Home » 2020 » February » 03

Daily Archives: February 3, 2020

აჭარაში ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტზე „გრინ რეზორტმა” მშენებლობის ნებართვა მიიღო

კომპანია „გრინ რეზორტმა“ ქობულეთის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა. ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში კომპანია პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. აღნიშნული ვილა შოურუმისა და კომპანიის ადგილობრივი ოფისის ფუნქციებს შეასრულებს. იგეგმება კომპლექსის შიდა გზის და კომუნიკაციების სამუშაოების დაწყებაც. ამის შესახებ იმფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი ...

Read More »

კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება არ არის საჭირო – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა. მან ასევე მოუწოდა ყველა ქვეყნის მთავრობას, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტებზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, ნებისმიერ ქვეყანას ვირუსის დასაცავად მისაღები ზომების შესახებ რეკომენდაცია მისცეს. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, აუცილებელია, რომ მეტი რესურსი დაიხარჯოს კორონავირუსის ჩინეთში დამარცხებაზე და ასეთ შემთხვევაში ...

Read More »

სახელმწიფო იღებს ნახევარ მილიარდიან ვალს, რომ ჩრდილოეთის გზა დააფინანსოს, ეს ყოვლად მიუღებელია – ხაზარაძე

ჩვენ თუ ევროინტეგრაცია გვინდა, ამისთვის პირველ რიგში უნდა განვავითაროთ დასავლეთის გზა და დასავლეთის კარიბჭე, რასაც ანაკლია ჰქვია და რაც ამ ხელისუფლებამ ჩააგდო, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძეს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ ჰკითხეს. ​„დასავლეთის მიმართულება არის გაჩერებული. ანაკლიის პორტს აჩერებ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გასცემს სახელმწიფო 50 მილიონ დოლარიან გარანტიას, რათა დასრულდეს 650 მილიონ ...

Read More »

თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს – ოსმან თურანი

თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ოსმან თურანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ზოგადი ბიზნესგარემო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების საკითხები განიხილეს. „მადლობელი ვარ, რომ ჩვენი ასოციაცია პირველად ესწრება ამ შეხვედრას. ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირაში საკითხები გადაგზავნა და დღეს ეს თემები ...

Read More »

ფხაკაძე – ვთხოვეთ პრემიერს შრომის კანონმდებლობის განხილვისას ჩვენი შენიშვნები გაითვალისწინონ

ინვესტორთა საბჭოს პლატფორმა საინტერესო და ეფექტიანია, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ინვესტორთა საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საბჭო ყოველ ორ თვეში შეიკრიბება. „ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია საქართველოში და ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რათა ჩვენი წევრების ინტერესები წინ წავწიოთ. ეს პლატფორმა მართლაც არის საინტერესო და ეფექტიანი. პრემიერის ...

Read More »

“ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან”

ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია, თუმცა ხალხის ჯიბეს მაინც არაფერი ეტყობა 2019 წელს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. რთული და კრიზისებით სავსე წლის ფონზე, მაჩვენებელი საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი კლების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და ლარის გაუფასურების ფონზე, რა სექტორების ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, საინტერესო სწორედ ეს არის.  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დეკემბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ...

Read More »

ჩინეთი – ვაშინგტონი კორონავირუსთან მიმართებაში არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის თქმით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს. „ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს როცა აწესებენ კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ...

Read More »

კალაძე უგულავაზე – კაცმა 50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ?

კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება. „დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე ...

Read More »

ცხელი იანვარი 2020

2020 წელი ახლახანს დაიწყო და პირველი თვე საკმაოდ ცხელი გამოდგა. მსოფლიო მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. 2020 წლის იანვარი განსაკუთრებით უარყოფითი მოვლენებით იყო დატვირთული და მსოფლიოს არაერთ ქვეყანას საკმაოდ მძიმე კვალი დაატყო. გადამწვარი ავსტრალია, ამერიკა-ირანის დაპირისპირების შედეგად ომის ზღვარზე მყოფი მსოფლიო, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდება და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც წლის პირველ თვეში მოხდა იმდენად მნიშვნელოვანი ...

Read More »

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბლიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია და ობსერვატორიამ დამატებით ფუნქცია შეიძენა. მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და  კაფე.   მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

Read More »