Home » 2020 » January » 20

Daily Archives: January 20, 2020

2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის შედეგები შეაჯამა და მაჩვენებლები გაასაჯაროვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით ცხრა პროცენტით გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რკინიგზის ტვირთბრუნვა პირველად გახდა მზარდი. 2012 წელს ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 20.1 მლნ ტონა იყო. სწორედ 2012 წლის შემდეგ რკინიგზის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მცირდებოდა და 2018 წელს 10 მლნ ტონა შეადგინა. 2019 წლის მაჩვენებელი კი ...

Read More »

„ვითიბი ბანკი“ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

„ვითიბი ბანკი“, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას ულოცავს! #ქართულიწყალბურთისN1ქომაგი. „ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გადავიდა. თუმცა მთავარი მატჩი წინ არის: პლეი ოფში, რაც იგივე მერვედფინალია, საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, ხოლო წაგების ...

Read More »

მიქაბაძე: ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89%-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე – ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე ...

Read More »

Fitch-მა „თიბისი“ ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings–მა „თიბისი“ ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-” მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით. თიბისის პრეს სამსახურის განცხადებით, Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათაქვამია, რომ „თიბისი“ ლიზინგი ოპერირებს საქართველოში, სადაც იგი წარმოადგენს ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას. „თიბისი“ ლიზინგი უზრუნველყოფს დაფინანსებას კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესისთვის, მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის. „თიბისი“ ლიზინგს აქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა თიბისი ბანკთან, როგორც ...

Read More »

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტატისტიკაში ავტომობილები არ ფიგურირებს, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი მსუბუქი ავტომობილები მთლიანად რეექსპორტს (საზღვარგარეთიდან შემოტანილ და შემდეგ ექსპორტზე გატანილ პროდუქტს) წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ...

Read More »

წაგებული საქართველო

აზარტული თამაშები  საქართველოს მძიმე სენად იქცა. პრობლემამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ მისით უკვე არა მხოლოდ ერთეული ადამიანები ზარალდებიან, არამედ მთელი საზოგადოება და ქვეყნის ეკონომიკაც აზარტული მეტასტაზებითაა გარშემორტყმული.  დაუძლეველ სიღარიბეში ჩაფლული ქვეყანა და მისი მოსახლეობა ბოლო კაპიკებს თამაშში აგებს და ის ფული რაც ქვეყნის ეკონომიკაში უნდა მოძრაობდეს, რეალურად სათამაშო ბიზნესის მფლობელების ჯიბეებში მიედინება. უკვე არაერთმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით და ...

Read More »

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული ხორბლის ექსპორტიც. მზარდი ექსპორტის პარალელურად, რუსეთმა საკუთარ ...

Read More »

მსოფლიოს 2153 უმდიდრესი ადამიანის ქონების ღირებულებამ 4,6 მილიარდი უღარიბესი მოქალაქის ქონების ოდენობას გადააჭარბა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მონაცემებით, 2019 წელს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 2153 ადამიანის ქონების ღირებულებამ, ყველაზე ღარიბი 4,6 მილიარდი მოქალაქის ქონების ოდენობას გადააჭარბა. „ოქსფამი“ ყოველწლიურ ანგარიშს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე აქვეყნებს. წელს ორგანიზაციამ განსაკუთრებული ყურადღება ქალების შრომას დაუთმო. კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ქალები ყოველდღე 12,5 მილიარდ საათს ანაზღაურების გარეშე მუშაობენ და მსოფლიო ეკონომიკაში მათი წვლილი 10,8 ტრილიონი დოლარია, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის წვლილს ...

Read More »

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ...

Read More »

მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო

განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და განმარტა, რომ უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. „განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოწინააღმდეგე არ შემხვედრია, ასეთი საერთოდ არ მეგულება. შეთანხმება არის, რომ ეს იყო შეცდომა და უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის ...

Read More »