Home » 2020 » January » 27

Daily Archives: January 27, 2020

არაბული კომპანია შაორის ტბის ტერიტორიაზე $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

არაბული კომპანია ISRAIL AHMADOV INVESTMENT LLC რაჭაში, შაორის ტბის ტერიტორიაზე დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. როგორც კომპანიაში “ბიზნესკონტაქტს” განუცხადეს, ადგილზე მინიმუმ 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელშიც აღნიშნული კომპანიის გარდა ევროპული და სხვა არაბული კომპანიებიც იქნებიან ჩართული. კომპანიამ პროექტი უკვე წარუდგინა ადგილობრივ და აღმასრულებელ ხელისუფლებას და მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შაორის ტბის ტერიტორიაზე გეოლოგიური და ეკოლოგიური ...

Read More »

თიბისიმ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა. განახლებული მობაილბანკი უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს. რედიზაინის შედეგად შეიცვალა: ·         აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი; ·         აპლიკაციის მთავარი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო სადა გახდა; ·         დაემატა მუქი დიზაინის ვერსია; ·         დაიხვეწა „ხმოვანი ასისტენტის“ ფუნქციონალი და ვიზუალური მხარე; ·         ...

Read More »

ქობულეთში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება

ქობულეთში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2020 წლის ტურისტულ სეზონს ქალაქი განახლებული, მოწესერიგებული და კეთილმოწყობილი ბულვარით შეხვდება. 850 მეტრიანი მონაკვეთი ნაწილი უკვე დასრულებულია. ეწყობა ახალი სასეირნო, მოსასვენებელი, გასართობი კუთხეები. სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. პროექტით შენარჩუნდა მრავალწლოვანი ნარგავები. განახლებული სანაპირო ზოლი უფრო მეტ მწვანე სივრცეს და ჯანსაღ გარემოს გულისხმობს.

Read More »

“გოცირიძე” თბილისში ეტლით მოსარგებლეებისთვის პირველი ადაპტირებული მეტროსადგური იქნება

გოცირიძე თბილისში ეტლით მოსარგებლეებისთვის პირველი ადაპტირებული მეტროსადგური იქნება. მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და შშმ პირებისთვის ადაპტირებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. ეტლით მოსარგებლეებისთვის შესაბამისი ლიფტის ფოტოები ასახულია ე.წ. რენდერზე და ადასტურებენ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურშიც. ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია იმის მიუხედავად, რომ მოქმედი და წინა ხელისუფლების პირობებში თბილისის არაერთი მეტროსადგური გარემონტდა, თუმცა ეტლით მოსარგებლეების ინტერესები არცერთ შემთხვევაში არ გაუთვალისწინებიათ. მილიონები იხარჯება მეტროს ...

Read More »

კორონავირუსმა ბარელი ნავთობის ფასი გააიაფა

Brent-ის ტიპის ნავთობზე, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, ბარელზე ფასი $60 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ვარდნის ტენდენციას ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.  დღეს დილას გამართული ვაჭრობისას Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 3,41%-ით შემცირდა და ბარელზე $ 58,62 გაუტოლდა. WTI ტიპის ნავთობი კი 2,29%-ით გაიაფდა და ფასმა $ 52,95 შეადგინა.  ინვესტორები შიშობენ, რომ ახალი ვირუსის სწრაფი გავრცელება ნეგატიურად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე.  imedinews.ge

Read More »

რამზან კადიროვის გამოსახულებით ფოტოკოლაჟის დამზადებისა და გავრცელების გამო, ჩეჩნეთში 25 ადამიანი დააკავეს

ჩეჩნეთში რამზან კადიროვის გამოსახულებით ფოტოკოლაჟის დამზადებისა და გავრცელების გამო, 25 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „კავკაზ.რეალიი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებულ ფოტოკოლაჟში ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მართლმადიდებელი ღვთისმსახურის სამოსი აცვია. მედიასაშუალების ცნობით, დაკავებები 24 იანვარს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში განხორციელდა. ამასთან, დაკავებულებს შორის სკოლის ასაკის მოზარდები არიან, ასევე ერთ-ერთი პირი 62 წლის მამაკაცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები ნაცემები არიან. 1tv.ge

Read More »

ეკატერინე ტიკარაძე – ექთნებისთვის არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება

ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520-ე დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ...

Read More »

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ შემთხვევაშიც, შედეგი პროდუქტიულობის ზრდა იყო. 4-დღიანი სამუშაო გრაფიკი ქართულმა კომპანიებმაც შემოიღეს. დღეის მონაცემებით ქვეყანაში უკვე 4-დღიან სამუშაო კვირაზე სამი კომპანია გადავიდა. ...

Read More »

აშშ-მა დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 4.5 მლნ დოლარით დააფინანსა

შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოში, მარო მაყაშვილის სახელობის დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 4.5 მლნ დოლარით დააფინანსა. სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მთავრობის მეთაურის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით. “დღეს აღვნიშნავთ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, რაც ძალზედ სიმბოლურია. ასევე სიმბოლურია, რომ ამ ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ...

Read More »

ბრიტანელ ტურისტს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, საჩუქრები გადაეცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს როან კემბელს შეხვდა. თბილისში ველოსიპედთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას სასტუმრო „Best Western Gudauri“-ის, „ფაბრიკას,“„ციტრუსის“ და ველო-კომპანია Bikes.ge-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასტუმროებისა და ველო-კომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს უცხოელ მოგზაურს სხვადასხვა საჩუქარი გადასცენ და ამ ჟესტით ქართული სტუმართ-მასპინძლობა გამოხატონ. როან კემბელს ველო-კომპანია Bikes.ge-მ ...

Read More »