Home » 2019 » December » 27

Daily Archives: December 27, 2019

ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას “თბილისი ენერჯის” გაზსადენი დააზიანეს

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება

„ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას “თბილისი ენერჯის” გაზსადენი დააზიანეს“, – ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზსადენი მილის დაზიანების გამო 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება: „ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს “ანაგი” სამშენებლო სამუშაოებს ასრულბდა, რა დროსაც „თბილისი ენერჯის“ 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დაზიანდა. “თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ...

Read More »

საახალწლო ამბავი – ბიჭს, რომელიც 20 ლარის გამო ექსკურსიაზე ვერ წავიდა, თემურ ჭყონია დაეხმარება

ძალიან დიდი დაინტერესება და აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში დახმარების ჯგუფი სიკეთის ქალაქის მიერ გადაღებულმა ვიდეომ, რომელიც გავავრცელეთ ამ 2 დღის წინ, კასპში მცხოვრები ალეკო ბუთხუზის შესახებ. ეს ვიდეო იყო 9 წლის ბიჭზე, რომელიც ჯართს აგროვებს და ხშირად ასე ყიდულობს პურს….ეს ოჯახი ცხოვრობს უკიდურესს სიღატაკეში,მათ აქვთ მხოლოდ სოციალური შემწეობა სახელმწიფოდან და უფასო სასადილოდან ერთი ადამიანის ულუფა დღეში…გადაღებაზე ჩასულმა გავარკვიე იმ დღეს, რომ ...

Read More »

ვითიბი ბანკის ხელშეწყობით სერვისი KoronaPay ამოქმედდა

ფულადი გზავნილის მიღება პირდაპირ ბარათზე გახდა შესაძლებელი. სერვისი KoronaPay, ეს არის ახალი მომსახურება, რომელიც გზავნილების სისტემამ „ზოლოტაია კორონა“, ვითიბი ბანკთან თანამშრომლობით დანერგა. აღნიშნული მომსახურება უზრუნველყოფს, ფულადი გზავნილის ჩარიცხვას ნებისმიერი ქართული ბანკის Visa-ს და  Mastercard-ის ბარათზე. “KoronaPay“ უფასოდ არის ხელმისაწვდომი App Store -ში და Google Play -ში და ასევე საიტზე  koronapay.com, მობილურ აპლიკაციაში აისახება ყველა გზავნილი და შესაძლებელია სასურველი გზავნილის მარტივად ...

Read More »

„Wyndham Grand Tbilisi“-ს 2019 წლის საუკეთესო მომსახურებისათვის სპეციალური ნომინაცია გადაეცა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასტუმროს „Wyndham Grand Tbilisi“-ს 2019 წლის საუკეთესო მომსახურებისთვის სპეციალური ნომინაცია გადასცა. საქართველოში მსოფლიო ბრენდის სასტუმროს ჯილდო სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის ინსტიტუციური დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის გადაეცა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ნომინაციის ინიცირებისთვის განაცხადა, ბრენდი გამოირჩევა მაღალი სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობით, ბიზნესი პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს მომსახურების სფეროში და წარმოადგენს საქართველოს ტურისტული განვითარებისთვის ...

Read More »

სავალუტო კურსის ზეგავლენა საკონვერსიო ოპერაციებზე და ინფლაციაზე, ექსტრემალურ სიტუაციებში

მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 821 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მლნ ლარით მეტია, ანუ 3.2 %-ით. ქართული ბანკების მოგება რომ ყოველწლიურად იზრდება ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, ამჯერად არ შევჩერდებით საბანკო სისტემის მომგებიანობის დეტალურ ანალიზზე და მხოლოდ რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. არასაპროცენტო შემოსავლების ნაწილში სარეკორდოდ არის გაზრდილი საკონვერსიო ოპერაციებიდან, ...

Read More »

„თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ის სასაკლაო, რომელსაც ირანი, რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში აწყობენ“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სირიის რეჟიმი და მისი მოკავშირეები იდილიბის პროვინციაში ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ. „ასე ნუ იქცევით“, – დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, სადაც რუსეთი და ირანი სირიის ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ეს „სასაკლაო“, რომელმაც 100 000 ადამიანს აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. „რუსეთი, სირია და ირანი იდლიბის პროვინციაში ათასობით უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეს ...

Read More »

“ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ტელემაუწყებლების მიერ გადასახადის არ გადახდა ერთგვარ “ტრადიციად” იქცა – “ტრადიცია” ირღვევა”

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ტელემაუწყებლების მიერ გადასახადის არ გადახდა ერთგვარ “ტრადიციად” იქცა – “ტრადიცია” ირღვევა, – ამის შესხებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის სოციალურ ქსელში წერს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფო პირველად ამბობს უარს გადასახადების არასამართლიან ჩამოწერაზე. მისივე განმარტებით, სახელმწიფო სრულად იღებს პასუხიმგებლობას, “ტრადიციის” გარანტირებულად დარღვევაზე მომავალშიც და „მიმდინარე გადასახადების გადახდას ითხოვს უპირობოდ, ბაზრის ყველა მონაწილისგან”. ლაშა ...

Read More »