Home » 2020 » February » 01

Daily Archives: February 1, 2020

„ბრექსითი“ არის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილება, რაც ევროპამ უნდა გაიგოს და გაითავისოს – მაკრონი

„ბრექსითი“ ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილებაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „ჩვენ მეტი ევროპა გვჭირდება“. „ეს გასვლა შოკისმომგვრელია. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილება, რომელიც ყველამ, მთელმა ევროპამ უნდა გაიგოს და გაითავისოს“, – განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, „ბრექსითის“ ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ კონტიტენტი ვერ შეიცვალა. „ეს ...

Read More »

მაიკ პომპეო – აშშ მზადაა ბელარუსი ენერგორესურსებით სრულად მოამარაგოს

 ბელარუსის მედიის ცნობით, მინსკში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეომ განცხადა, რომ აშშ მზადაა ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდება სრულად უზრუნველყოს.  „ჩვენი ენერგორესურსების მწარმოებლები მზად არიან, 100 პროცენტი ნავთობის მოგაწოდონ კონკურენტულ ფასებში“, – განაცხადა პომპეომ ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 წლის მანძილზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელიც აშშ-ის მაღალჩინიოსანმა ქვეყანაში განახორციელა.

Read More »

ყველაფერი ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ითვალისწინებს საჯარო თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობას იმპიჩმენტის საშუალებით, თუკი მათგან ადგილი აქვს  ღალატს, მექრთამეობას, ან სხვა სახის მძიმე თუ მსუბუქ დანაშაულს. ეს პროცედურა კონგრესის ქვედა, ანუ წარმომადგენელთა პალატის უშუალო პრეროგატივაა, რომელიც, შემდგომში სენატს უნდა გადაეცეს განსახილველად. იმპიჩმენტის არსი მდგომარეობს არაკანონმორჩილი თანამდებობის პირების საჯარო სამსახურისთვის ჩამოშორებაში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, ოფიციალურად 2019 წლის ...

Read More »

მოწყობილობა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან მოქალაქეების გატაცებას გაართულებს

„ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ“, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისთვის ხელის შეშლის მიზნით, შექმნა SOS ღილაკი – მოწყობილობა/აპლიკაცია, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა მაცხოვრებლებს უნდა დაურიგდეს. საფრთხის შემთხვევაში, ისინი რთავენ მოწყობილობას და აჭერენ SOS ღილაკს, რის შემდეგაც, 5 წამის განმავლობაში, შეტყობინება მოწყობილობის მფლობელი პირის ადგილმდებარეობის შესახებ იგზავნება სამ წინასწარ მითითებულ ნომერზე. SOS ღილაკის გამოსაყენებლად საჭიროა მასში SIM ბარათის ჩადება, რომელზეც, მინიმუმ, 40 მეგაბაიტი მობილური ინტერნეტი ...

Read More »

თუ ალკოჰოლს არ სვამთ, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ ხართ – ახალი კვლევის შედეგი

ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სვამენ ალკოჰოლს, ნაკლებია ნაადრევი სიკვდილის შანსი მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებს მას. დიახ, არ გეჩვენებათ და სწორად კითხულობთ – მკვლევარები წერენ, რომ თუ ალკოჰოლს საერთოდ არ იღებთ, ნაადრევი სიკვდილის რისკი იზრდება. კვლევის შედეგი ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მკვლევარებმა გარდა იმისა, რომ გაითვალისწინეს, თუ რა ინტენსივობით სვამდნენ კვლევაში ჩართული ადამიანები ალკოჰოლს, ასევე შეისწავლეს ამ ...

Read More »

ალექსანდერ მირონენკო – ქართველი ხალხი არის ის მთავარი ფაქტორი, რაზეც ჩვენი კომპანია გათვლას აკეთებს

საქართველოს აქვს გამჭვირვალე კანონმდებლობა და სტაბილური, მარტივი საგადასახადო სისტემა, თუმცა ქართველი ხალხი არის ის მთავარი ფაქტორი, რაზეც უცხოური კომპანია გათვლას აკეთებს, – ამის შესახებ კომპანია „მაჯორელ საქართველოს“ დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო სტრატეგია განიხილეს, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოსთვის არატრადიციულ სექტორებში გეგმავს. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველოში უკვე წარმატებით მოქმედებს კომპანია ...

Read More »

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე (სახაჭაპურეებზე). მათივე ინფორმაციით, შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა. თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს. „მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული ...

Read More »

შალვა ოგბაიძე – გვაქვს მიზანი, გზებზე არავინ დაიღუპოს, რაც ამბიციური მიზანია, მაგრამ მიღწევადი

გვაქვს მიზანი, რომ ჩვენ გზებზე არავინ დაიღუპოს, რაც ამბიციური მიზანია, მაგრამ მიღწევადი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება, გზები და ინფრასტრუქტურა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ეს არის სამი კლასიკური ფაქტორი – ადამიანის, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის და ინფრასტრუქტურის. ...

Read More »

დღეიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი შეიცვალა

1-ელი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 24 იანვრის საჯარო სხდომაზე გახდა ცნობილი. ცვლილება შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, იქ არსებული საფასური ნარჩუნდება.

Read More »

დღეიდან ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში

დღეიდან, ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე ...

Read More »