Home » 2020 » January » 09

Daily Archives: January 9, 2020

არ ვართ ბოლომდე მისული ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს დამოუკიდებელი მმართველი – რომან კაკულია

ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ საქართველოს ვერც ერთი მმართველი ვერ იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი. მისი თქმით, ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც შეიძლება დამოუკიდებელი მმართველი ჰყავდეს. “დღეს საქართველოს ვერც ერთი მმართველი ვერ იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი. აქ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ფარდობით დამოუკიდებლობაზე, ვინ შეიძლება იყოს ვისზე შედარებით დამოუკიდებელი. დავიწყოთ გამსახურდია, შევარდნაძე, ვინც გინდა ჩამოთვალეთ, ამ ...

Read More »

„არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, ევროკავშირში ექსპორტის დინამიკა დამაკმაყოფილებელ ნიშნულზეა“

2014 წლიდან, კერძოდ კი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა (DCFTA). DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგადამხელუნარიანი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს ...

Read More »

პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საჭის გადატანას ვეღარ შეძლებენ

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში 2020 წლის პირველი აპრილიდან ცვლილებები შედის. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნება მარჯვენა საჭით, მძღოლებმა უნდა შეინარჩუნონ საჭის მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა გავრცელდება იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებული საჭეგადატანილი ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივი“ რუსულ ენაზე განთავსებული გადაცემების გამო დაასანქცირა

კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის ...

Read More »

თურნავა – 2020 წელი ინტერნეტიზაციის პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა იქნება

ნათია თურნავას თქმით, დაგეგმილია მარეგულირებელ კომისიასთან ერთად პროექტის მთლიანი დიზაინის შესყიდვა, რადგან დიზაინი განსაზღვრავს სწორედ ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, განისაზღვრება წყაროებიც. „ინტერნეტიზაციის პროექტით ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ბანკი, რომლის მხარდაჭერითაც, ქვეყანაში უკვე ხორციელდება 5 წლიანი სტრატეგია. მათი მხრიდან ასევე გამოთქმულია სურვილი, რომ „ოუფენ ნეტის“ პროგრამაც დააფინანსონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია საკუთარი სახსრები, მაგრამ როდესაც დაზუსტდება ბიუჯეტი, შემდეგ განისაზღვრება, გვჭირდება თუ ...

Read More »

საქართველოს საგარეო უწყებამ ოთხი ეკონომიკური ატაშე შეარჩია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკური ატაშეების პოზიციაზე ოთხი პირი შეარჩია, რომლებიც გადამზადების შემდეგ ამ კუთხით საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნებში გაემგზავრებიან. დავით ზალკალიანის განცხადებით, შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. „საკონკურსო კომისიაში შედიოდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშუალოდ მე გახლდით კომისიაში, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამერიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, გარდა ამისა, მოწვეული გვყავდა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული გასაუბრებაში. ოთხი პირია შერჩეული, ...

Read More »

გარდამტეხი წელი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის – 2018 წელთან შედარებით, სამინისტრომ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა

მიმდინარე წელი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის. მძიმე 2018 წლის შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად ვერ ხერხდებოდა არსებული ბიუჯეტის ათვისება, 2019 წლის 11 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 667 მილიონი ლარით ანუ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა. 11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი ...

Read More »

ანდრია გვიდიანი – მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს საქართველოზე უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს – მცდარია

ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვინდიანმა კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებულ განცხადებაზე, რომელშიც მან საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა. „ამერიკულ დოლარში ორი ქვეყნის ეკონომიკის შედარება სპეკულაციების და პოპულიზმის სივრცეს ტოვებს. კერძოდ, აქ მთავარ როლს თამაშობს ვალუტის კურსი და, შესაბამისად, რომელიმე ვალუტაში ეკონომიკების შედარება ზუსტ სურათს არ იძლევა. სწორედ გაცვლითი კურსის ფაქტორის გამოსარიცხად, საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ...

Read More »

სპეციალური ფასები და უსასრულო გარანტია „თეგეტა მოტორსში“

ზამთრის სეზონი გრძელდება და ავტომობილის მოვლა-გამართვა კვლავ აქტუალურია. ავტომობილს სჭირდება ზამთრის საბურავები გზებზე უკეთესი მოჭიდებისთვის; კარგი აკუმულატორი, რათა უეცრად არ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ავტომობილი აღარ იქოქება; ზეთი, რათა ავტომობილის ძრავამ გამართულად იმუშაოს, და სამუხრუჭე ხუნდები, რომ თავიდან ავიცილოთ საფრთხე და შევამციროთ სამუხრუჭე მანძილი. „თეგეტა მოტორსი“ ზრუნავს მომხმარებელზე და სწორედ ამიტომ გთავაზობთ სპეციალურ ფასებს ზამთრისთვის აქტუალურ პროდუქტებზე – ზამთრის საბურავები და ...

Read More »

საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო

არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო. „დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით გაცილებით უფრო დატვირთულია 9 იანვრის დილის საათებში, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს”, – წერია პორტალ Flightradar24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუკაზე ჩანს, რომ თვითმფრინავები ევროპული მიმართულებით ფრენისას აქტიურად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცესაც. ახლო აღმოსავლეთში ...

Read More »