Home » 2019 (page 30)

Yearly Archives: 2019

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა

საქართელოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა. სებ-ი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) ...

Read More »

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. „ლელოს“ წევრები არიან: ლევან ასლანიშვილი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. საჯარო მოსამსახურე, მუშაობს თბილისის მერიაში ანი ბიბილაშვილი – არქიტექტორი კახა ჯუღელი – ინჟინერი ნინი შათირიშვილი – ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი თამაზ სეფიაშვილი – კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი ხათუნა ბერიშვილი – ლობჟანიძე – დიასახლისი ბექა ყულოშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი გიორგი მკრტიჩიანი ...

Read More »

პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება

პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება

„ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებთ, პოლიტიკური პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება და მისი ოფისი „თბილისი ცენტრალში“ იქნება. როგორც ხაზარაძემ დღეს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება. „პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, ...

Read More »

454 მილიონიანი შემოსავლის მიუხედავად, 2018 წელი “კარფურმა” 27-მილიონიანი ზარალით დაასრულა

454 მილიონიანი შემოსავლის მიუხედავად, 2018 წელი “კარფურმა” 27-მილიონიანი ზარალით დაასრულა

ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” საქართველოს ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჰიპერმარკეტების ქსელს 2018 წელს ერთი ახალი სუპერმარკეტი შეემატა, ხოლო მისი მთლიანი გაყიდვები გასულ წელს 83.8 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 454.7 მილიონ ლარს მიაღწია. ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურის” იურიდიული სახელია “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია”. კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული იურიდიული პირის შვილობილია და UAE-ს ინვესტიციას წარმოადგენს. “მაჯიდ ალ ფუტიამს” ...

Read More »

სირიიდან წამოსული აშშ-ს ჯარი ახალქალაქში გაიგზავნოს — ლუკ კოფის შეთავაზება

სირიიდან წამოსული აშშ-ს ჯარი ახალქალაქში გაიგზავნოს — ლუკ კოფის შეთავაზება

Heritage Foundation-ის მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი აშშ-ის ჯარის საქართველოში, ახალქალაქში გაგზავნის შესაძლებლობაზე საუბრობს, ამის შესახებ იგი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს. “შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი სირიას ტოვებს და ისინი შეიძლება საქართველოში გაგზავნონ, რათა “ჰორიზონტს მიღმა” ძალად იქცნენ. მათ შეეძლებათ ისლამურ სახელმწიფოს სწრაფად უპასუხონ, თუკი იგი ისევ გაძლიერდება. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც სულ რაღაც 740 კმ-ით არის დაშორებული რაქადან. ...

Read More »

უნგრეთის მინისტრი: ზოგჯერ საკუთარი გზით უნდა იარო და არ დაუჯერო IMF-ს ან ევროპის ცენტრალურ ბანკს

უნგრეთის მინისტრი: ზოგჯერ საკუთარი გზით უნდა იარო და არ დაუჯერო IMF-ს ან ევროპის ცენტრალურ ბანკს

უნგრეთის ინოვაციებისა და ტექნოლგიების მინისტრმა ლასზლო პალკოვიჩმა  ინტერვიუში 2007-2010 წლებში, უნგრეთში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ქვეყანამ საკუთარი, არატრადიციული ნაბიჯები გადადგა, რამაც გაამართლა. მისი თქმით, ეკონომისტების უმრავლესობა რჩევებს იდეოლოგიებზე დაყრდნობით გასცემს, რაც ხშირად რეალობას არ ასახავს. მინისტრის განცხადებით, ზოგჯერ საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევებს არ მიჰყვე და საკუთარი, უნიკალური გზა მოძებნო პრობლემების გადასაჭრელად. „არ არსებობს არც ერთი 100%-ით ...

Read More »

ბანკ JPMorgan-ს ნასამართლეობის მქონე ადამიანების დასაქმება სურს

ბანკ JPMorgan-ს ნასამართლეობის მქონე ადამიანების დასაქმება სურს

ამერიკულ მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ს ნასამართლეობის მქონე ადამიანების დასაქმება სურს.  უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს, თუმცა აღნიშნული  ნასამართლეობის მქონე ადამიანებზე არ ვრცელდება. როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა კვირის დასაწყისში განაცხადა, სურთ პოტენციური თანამშრომლების რიგები გააფართოვონ. მათ საწყისი დონის ვაკანტურ ადგილებზე ნასამართლეობის მქონე თანამშრომლები უკვე აიყვანეს. ბანკის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები 78-დან 87 ...

Read More »

საქართველოში ძიძების მიმართ რეგულაციები ამოქმედდება

საქართველოში ძიძების მიმართ რეგულაციები ამოქმედდება

ძიძების მხრიდან ბავშვების სასტიკი ცემის ფაქტები, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრობლემაა. უმძიმესი კადრები სხვადასხვა დროს ფარული კამერითაა გადაღებული და ყველა ვიდეოს შინაარსი მსგავსია: მოძალადე ძიძა და დაუცველი ბავშვი. გახშირებული ძალადობის შემთხვევები ძიძების საქმიანობის მკაცრად გაკონტროლების მიზეზი გახდა და სწორედ ამ მიზეზით მთავრობა ნებაყოფლობით სერტფიცირებას იწყებს. ახალ კოდექსთან დაკავშირებით გადაცემა „იმედის დილა“ დაინტერესდა და სიუჟეტი მოამზადა. რამდენიმე ხნის წინ საქართველოში შემზარავი ვიდეო გავრცელდა. ძიძა ...

Read More »

სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „დაკონსერვებული“ ქონება – პრივატიზაციის პროცესი წინ „კუს ნაბიჯებით“ მიიწევს

სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „დაკონსერვებული“ ქონება - პრივატიზაციის პროცესი წინ „კუს ნაბიჯებით“ მიიწევს

რა შედეგები აქვს საქართველოს სახელმწიფო ქონების გასხვისების კუთხით საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტების გასხვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში მათი მეტად ინტრეგრირებული ჩართვა. აღნიშნული პროცესი ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად უწყობს ხელს. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კერძო სექტორი გაცილებით უკეთ მართავს მის ხელთარსებულ რესურსებს. საქართველოში პრივატიზაციის ტემპები მაინცდამაინც მაღალი არ არის. ყველა ხელისუფლების ...

Read More »

დონალდ ტრამპი – ამერიკას აღარ სჭირდება მსოფლიო პოლიციელი იყოს

დონალდ ტრამპი - ამერიკას აღარ სჭირდება მსოფლიო პოლიციელი იყოს

ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს შუა აღმოსავლეთის „სისხლიან ქვიშას“, -ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკას აღარ სჭირდება იყოს მსოფლიო პოლიციელი. ტრამპმა სპეციალურ მიმართვაში, რომელიც თეთრი სახლიდან გააკეთა, ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცვლის ურთიერთობების კურსს ახლო აღმოსავლეთთან, სადაც ძალიან ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ”ჩვენ მივდივართ. დაე, ვინმემ სხვამ იბრძოლოს ამ სისხლით გაჟღენთილ ქვიშაზე. ჩვენი სამხედროების ...

Read More »