Home » 2020

Yearly Archives: 2020

EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ჟურნალისგან, EMEA Finance სამი ჯილდო მიიღო.გამოცემამ თიბისი ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. გარდა ამისა, EMEA Finance-სგან თიბისიმ კიდევ 2 კატეგორიაში მოიპოვა აღიარება და საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა როგორც საინვესტიციო, ისე პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით. თიბისის შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი, ფინანსურმა გამოცემამ 2019 წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიად აღიარა ქვეყანაში. „ჩვენთვის დიდი პატივია EMEA ...

Read More »

SUPPORTBUSINESS.GE – პლატფორმა ბიზნესის მხარდასაჭერად

კომპანია „SavvY-ს“ ინიციატივით, Holy Motors-თან და Holar Software-თან პარტნიორობით შეიქმნა ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა – SupportBusiness.ge. პლატფორმის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ბიზნეს სექტორი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების წინაშე, ხელი შეუწყოს მათი მოგვარების გზების პროაქტიულ ძიებას და დაეხმაროს კომპანიებს სწრაფ რეაგირებაში. COVID 19-ის  ეფექტებმა მთელი ეკონომიკა მოიცვა, შეეხო ყველა ზომისა თუ სექტორის კომპანიას და მისი უარყოფითი გავლენა დღითიდღე იმატებს. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ზუსტი ...

Read More »

აშშ იტალიას $100 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარებას გაუგზავნის

აშშ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, იტალიას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარებას გაუგზავნის. „ახლახან ვესაუბრე იტალიის პრემიერ-მინისტრს. იტალიაში, დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება გავგზავნეთ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

Read More »

“გადაწყვეტილება ვალუტის პუნქტების დახურვაზე საეჭვო ღონისძიებაა – ნუ მისცემთ ბანკებს საშუალებას, იშოვონ მილიონები”

ვალუტის გამდაცვლელი პუნქტების დახურვა მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულები არიან, დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა. “საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას ...

Read More »

„ანაგი დეველოპმენტი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

„StopCov ფონდის“ ანგარიში დღეს კიდევ 300 000 ლარით გაიზარდა – სამშენებლო კომპანია „ანაგი დეველოპმენტმა“ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა. “ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ, გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ ამ უდიდეს გამოწვევას და ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“ – აცხადებენ კომპანიაში. “ანაგი დეველოპმენტი” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასევე ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, განაგრძობს ყველა ...

Read More »

ბილაინის აბონენტებს საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი  აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას. მომხმარებელთა კომფორტისთვისა და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის, ბილაინის აბონენტებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ. შედეგად, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ დაეხარჯება ინტერნეტი და საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. ბილაინის სტრატეგიის ...

Read More »

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე. “საგანგებო ...

Read More »

18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ჩერდება

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. როგორც დადგენილებაშია განმარტებული, ეს საქმიანობებია: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, ...

Read More »

„ისინი ჩვენ კატასტროფისკენ მიგვაქანებენ“ – რატომ “არ იმჩნევენ” კორონავირუსს შვედეთში

პანდემიის გავრცელებამ ევროპის კონტინენტის პარალიზება მოახდინა – შეაჩერა ეკონომიკური პროცესები და მილიონობით ადამიანები სახლებში დასვა. ევროპულმა ქვეყნებმა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მიმართეს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, კერძოდ შვედეთი, განსხვავებულად იქცევა. შვედეთს არ დაუხურავს სკოლები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები დღემდე ღიაა და რაც ნიშანდობლივია, ქვეყანას არ ჩაუკეტავს საზღვრები. სხვა სკანდინავიური ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ მწირია. ბარები ...

Read More »

ექიმები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორი სიმსუქნეა

ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა, „ენელთაიმსის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ინტენსიური თერაპიის განყოფილების სპეციალისტების ასოციაციის ხელმძღვანელი, დიდერიკ გომერსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულების 80 პროცენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, წონის პრობლემები აქვთ. როტერდამის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ლიზბეტ ვან როსუმი ამბობს, რომ სიმსუქნე რისკის შემცველია, რადგან იმუნიტეტს ასუსტებს. ამასთანავე, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიმართონ მკაცრ დიეტას ინფექციის პრევენციის ...

Read More »