Home » 2019 » December » 31

Daily Archives: December 31, 2019

„თიბისიმ“ დეკემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა – „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“ გამოაქვეყნა

თიბისიმ 2019 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერში საგარეო სექტორის გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი. „ამასთან, ლარის გამყარებაში მონეტარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლარში გამკაცრებისა და უცხოურ ვალუტაში შერბილების შედეგად, ოქტომბრის მსგავსად, ნოემბერშიც სავალუტო სესხების გაცემა ლარში გაცემას ჭარბობდა. განსხვავებით 2019 წლის პირველი 9 თვისა, როდესაც სესხების ზრდა პრაქტიკულად მთლიანად ლარში იყო. ამასთან, ჯამურად დაკრედიტება არ შემცირებულა, ის ...

Read More »

ხაზარაძე – რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი

რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. „ანაკლიის პროექტს ვერ ჩაშლის ვერავინ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობისა. ის, რომ თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები, სრული სიცრუეა. რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი. ჩვენ ...

Read More »

ეკონომიკა და ახალი წელი

ეკონომიკა და ახალი წელი 2019 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.4 პროცენტი შეადგინა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის ნოემბერის ზრდის 2.2 პროცენტიან მაჩვენებელს. შესაბამისად, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო ზრდა 5.3 პროცენტს გაუტოლდა, რაც ასევე აღემატება არა თუ გასული წლის ზრდის დონეს, არამედ მიმდინარე წლის 4.6 ...

Read More »

ცვლილებები, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

2020 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ იმ სიახლეებს გთავაზობთ, რომელიც ძალაში ხვალიდან, 1-ლი იანვრიდან შევა. 1-ლი იანვრიდან თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2019 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2019 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2019“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი ...

Read More »

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 2019 წელს „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ დაჯილდოვდა

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 2019 წელს „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ დაჯილდოვდა. გაზეთის რედაქციას სპეციალური ნომინაცია ცნობილმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადასცა. „ბანკები და ფინანსები“ მადლობა უხდის ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდს პროფესიული სტანდარტის დაფასებისთვის. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ „ახალგაზრდა ადვოკატებთან“, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სარგებლოს მაღალი ნდობით, რეპუტაციითა და მიუკერძოებელი საქმიანობით. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც ...

Read More »

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წელს 9.3 მილიონს გადააჭარბა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის განხორციელებული პროექტები შეაჯამა. მიმოიხილა 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემები. 2019 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ცხრა ...

Read More »

წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო

მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა – წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო ,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამთო-სათხილამურო კურორტი ბუნებრივ აირს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. „ადიგენი-გოდერძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა რვა თვეში დასრულდა. გაზსადენის მშენებლობა საქართველოს და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარების მიზნით განხორციელდა. კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა. უწყების ცნობით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N145 ბრძანებით დამტკიცებულ „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში“. ცვლილება ძირითადად შეეხო საბროკერო კომპანიების საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნებს. კერძოდ, იმ საბროკერო კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ განახორციელონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მხოლოდ „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობები (ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის კონსულტაციების ...

Read More »

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ „საქსტატში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და 6.4% შეადგინა. მიმდინარე წლის 11 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 5.3%-ია“, -აღნიშნა თოდრაძემ. მისივე თქმით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ...

Read More »