Home » 2020 » January

Monthly Archives: January 2020

„მე თბილისური ფესვები მაქვს, სოლოლაკელი ვარ…“ – ჩამოვა თუ არა ლავროვი თბილისში?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თბილისში, სოლოლაკში დაიბადა. ის წარმომავლობით სომეხია, მისი ნამდვილი გვარი კი ქალანთაროვია, – ამის შესახებ „ტელეგრაფს“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ვან ბაიბურთმა განუცხადა. ვან ბაიბურთის განცხადებით, სერგეი ლავროვი სასკოლო ასაკამდე სოლოლაკში, ჩაიკოვსკის და იაშვილის ქუჩების კუთხეში ცხოვრობდა. დეპუტატის თქმით, რუსეთის პირველი დიპლომატის ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ბაიბურთი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვი საკუთარ წარმომავლობას არ მალავს. ...

Read More »

როგორ გადადის კორონავირუსი? – ექიმ ლადო კახაძის განმარტება

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ექიმი ლადო კახაძე კორონავირუსის გადაცემის გზებზე საუბრობს: „ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა. მაგალითად, საუბრის დროს, დაცემინების ან დახველების დროს. ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შესაძლოა ჰქონდეს ვირუსი, პირბადით უნდა იაროს.  ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც პროფესიულად ვირუსის მქონე ადამიანებთან ევალებათ შეხვედრა. ექიმები, ასევე ჟურნალისტებიც, რომლებსაც უამრავ ადამიანთან უწევთ შეხება. თავშეყრის ადგილებში შესაძლებელია ...

Read More »

2019 წელს, აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა

2019 წელს, აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს,  რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა  2 002 540 შეადგინა, რაც + 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინიტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში +7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე +4.5 %, ხოლო ბათუმის პორტში +17.3 % ზრდას ითვალისწინებს. რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტები ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან ...

Read More »

ავსტრიის პრეზიდენტი შვეიცარიის პრეზიდენტს მეტროში შეხვდა

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი შვეიცარიის პრეზიდენტ, სიმონეტა სომარუგას ვენის მეტროში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები ავსტრიის პრეზიდენტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებმა ვენის მეტროში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

Read More »

რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოცემა „მედუზას” ცნობით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაინფიცირებულთა ორი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი ტიუმენის ოლქის კლინიკაში ორ პაციენტს დაუდგინეს. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია.

Read More »

„ფოთის პორტს ახალი ნავმისადგომები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქვეყნის ტვირთბრუნვას სრულად დააკმაყოფილებს“

ვფიქრობთ, ფოთის პორტში არსებულ ნავსადგურთან ერთად, ახალი ნავმისადგომები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქვეყნის ტვირთბრუნვას სრულად დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჰააფიდან „ეიპიემ ტერმინალს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. „დავოსში გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შორის ჰააგიდან. როგორც წესი, დავოსის შეხვედრები დიპლომატიური ხასიათისა და ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა ...

Read More »

2019 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას აქვს რესურსები კიდევ უფრო სწრაფი გახადოს ეკონომიკური ზრდა – გიორგი ცუცქირიძე

“2019 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას აქვს რესურსები კიდევ უფრო სწრაფი გახადოს ეკონომიკური ზრდა”, – ამის ეხმიანება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე 2019 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩავენებლის მონაცემს, რომელიც 5.2% იყო. “2019 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.2 პროცენტი შეადგინა. მოგეხსენებათ წლის დასაწყისში ...

Read More »

ეკატერინე ტიკარაძე – ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. საუბარია უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე. „ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან გახლავთ ის, რომ  თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით აფრინდა. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს ევაკუაციის შესახებ თანხმობა, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკაში ...

Read More »

ზვიად შალამბერიძე – 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობენ. “2020 წელი იმერეთში განსაკუთრებულად არის საინტერესო ბიზნესის განვითარებისთვის და ბიზნესმენებისთვის გამომდინარე იქედან, რომ ძალიან საინტერესო პროექტები ...

Read More »

გოგი თოფაძე – ირანელ ინვესტორებს არც ერთ ბიზნესს არ მივცემ

ბიზნესმენი გოგი თოფაძე თბილისში, „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას, ხოლო რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას გეგმავს და ამისთვის ინვესტორს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მინის ქარხნისთვის და სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს აქტიურად ეძებს, თუმცა ამ პროექტებით ძირითადად ირანელები ინტერესდებიან. „ჩემი ახალი ბიზნეს წამოწყებით, რომელიც რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას და თბილისში სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს, ძირითადად დაინტერესებული  უცხოელები არიან, უფრო მეტად ...

Read More »