Home » 2020 » January » 24

Daily Archives: January 24, 2020

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის, თემაზე: „შრომითი დავები არბიტრაჟში“, მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის მრგვალი მაგიდა თემაზე: „შრომითი დავები არბიტრაჟში“ გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისათვის ასევე მოწვეულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ქეთევან მესხიშვილი და ანა გოგიშვილი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) და პროფესიული წრეების წარმომადგენლები. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს შრომითი დავების არბიტრაჟუნარიანობის, საარბიტრაჟო პროცესის და არბიტრაჟის გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების თავისებურებები. როგორც შეხვედრის შეჯამებისას ...

Read More »

„ლიბერთი” გენდირექტორის მოადგილე – დანაშაულის შედეგად, რის გამოც რამდენიმე პირი დააკავეს, მომხმარებლები არ დაზარალებულან, ბანკის ზარალი კი, 70 ათასის ფარგლებშია

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, რომელზეც გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, „ლიბერთი ბანკის“ არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალებულა, ბანკის ზარალი კი, დაახლოებით 70 ათასი ლარის ფარგლებშია, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, მამუკა კვარაცხელიამ განაცხადა. საქმე ეხება გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრებას, რის გამოც ზუგდიდში ხუთი ადამიანი დააკავეს. მამუკა კვარაცხელიას თქმით, გარკვეული პერიოდის წინ „ლიბერთი ბანკის“ შიდა მონიტორინგისა და კონტროლის ...

Read More »

ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერ გაიზრდება, ზოგ შემთხვევაში 40-ჯერაც

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა. სულ მალე ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები ერთბაშად გამკაცრდება. ამ თვალსაზრისით, დედაქალაქთან ერთად, არანაკლებ ცუდი ვითარებაა რეგიონებში, სადაც საწარმოები ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას ბოლომდე გაურბიან. როგორც გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსმა დიმიტრი ღლონტმა განაცხადა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის, ჯარიმები 5 ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში ...

Read More »

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ, ასოციაციების მეშვეობით ბიზნესების განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკი, InnovFin პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო და საბრუნავი ...

Read More »

1-ელი თებერვლიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი მცირდება

1-ელი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 24 იანვრის საჯარო სხდომაზე გახდა ცნობილი. ცვლილება შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, იქ არსებული საფასური ნარჩუნდება.

Read More »

მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238, 665 ვიზიტორი სტუმრობდა. მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 137%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ვიზიტების რაოდენობის მხრივ ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტიც, სადაც გასულ წელს, 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით. „სასიხარულოა, ...

Read More »

ბექა დავითულიანი – ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ვიღაცამ სცემოს და მიაღწია ამ მიზანს

„ სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი, ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც წინ უძღოდა ასევე სამწუხარო ამბავი, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა მთელ უმრავლესობას იდიოტი და არაკაცი უწოდა. ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ერთმანეთს არც პიროვნული და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მივაყენოთ “ , – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. როგორც დავითულიანმა განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმრავლესობის ყველა წევრს ...

Read More »

„2014 წლიდან ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 44 პროცენტით არის გაზრდილი”

„ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი პლატფორმების არსებობა, როგორიც არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო, რომელიც, წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებულად მუშაობს ქართული და ევროპული ბიზნესის დაახლოებასა და ინტეგრაციაზე” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც „თბილისი მარიოტში” ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრთა წლიურ კრებას დაესწრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისი შეფასებით, უკვე 800-ზე მეტი ქართული ...

Read More »

პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანმა ფოთში გამართულ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დავოსიდან მიმართა. მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „დღეს მსოფლიოს საბაჟო თანამეგობრობა აღნიშნავს მებაჟის საერთაშორისო დღეს. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ წარმატებები. ახლა ვარ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაციასთან ...

Read More »

ვიმედოვნებთ, რომ ისრაელში ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე შეთანხმებას მივაღწევთ – ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნებს შორის ქართველების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ლეგალური დასაქმების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოსა და ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებში. „ახლა საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისრაელშია და ეს საკითხი ერთ-ერთია, რომელსაც ის ჩვენს ლიდერებთან განიხილავს. ორივე მხარე მუშაობს ამაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის არის უვიზო ...

Read More »