Home » 2020 » January » 25

Daily Archives: January 25, 2020

კორონავირუსი ღამურებს უკავშირდება- მედია ჩინურ რესტორანში გადაღებულ კადრებს ავრცელებს

კადრები, რომელზეც აღბეჭდილია ჩინელი ქალი, რომელიც მოდურ რესტორანში მთლიან ღამურას მიირთმევს, სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო. ამავდროულად ქვეყანას ახალი კორონავირუსი უტევს, რომელსაც სწორედ მფრინავ ძუძუმწოვრებს უკავშირებენ.  ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. ასევე ვრცელდება ვიდეო, რომელიც საკვებ ტრენდებს ეძღვნება, კანტონის დიალექტზე მოსაუბრე ადამიანები ღამურის წვნიანს ამზადებენ.  კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ცენტრალური ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, 25 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ინფიცირებულია 800.  ქალაქში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ...

Read More »

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადეს. როგორც გიორგი ჩერქეზიამ აღნიშნა, აზარტული თამაშების კომპანია აცხადებს, რომ შეთანხმებულ თამაშებს ჰქონდა ადგილი. ადვოკატის თქმით, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უფლებადამცველების თქმით, მოგებული თანხების ოდენობა 15 000-დან 40 000-მდეა. “დღევანდელი საკითხი ...

Read More »

ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს – ტრამპი „სიცოცხლის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას

„მე თქვენთვის ვიბრძვი და ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „სიცოცხლის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სამწუხაროდ, მემარცხენეები აქტიურად მუშაობენ ღვთისგან დაცული უფლებების წასართმევად. რწმენაზე დაფუძნებული ქველმოქმედებების გასაუქმებლად, კრძალავენ რელიგიური მორწმუნეების მოედნებზე შეკრებას და აჩუმებენ ამერიკელებს, რომელთაც სწამთ ცხოვრების სიწმინდის. ისინი მე მაკრიტიკებენ, რადგან მე თქვენთვის ვიბრძვი და ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. „პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას სჭირდება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. ჩვენ ამას მხარს აუცილებლად დავუჭერთ. ასევე, გვაქვს სხვა იდეები, რომლებსაც გაგაცნობთ, რათა ქუთაისს დაუბრუნდეს ძალიან სერიოზული ფუნქცია – ფინანსური, ლოჯისტიკური და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია,“- განაცხადა ხაზარაძემ.

Read More »

ბოდიში, მაგრამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია – ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინისტრებს მოუწოდა, თავისი საქმე აკეთონ და დაიცვან სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები. მან ეს განცხადება მოგლიევის რეგიონის შკლოვსკის რაიონში საწარმოების შემოწმების დროს გააკეთა. ამასთან, ლუკაშენკომ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. „ბოდიში, მაგრამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია-მიმიფურთხებია ყველანაირი კავშირისთვის და ყველაფრისთვის. მან ეს იცის. ჩვენ კიდევ ვკანკალებთ, გვეშინია, რომ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. გვეყოფა გვერდზე ყურება და ...

Read More »

როგორ გამოიყურება აბასთუმანში რეაბილიტირებული შენობები

18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში ჯერ არ დასრულებულა. დაბაში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფს რეაბილიტირებულ შენობებში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დახვდა. შენობების ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ, ნაწილში კი მუშები სამუშაოებს კვლავ ასრულებენ. დაბაში არსებული სარეაბილიტაციო სახლების ძველი ფოტოები 2018 წლის აპრილშია გადაღებული, ახალი კი, 2020 წლის იანვარში. რამდენიმე დღის წინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ აბასთუმანში ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ...

Read More »

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია “თიბისი ბანკის ჯგუფმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ცვლილება უკვე აისახა მეწარმეთა რეესტრშიც. ამასთან, ჭყონია წასვლის გამო, ბანკის დირექტორთა საბჭოში გარკვეული ცვლილებებია. კერძოდ: „ნინო მასურაშვილი – აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რომელიც მანამდე ბანკის საცალო საბანკო განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი, დაინიშნა ახალი რისკის უფროსად; თორნიკე გოგიჩაიშვილი – აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ბანკის ...

Read More »

ხაზარაძე – უნდა დავასრულოთ საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც თბილისი წყვეტს ქუთაისმა როგორ იცხოვროს

ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი. უნდა დავასრულოთ ის საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც თბილისი წყვეტს ქუთაისმა როგორ იცხოვროს. თბილისის თავკომბალობა უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისის რეგიონული ოფისის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისი მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად უნდა იქცეს. ხაზარაძის განცხადებით, მის გუნდს შეუძლია, სამუშაო ადგილების პრობლემა გადაჭრას და ემიგრაციაში წასული ქუთაისის მოსახლეობა სამშობლოში დააბრუნოს. ...

Read More »

სამედიცინო ბიზნესი ბიუჯეტის ხარჯზე – როგორ მდიდრდებიან კონკრეტული ბიზნეს ჯგუფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

საყოველთაო ჯანდაცვა წარმოადგენს პროექტს, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას მიიღოს სამედიცინო სერვისი. იმის მიუხედავად როგორია მისი ცხოვრების დონე, თუ შემოსავალი. შესაბამისად, ჯანდაცვის წილიც მთლიან ბიუჯეტში საკმაოდ მაღალია და ის თითქმის, საერთო ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. მაგალითად, მიმდინარე წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 4.347 მილიარდი ლარია, მაშინ როდესაც გასული წლის ბიუჯეტი 3.968 მილიარდს არ აღემატებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ 2 წლის სტატისტიკა არ არის, თუ ...

Read More »