Home » 2020 » January » 22

Daily Archives: January 22, 2020

მსოფლიოში 500 მლნ ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს

მსოფლიოში ნახევარი მილიარდი ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს და სიღარიბით იტანჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევაზე დაყრდნობით The Guardians-ი ავრცელებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ბოლო წლებში მსოფლიოში სიღარიბე გაიზარდა და სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო აშკარა გახდა. მათი თქმით, სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდა გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზეზია. გაეროს ინფორმაციით, დღეისთვის 165 მილიონი ადამიანი ვერ ...

Read More »

ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები – 2014 წლის შემდეგ ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა

2019 წელს თხილის ექსპორტი 10.6%-ით გაიზარდა.  საქართველოს მთავრობის ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 67 მილიონი ამერიკული დოლარის თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ამასთან, მთავრობის ცნობით, 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ  834 მილიონ 700 ათასი დოლარი ...

Read More »

ამსტერდამის ხელისუფლება ახალგაზრდებს სესხის დავალიანებას აუნაზღაურებს

The Guardians-ის ინფორმაციით, ამსტერდამის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ისინი ახალგაზრდებს საბანკო დავალიანების დაფარვაში დაეხმარებიან, რათა მათ განათლების მისაღებად საკმარისი დრო დარჩეთ. როგორც Guardians-ი წერს, ბოლო დროს ჰოლანდიელ სტუდენტებს შორის სესხის აღების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ისინი ხშირად არიან გამოუვალ და კრიზისულ სიტუაციაში. პროგრამის მიხედვით, ისინი ახალგაზრდებს დავალიანებას სრულად აუნაზღაურებენ და სტიმულისთვის 750 ევროს გადასცემენ. ამის შემდეგ სტუდენტებს ძველი კრედიტის ოდენობის თანხის ...

Read More »

სპარის კონსულტანტი, რომელიც მომხმარებელმა დაჭრა, გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული კონსულტანტი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მათე ჯომიდავა 30 დეკემბრიდან ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. შემთხვევა სწორედ 30 დეკემბერს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა. შსს-ის ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ახალგაზრდას გარდაცვალების შემდეგ მუხლი ...

Read More »

„კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მოტივატორი ქვეყანაში ბიზნესის გაფართოებისთვის, ვაგრძელებთ კაპიტალდაბანდებას საქართველოში

„კოკა-კოლა“ დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკული კომპანია „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველოში კომპანიის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ღონისძიებაზე ოფიციალურად მიიწვია. აღინიშნა, რომ კომპანიის მიერ საქართველოში წარმოების გაფართოება ქმნის მეტი დასაქმების შესაძლებლობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ...

Read More »

საწვავის ფასი საშუალოდ 2-5 თეთრით შემცირდება – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

2019 წლის დეკემბერს ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, დეკემბერში ნავთობის ფასი გაიზარდა 62 დოლარიდან 68 დოლარამდე/ბარელზე. თუმცა იმის გამო, რომ აშშ-ირანს შორის არ დაიწყო საომარი მოქმედებები, ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო და დღეისათვის შეადგენს 64,5 დოლარს/ბარელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასზე გავლენას ...

Read More »

ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £2 მილიარდამდეა

ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 1,987 მლრდ ფუნტია. საქართველოს ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია 777,369 მლნ ფუნტია, თიბისი ბანკის ჯგუფი 700,480 მლნ ფუნტი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის – 168,553 მლნ ფუნტი, Georgia Capital-ის – 341,041 მლნ ფუნტი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 12.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 2.6%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა კი 111.5 ათას აქციას ...

Read More »

საბერძნეთს ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

საბერძნეთის პარლამენტმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქვეყნის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ გახდა, რომელიც ადრე სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი იყო. 63 წლის საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი. საბერძნეთის პრეზიდენტს ცერემონიალური როლი აკისრია, მას ხუთი წლის ვადით ირჩევენ. კატერინა საკელაროპულუ მოვალეობის შესრულებას 13 მარტიდან დაიწყებს.

Read More »

წინასწარი ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა

გარემოს დაცვისა და სოფლის მერუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნარინჯისფერი რთველი დასრულდა. უწყების განცხადებით, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. „ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ...

Read More »

EXCLUSIVE 20 – აქსისის განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება, მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერვიული ფართი უპრეცენდენტო – 20%-იანი ფასდაკლებით, აქსისის გამორჩეულ და მრავალფეროვან პროექტებში თბილისის ცენტრალურ უბნებში. მომხარებელს შეუძლია შეიძინოს საცხოვრებელი თუ საოფისე ფართები, დედაქალაქის ცენტრში, 20% ფასდაკლებით აქსისის გამორჩეულ პროექტებში: ჭავჭავაძის #49, საირმის #51, „აქსისი იპოდრომზე“, „აქსის პალასი საბურთალოზე“ და „აქსისი წინამძღვრიშვილზე“.  „აქსისის“  პროექტები გამოირჩევა როგორც არქიტექტურით, ასევე თანამედროვე დიზაინითა და ...

Read More »