Home » 2020 » January » 28

Daily Archives: January 28, 2020

“რატომ გაჩნდა კორონავირუსი ჩინეთში?”

რატომ გაჩნდა კორონავირუსი ჩინეთში? – ამ კითხვით იწყებს ვრცელ პოსტს ‘finex 1970″-ის ანალიტიკოსი ნიკოლოზ შენგელია, რომელიც საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. “კორონა ვირუსმა ნავთობის ფასის დაცემის პარალელურად ,(რაც 25 იანვრის პროგნოზით ვივარაუდეთ) ასევე ფინანსურ ბაზრების დაცემაც გამოიწვია . შანხაი კომპოზიტის ინდექსი დაეცა -2,75% ითიაპონური ნიკეის ინდექსი -2%ითსტანდარტ ფურის ინდექსი -1,5% ით ასევე დაეცა რუსეთის ბირჟის ინდექსებიცნავთობი დაეცა -2% ით სპილენძის ფასი ...

Read More »

ISIS-ის და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე მასალებს სტრატეგიულ პარტნიორებს გავუგზავნი – სოსო გოგაშვილი

“ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ isis ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს “მთავარი” ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და ტერორისტების მიერ მოკლულ სპეცრაზმელს იხსენებს:  “ვანო, გილოცავ!!! იცოდე, შენს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ოჯახის გადასარჩენად ...

Read More »

4 ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონის ბრენდი საქართველოში

საქართველოში მობილური აბონენტების 36% უპირატესობას „სამსუნგის“ ტელეფონს ანიჭებს. ამასთან, ბოლო მონაცემებით, საქართველოში Samsung-ის მომხმარებელთა რიცხვი 3%-ით, ხოლო Apple-ის 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. კომისია საქართველოში მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული 4 ბრენდის სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია „სამსუნგის“ მობილური ტელეფონები. მე-2 ადგილზეა – Apple, რომლის აპარატებსაც მობილური აბონენტების – 14% ფლობს; მას მოსდევს ...

Read More »

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსისგან სრულად განკურნების ვადები და შემთხვევები დაასახელა

ახალი ტიპის კორონავირუსის მსუბუქი ფორმა დაახლოებით ერთ კვირაში იკურნება, ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევებში სრული განკურნებისთვის დაახლოებით ორი კვირაა საჭირო. აქედან გამომდინარე კი, გამოჯანმრთელებული და კლინიკებიდან გაწერილი ადამიანების რიცხვი უახლოეს დღეებში თანდათან გაიზრდება – ამის შესახებ სამშაბათს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრმა ლი სილვანმა განაცხადა. „ამ დროისთვის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან. შედარებით მძიმე ...

Read More »

შსს – ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს. თბილისში ველოსიპედის მოპარვის შესახებ ინფორმაცია 25 იანვარს გავრცელდა. როგორც მოგზაური ამბობდა, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და ორი ჩანთა. როგორც უწყებაში ამბობენ, ველოსიპედი ცოტნე დადიანი ქუჩაზე იპოვეს. “არ მეგონა თუ ეს მოხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ველოსიპედი დამიბრუნეს. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა”, — ამბობს როუან კემპბელი. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის ...

Read More »

მე ის ვარ, რომელიც დედას გიტირებთ, სიმართლეს დავადგენ – მაჩალიკაშვილი “ოცნებას”

“მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ სათითაოდ დედას გიტირებთ”, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი “ტვ პირველთან” საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობასთან დაკავშირებით აცხადებს. “მივმართავ “ქართულ ოცნებას”, მე ისეთი ადამიანი არ ვარ, როგორც თქვენ ხართ ტყუილების ქსელში გაჩენილი და გაზრდილები, უღირსო ნაძირლებო. მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ სათითაოდ დედას ...

Read More »

„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხული საკითხია სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების დაცვა“

„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი ...

Read More »

ლილოს დასახლებაში საცურაო აუზი შენდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი ლილოს დასახლებაში ივნისში დასრულდება. „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ სამუშაოებს აუცილებლად შევასრულებდით. თქვენ ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, 28 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 206 870 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.100 პროცენტით, მაქსიმალური 9.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.179 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.125 ...

Read More »

2019 წელს 112-ში შესული ზარების საერთო რაოდენობიდან 46% არამიზნობრივი იყო

2019 წელს სულ მივიღეთ 4 551 000-მდე ზარი. ამ საერთო ციფრიდან მიზნობრივი ზარი იყო 54%, ხოლო 46% იყო არამიზნობრივი ზარი, – ამის შესახებ ერთობლივი ოპერაციების ცენტის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ცენტრის 2019 წლის აქტივობები იყო წარმოდგენილი. გიორგი არსოშვილის განმარტებით, 2019 წელს გაერთიანდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 112, რომლის ბაზაზე ...

Read More »