Home » 2020 » January » 21

Daily Archives: January 21, 2020

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ონლაინ გახდა შესაძლებელი

ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები დაემატა.  პორტალზე www.my.gov.ge  მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უწყება  ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და ...

Read More »

ნათია თურნავა – მივესალმებით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარ დგას. მისი თქმით, ამ ფონზე მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. „ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება. იმავე წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ...

Read More »

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის

საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტებს, იურგნ რიტგერინქსა და ალან პილოუს საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. გიორგი გახარიას შეფასებით, EBRD ...

Read More »

ეროვნული ბანკი – დერივატივების კანონის მიღებით ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. საქართველოს ფინანსური ბაზრები, რომელიც საკმაოდ სწრაფად და წარმატებით ვითარდება, უკვე მზადაა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებისათვის. ...

Read More »

ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება – კახა კალაძე

„ანას ბაღს”, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება „ანას ბაღთან” მცხოვრები ადგილობრივების განცხადებაზე, რომ მათი საწინააღმდეგო კონტრაქცია იგეგმება ბინათმფლობელების მხრიდან, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია არაფერ შუაშია არც აქციებთან, არ კონტრაქციებთან და არც მშენებლობებთან. ...

Read More »

როგორ იღებება პური საქართველოში

საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა, წისქვილკომბინატების უმრავლესობა მსგავსი ტიპის ფქვილს ან საერთოდ არ აწარმოებს ...

Read More »

თემურ ბასილია – კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა

„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა სფეროს.  როგორც ბასილია აცხადებს, აღნიშნული საკითხით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, რადგან საკრედიტო/სადებეტო ბარათები მარეგულირებლის  კომპეტენციაა.ამასთან, ფულის გათეთრების ...

Read More »

თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს

ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს მოდერნიზება, მოწესრიგება და არსებული ვაგონების განახლება. უახლოეს მომავალში ვაპირებთ გამოვაცხადოთ ტენდერი და შევიძინოთ ახალი 40 ვაგონი დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა დაპირება შეასრულონ. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად ეს მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ჩვენ ...

Read More »

Volvo Cars 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დანერგავს

Volvo Cars და კავშირგაბმულობის წამყვანი პროვაიდერი China Unicom ერთობლივად იმუშავებენ ჩინეთში შემდეგი თაობის – 5G მობილური ქსელის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ავტომობილებში, რათა გააუმჯობესონ ჩინეთის ინფრასტრუქტურა. კომპანიები შეთანხმდნენ 5G-ს და ავტომობილის ყოვლისმომცველი ინოვაციური ტექნოლოგიის V2X-ის კვლევის, შემუშავების და მისი ავტოწარმოებაში გამოყენების შესახებ. მობილური ქსელის ტექნოლოგიის მეხუთე თაობა 5G ბევრად სწრაფია, გააჩნია მონაცემთა უფრო მაღალი მოცულობა და გვთავაზობს რეაგირების გაცილებით ნაკლებ დროს, ...

Read More »

„სამშენებლო პროცესების უსაფრთხოება არამარტო სამშენებლო მასალებისგან, არამედ, სამშენებლო პროცესისგანაც მომდინარეობს“

„სათამაშოების შემოწმებების საფუძველზე შემცირდება ის პოტენციური საფრთხეები, რაც მათგან მოდის“ 2019 წლის 15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა შემდეგი სახის სამშენებლო პროდუქციაზე: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები. აღნიშნული რეგლამენტი ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. აღნიშნული პროდუქციის ზედამხედველობა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. რა სახის დარღვევები ...

Read More »