Home » 2020 » January » 14

Daily Archives: January 14, 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება დაიწყო

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილესთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძესთან ერთად პირადად გაეცნო ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი დააგემოვნა. 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება. თავდაცვის მინისტრის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების ...

Read More »

ეკატერინე მიქაბაძე – 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, წინა თვეების მსგავსად, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ექსპორტი წლიურად 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 390.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა „საქსტატის“ წინასწარი მონაცემით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად ...

Read More »

სოფლის მცხოვრები, რომელსაც მოსავალი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს და არა კომერციული მიზნით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება

2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ...

Read More »

ჩინური დრაკონი – ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

ჩინეთის ეკონომიკური მოდელი პრინციპულად განსხვავდება დასავლური ეკონომიკური მოდელებისაგან იმით, რომ კერძო საკუთრების შეზღუდულ ფორმაზე დგას. მართალია, ჩინური ეკონომიკური მოდელი ერთის მხრივ არის სოციალისტური ეკონომიკა, შეზღუდული კერძო საკუთრებით, რომელიც ხუთწლედის გეგმის საფუძველზე ვითარდება, მაგრამ იგი პრინციპულად განსხვავდება საბჭოური ან თუნდაც შვედური მოდელისაგან. ეკონომიკური რეფორმების კონცეფტუალური ქვაკუთხედი არის კონფუციანიზმი, რაზეც იგება რეფორმირების არქიტექტურა და რომლის მიხედვითაც „ადამიანი არის ყოველივეს საფუძველი“, ხოლო მიზანი ...

Read More »

რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ავტომობილების ფლობაზე?

მანქანების ფლობაზე შესაძლოა შეზღუდვა დაწესდეს. კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს, ჯერ კიდევ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც ყურადღებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამახვილებს, ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის, სავარაუდოდ, მოსაკრებელი დაწესდება. ექსპრეტები ამ მოსაზრებას დიდად არ ეწინააღმდეგებიან. ახალი ინიციატივის შესახებ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამი, თუმცა მოგვიანებით დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია არასწორია და ოჯახში ავტომობილების ...

Read More »

მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე, სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს. „სამწუხაროა, რომ ...

Read More »

საწვავზე ფასების შემცირების მაგივრად კომპანიები ფასის გაზრდაზე საუბრობენ

რატომ არ შემცირდა საწვავზე ფასები ლარის გამყარების მიუხედავად ბოლო რამდენიმე თვეა საწვავის ფასი საქართველოში, თითქმის არ შეცვლილა. იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდში როგორც ადგილობრივ ეკონომიკაში, ისე გლობალურ ბაზრებზე მრავალი ცვლილება მოხდა, ეს ადგილობრივ საწვავის ბაზარზე პრაქტიკულად არ ასახულა. მეტიც ბოლო პერიოდში ირანისა და აშშ-ს დაძაბული მდგომარეობის გამო, ადგილობრივი მსხვილი იმპორტიორები საწვავის ფასის მატებაზეც ალაპარაკდნენ. ერთი შეხედვით ეს ლოგიკურიცაა, თუ ბოლო ...

Read More »

დევი ხეჩინაშვილი – შეგვიძლია, საქართველოში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შევქმნათ, როგორიც გერმანიას აქვს

საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შექმნას, როგორიც გერმანიას აქვს, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი განიხილეს, რომელიც თითქმის 15-20 წელია, ქვეყანაში განხილვის საგანია. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების ...

Read More »

„მართალია, ლარში საკრედიტო სტანდარტები გამკაცრდა, მაგრამ ჯამური სესხების ზრდა არათუ შენელდა, არამედ აჩქარდა კიდეც“

„2020 წლის ბიუჯეტი უფრო ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე ეს 2019 წელს იყო“ როგორია 2020 წლის ეკონომიკური პროგნოზები – რამდენად გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი, ტურიზმის დინამიკა, ამ და სხვა ეკონომიკის მნიშვნელოვან საკითხებზე „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა. – დეკმებრის თვეში ანგარიში გამოაქვეყნეთ, რომელსაც საკმაოდ საინტერესო სათაური ჰქონდა – „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“, ...

Read More »

„ყაზბეგისკენ მიმავალი გზის მშენებლობა პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის და ქვეყანას ვაძლევთ ტანკების კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას“

ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის დადგმულ შოუზე სასამართლოში, – ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სადაც მან ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი შეადარა ერთმანეთს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი. „ჩვენ თითქმის ყოველდღე გვიწევს სასამართლოში მოსვლა. ყოველი სასამართლოს წინ კი ...

Read More »