეც სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. იმის მაგიერ, რომ ვითარება გამოსწორდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მუდმივად მძიმდება. ...

Read More »

რევაზ არველაძე – ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ

საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, – ასე უპასუხა დეპუტატმა მთავარი არხის კითხვას, რომელიც UNICEF-ის კვლევას შეეხებოდა და საქართველოში სიღარიბეს აღწერდა მმართველი პარტიის დეპუტატმა რევაზ არველაძემ. „ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ… მე ვერ ვიჯერებ, რომ (ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ)… თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა”, – განაცხადა არველაძემ. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ...

Read More »