Home » 2020 » January » 29

Daily Archives: January 29, 2020

როგორი იქნება ეროვნული ბანკის ახალი ოფისი, რომლის მშენებლობაზეც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი დაიხარჯება

ცნობილია როგორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ოფისი, რომლის მშენებლობაზეც სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღევანდელი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სებ-ის ახალი სათაო ოფისის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, კონკურსის შედეგად უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელმაც ახალი ოფისის დიზაინი დაამუშავა. „ამავე კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურში შეიტანა განაცხადი განაშენიანების რეგულირების გეგმის ე.წ. ...

Read More »

ადამიანები კორონავირუსს ლუდ “კორონას” უკავშირებენ

თუკი სიტყვა “კორონა” აქამდე ოცნებებში მიგვაქროლებდა, დღეს პანიკის დაუსრულებელი მორევისკენ გვექაჩება. ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ჩინეთის რამდენიმე ქალაქი კარანტინში მოაქცია, ახლა ლუდის მოყვარულებსაც (და ვინ იცის, შოკოლადისაც) გაუჩინა თავსატეხი. ანალიტიკური კომპანია SEMrush-ის ცნობით, ამ კვირაში ლუდ “კორონას” შესახებ ინფორმაციას ამერიკელები Google-ში ყველაზე ხშირად ეძებდნენ. ონლაინ გამოცემა VICE-ის ცნობით კი, საზოგადოების შემაშფოთებლად დიდი ნაწილი კორონავირუსს სწორედ ლუდ “კორონას” უკავშირებს. ...

Read More »

დავით საგანელიძე – საქართველოს ენერგოგენერაციის უდიდესი რესურსი აქვს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმი („Energy Week Georgia 2020“) ოფიციალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. ასევე, ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა. ...

Read More »

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე კანაფის მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

“გირჩმა” საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი შეიტანა შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე კანაფის დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს კანაფის კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა არაკონსტიტუციურია და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. “გირჩი” თავის სარჩელში სისხლის სამართლის ...

Read More »

თამაზ ხუბუა – ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისია, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი გაუსაძლის პირობებს ქმნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში არის ენერგოკრიზისი და ელექტროენერგიის სრულად მიწოდება არ ხდება. „ეს დაკავშირებულია ჯვრის წყალსაცავის დონის კლებასთან და ცივი ამინდის პირობებში, მოხმარება გაიზარდა. კრიზისი შექმნილია. რა არის გამოსავალი, საჭიროა სხვა დამატებითი წყარო მოიძებნოს. ელექტროენერგიის მისაღებად, საქართველოში დღეის მდგომარეობით ...

Read More »

მონტენეგრო – ევროპაში პუტინის დაკარგული ფორპოსტი, კრემლის წარუმატებელი ბალკანური ოპერაცია

დოკუმენტურ ფილმში აღწერილია ის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი შეეშალა ხელი მონტენეგროსთვის NATO-ში გაწევრიანებისთვის და ამ ქვეყანაში პრორუსული ძალების მოსაყვანად ამბოხება მოეწყო. 2017 წლის აპრილში, მონტენეგროს პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. იმავე წლის ივნისში, მონტენეგრო NATO-ს 29-ე წევრი გახდა. თუმცა, მანამდე, მონტენეგროს ევრო-ატლანტიკური კურსის შესაცვლელად, კრემლმა გაუგონარი და დანაშაულებრივი მეთოდები გამოიყენა; ირკვევა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრების მიერ შემუშავებული ...

Read More »

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება (N164) და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში ...

Read More »

საქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურს მედიკოსები აკვირდებიან – ამირან გამყრელიძე

„საქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურზე დაკვირვება ხორციელდება “ ,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ისინი არიან ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან, არა იმ პროვინციიდან, რომელშიც გავრცელებულია, თუმცა მასთან ახლომდებარე. ამიტომ მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილას ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქვს და ასევე, სხვა რესპირატორულ ...

Read More »

თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება ...

Read More »

იგეგმება თუ არა ძაღლის ყეფაზე 50-ლარიანი ჯარიმის დაწესება? – რას ამბობენ პარლამენტში

ვადასტურებ, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება და 50 ლარის გადახდაც არავის მოუწევს ძაღლის ყეფაზე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯობია ჯერ საზოგადოება გაერკვეს, რომ მსგავსი არაფერი არ იგეგმება. „საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ სანამ ძალიან სერიოზულ დისკუსიაში შევლენ იმის შესახებ, ძაღლის ყეფაზე ვაწესებთ, თუ არა 50 ლარს, ჯობს ჯერ გაერკვნენ, იმიტომ, რომ 1 კვირის დისკუსიის მერე როცა ხვდები, ...

Read More »