Home » ფინანსები » 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული, 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

არჩევნების ჩატარების ღონისძიებები ქვეყანას 32,349,928 ლარი დაუჯდება, საიდანაც 19 მილიონ ლარზე მეტი შრომის ანაზღარურებისთვისაა გამოყოფილი, ხოლო 9 მილიონი ლარი საქონელსა და მომსახურებაზე.

არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის 1 061 000 ლარი დაიხარჯება.

მილიონი ლარია გამოყოფილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის. კერძოდ, ამ მიმართულებით 7,238,050 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება, რეკლამას, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2,111,674 ლარს შეადგენს.

Share