Home » 2020 » February

Monthly Archives: February 2020

უმდიდრესმა ადამიანებმა კორონავირუსის გამო, ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს

„გარდიანის“ ინფორმაციით, პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს. გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტად ფინანსურად ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, ბერნარ არნო, ელონ მასკი და მარკ ცუკერბერგი დაზარალდნენ.

Read More »

ინფექციურის დირექტორმა ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

Read More »

კორონავირუსის გამო, საფრანგეთში დისტანციურად მუშაობა დაუშვეს

კორონავირუსის გამო, საფრანგეთში დისტანციურად მუშაობა დაშვებული იქნება. როგორც საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ვირუსის გავრცელება ფორსმაჟორულ სიტუაციად ითვლება. შესაბმისად, დამსაქმებლებს შეუძლიათ, თანამშრომლები დისტანციურად ამუშაონ. „პირის მიერ დაკავებული თანამდებობა თუ იძლევა საშუალებას, რომ მან დისტანციურად იმუშაოს, მაშინ უპირატესობა ამ გადაწყვეტილებას მიენიჭება. როგორც წესი, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანხმობით არის დაშვებული, თუმცა შრომის კოდექსი ეპიდემილიოგიური რისკის გათვალისწინებით დაშვებულია ...

Read More »

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს. „ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. უწყებათაშორისი ...

Read More »

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ“

მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა. „მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი ...

Read More »

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ...

Read More »

„თბილისი მედიკი“ პირბადეებს ლიმიტირებულად და ძველ ფასად, 13 თეთრად გაყიდის

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირბადეებზე ფასი არ გაიზარდოს არც ერთი თეთრით და გაიცეს ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულის სარეალიზაციო ფასად – 13 თეთრად ერთეულზე, – ამის შესახებ კომპანია „თბილისი მედიკის“ განცხადებაში წერია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირბადეების გაცემა შაბათს, 11:00 სთ-დან დაიწყება და ლიმიტირებული იქნება. ფიზიკურ პირზე 25 ცალი, სამედიცინო დაწსებულებებზე კი, 200-დან 300 ერთეული. „კომპანია ...

Read More »

ლარი მყარდება – როგორია პროგნოზები და ტენდენციები

25 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.3 თეთრით გამყარდა. შედეგად, ხვალ, 26 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.79 ლარი იქნება. ლარი დოლართან 2.2 თეთრით გამყარდა 24 თებერვალსაც. ეროვნული ვალუტა დოლარის გარდა ევროსთანაც მყარდება. ბოლო ორ დღეში თითქმის 3-თეთრიანი გამყარების შედეგად ხვალ ევროს ოფიციალური ღირებულება 3.02 ლარი იქნება. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი ...

Read More »

კორონავირუსის გამო ლუდმა Corona-მ 170 მილიონი დოლარი იზარალა

ლუდი Corona-ს მწარმოებელი კომპანია ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე კვარტლის წინაშე დგას. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent იუწყება. გამოცემის ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით კომპანიამ 170 მილიონ დოლარი იზარალა. სწორედ იმ დროს, როდესაც Anheuser-Busch In Bev ჩინური ახალი წლის გამო გაყიდვების ზრდას ელოდა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მიღებული ზარალი ...

Read More »

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. “ჩვენ გვქონდა შესაძლო შემთხვევა 93. ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, ...

Read More »