Home » 2020 » January » 10

Daily Archives: January 10, 2020

მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მსურს, გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გაჟღერებულ სიცრუეს. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში; საქართველოში, კერძოდ – ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები ...

Read More »

„წლის დასაწყისში აუქციონზე მოვახერხეთ დამატებით 10 ობიექტის გასხვისება, რაც 4 მილიონ 300 ათას ლარამდეა”

წლის დასაწყისში მოვახერხეთ აუქციონზე კიდევ დამატებით 10 ობიექტის გასხვისება, რაც არის 4 მილიონ 300 ათას ლარამდე შემოსული თანხა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „100 შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის შესახებ განაცხადა. მისი განმარტებით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე 40-მდე ობიექტი გასხვისდა. „ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს 100 საპრივატიზაციო ქონების აუქციონი, მასშტაბური პროექტი და მინდა მორიგი სტატისტიკური მონაცემები ...

Read More »

9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი საქართველოში – რეკორდული ციფრი ტურიზმის ინდუსტრიაში

2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით ...

Read More »

„ადგილობრივი ბიზნესმენები ისეთივე პირობებში უნდა ჩადგნენ, როგორც უცხოელი ინვესტორები – პატივისცემითა და სწორი ბიუროკრატიული გადაწყვეტილებებით“

„ბიზნესს სჭირდება წესები, რომლებიც შეხვედრების გარეშე მუშაობს და არა წესები რომლებიც შეხვედრების დროს ყალიბდება“ თემურ ჭყონია ქართველ ბიზნესმენთა იმ წრეს განეკუთვნება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს ყველაზე კარგად იცნობენ. იგი წლებია  ბიზნესშია და ხელისუფლებებისა თუ პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად საკუთარ საქმიანობას ეფექტურად აგრძელებს. როგორია მისი თვალით დანახული 2019 წელი, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესი, რამ განაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების კლება, როგორ ...

Read More »

ვასილ ხოდელი ლიბერთის გენერალურ დირექტორად ინიშნება

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს. ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდება. ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სისტემაში. ვასილ ხოდელი იკავებდა „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით. ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე იმედოვნებს, რომ ხოდელის მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ...

Read More »

„ვითიბი ბანკისა“ და Mercedes Benz-ის ერთობლივი აქციის ფარგლებში, V-Class-ის შეძენა 171 450 ლარად არის შესაძლებელი

„ვითიბი ბანკისა“ და Mercedes Benz-ის ერთობლივი აქციის ფარგლებში, V-Class-ის შეძენა 171 450 ლარად არის შესაძლებელი.  „აღნიშნული მოდელის, „ვითიბი ბანკის“ ავტო სესხით შეძენის შემთხვევაში, ყველა მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრები: Mercedes Benz -ის ავტოსამრეცხაოს 50 ცალი ტალონი, პირველი ტექ. მომსახურება, თხილამურების სამაგრი ან სახურავის საბარგული, 6 თვიან დაზღვევა, საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლება და საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მომსახურება. აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა ...

Read More »

2019 წლის ეკონომიკური პანორამა

მიმდინარე წელი ეკონომიკისთვის საკმაოდ სენსიტიური აღმოჩნდა. ქვეყანამ არაერთი ეკონომიკური შოკი გამოიარა, თუმცა ამასთან იყო რიგი პოზიტიური ცვლილებებისაც, რომელიც დადებითად აისახა ეკონომიკურ კლიმატზე. ერთად გადავავლოთ თვალი, იმ მთავარ პროცესების, რომელმაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა და დაგვამახსოვრა თავი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. საბანკო რეგულაციები ქრონოლოგიურადაც რომ გავყვეთ პროცესებს, ახალი საბანკო რეგულაციები პირველი იყო, იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენებიდან, რომელიც მიმდინარე წელს მოხდა ...

Read More »

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს – რევაზ არველაძე

მმართველი პარტიის დეპუტატი რევაზ არველაძე ითხოვს, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. “ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ეს ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. პარტიის ლიდერობა ერთია, მაგრამ ქვეყნის ლიდერობა მეორე. ლაპარაკია, რომ გუნდის წევრები ყველაფერს მას უთანხმებენ, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ხომ წარმოგიდგენიათ, შეთანხმებებში რამდენი დრო იკარგება. ბიძინა ივანიშვილი თავად არის პირველი პირი. ის ისეთ ...

Read More »

2019 წელი ლარისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა – რა გამოწვევების გადალახვა მოუწია ეროვნულ ვალუტას მიმდინარე წელს

გასული წელი ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოდგა და თუ წლის დასაწყისში ერთი დოლარის ღირებულება 2.67 ლარს არ აღემატებოდა, წლის მიწურულს ლარმა 3.0 ნიშნულს მიაღწია. მართალია დეკემბრის მეორე ნახევრიდან ლარმა პოზიციების გამყარება დაიწყო, თუმცა წლის დასაწყისში არსებულ ნიშნულამდე, მაინც ბევრი აკლია. ერთად მიმოვიხილოთ თუ რა ფაქტორებმა მოახდინა ზეგავლენა ეროვნულ ვალუტაზე და რამდენად შეიძლებოდა ამ შოკების თავიდან აცილება. სრული სურათის დასანახად, ...

Read More »