Home » 2020 » January » 18

Daily Archives: January 18, 2020

რუსული ავიასანქციების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებიდან საჰაერო მიმოსვლა იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. 2018 წელთან შედარებით მგზვართნაკადი 3.5%-ით,ხოლო 2017 წელთან შედარებით -27.63%-ით არის გაზრდილი. მატებაა შიდა აეროპორტებშიც. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში  ჯამში 24 447  რეისი განხორციელდა. როგორია გასული წლის შედეგები და რა გეგმები აქვს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმდინარე წელს? -აღნიშნულ თემებზე პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში სამოქალაქო ...

Read More »

სადაზღვევო სექტორი გადაუჭრელი გამოწვევების წინაშეა – სავალდებულო დაზღვევის კანონი პარლამენტში “გაიჭედა”

საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი სადაზღვევო კულტურა გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს სავალდებულო დაზღვევები. “ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის ...

Read More »

თამარ ჟვანიამ 2013-2019 წლებში 800 ათასი ლარი აიღო, აქედან 300 ათასი პრემია-დანამატებია

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2013-2019 შრომის ანაზღაურების სახით 798 602 ათასი ლარი მიიღო. ამ თანხიდან 299 ათასი ლარი პრემია-დანამატის სახით იყო აღებული. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, გასული 63 თვიდან, მხოლოდ 16 იყო ისეთი, როდესაც ჟვანიას პრემია ან დანამატი არ აუღია. გასული ექვსი წლის მანძილზე ჟვანია თვეში საშუალოდ 12 767 ლარს იღებდა. მისი ანაზღაურება განსაკუთრებით მკვეთრად თანამდობობაზე ...

Read More »

ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში

ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, “ოცნების” მთავრობაში საკადრო ცვლილები იგეგმება. გვარამიას ინფორმაციით, პრემიერად, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება, ხოლო იუსტიციის მინისტრის პოსტზე ტეა წულუკიანს, კახი კახიშვილი შეცვლის. “მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში საგარეო საქმეები – მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ – ყოფილი პრემიერი. გახარია ...

Read More »

მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „სატრანსპორტო რეფორმის შემდეგი ეტაპი იწყება!!! ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია. რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, ...

Read More »

ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო უწყება” გაკვირვებას გამოხატავს „პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციით“

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის გაკვირვება, რომელიც აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენი მხრივ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას, რაც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლაციის პრობლემების, რეგიონული უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და სხვა საკითხების განხილვას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰუმანიტარულ თანაშრომლობასთან. ამავე დროს გასაკუთრებით აღვნიშნავთ, ...

Read More »

სერგეი შამბა – საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა

პარტია „ედინაია აბხაზიას“ ლიდერის სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად, საჭიროა მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. „საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის აღნიშნული, რომ პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად, აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დადება და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა, როდესაც აფხაზეთს უწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიას და ყველაფრის ისე წარმოჩენა სურთ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთისგან არის ნაკარნახევი. ჩვენ ...

Read More »