Home » 2019 » December » 26

Daily Archives: December 26, 2019

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც “ჩიპი” არ ექნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მოქალაქეებმა ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ...

Read More »

ლიბერალური ფისკალური რეფორმის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და წესრიგის წარმართვაში, ჯანსაღი ბიზნეს გარემოს სტაბილიზაციასა და საჯარო ინვესტიციების აკუმულირებაში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საგადასახადო პოლიტიკას. მსოფლიოში ეკონომიკური ჩავარდნების აღსაკვეთად, აქტიურად ნერგავდნენ ფისკალური გადასახადების წახალისების რეფორმებს, რომლებიც უშუალოდ ორიენტირებული იყო შესაძლებლობების ეფექტურად ათვისებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფორმირებისკენ. გადასახადების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საგადასახადო სისტემების სტრუქტურა და ტიპი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რაც გა­მოწვეულია როგორც ისტორიული მიზეზებით, ასე­ვე ქვეყნის სამართლებრივი ...

Read More »

მომავალ წელს ექვს რეგიონში ევროპული სტანდარტის საჩოგბურთო მოედნები აშენდება

„ნიჭიერი ბავშვები საკმარისად არიან, უბრალოდ მათ მეტი მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, მათ შორის კარგი ინფრასტრუქტურა და ფული“, – განაცხადა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკა მეტრეველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში„ სტუმრობისას. მისი თქმით, ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დაგეგმილი, მათ შორის საქართველოს რეგიონებში ევროპული სტრანდარტების საჩოგბურთო მოედნების მშენებლობა. „წინსვლა საკმაოდ დიდი გვაქვს – შევთანხმდით მთავრობასთან და ექვს რეგიონში მომავალი წლიდან დაგეგმილია ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის და ბიზნესგარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს დამტკიცება საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, კანონპროექტი უკანასკნელი წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოცდილების შესაბამისად შემუშავდა. „საუბარია, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო საფუძვლის ...

Read More »

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ წლის ადამიანებს ასახელებს

ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ, ვებგვერდზე BFM.GE გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან ატარებს გამოკითხვას წლის ადამიანის გამოსავლენად. გამოკითხვაში მონაწილეობენ „ბანკები და ფინანსების“ ჟურნალისტები და ანალიტიკოსები, რესპოდენტები, გაზეთის დამფუძნებლები და სარედაქციო კოლეგიის წევრები. საახალწლო ნომერში საზოგადოება გაეცნობა წლის ადამიანების ათეულს. წელს წლის ადამიანების გამოკითხვა წელს ტარდება გაზეთის ვებ-გვერდის BFM.GE-ს მომხმარებელთა შორისაც. გთავაზობთ, ათეულის ვარიანტს, რომელიც „ბანკები და ფინანსების“ ჟურნალისტებმა შეადგინეს. თუ, ...

Read More »

„თუ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა გვინდა, ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს“

თუ გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იზრდებოდეს, ჰიდროელექტროსადგურების ე.წ. ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, „თანაინვესტირების ფონდის“ წლევანდელი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ 2019 წელი ფონდის ოთხივე ძირითადი საინვესტიციო მიმართულებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, მრეწველობა ...

Read More »

„გალერია თბილისი“, „აქსის თაუერი“, „პარაგრაფ შეკვეთილი“ – „თანაინვესტირების ფონდი“ 2020 წელს პროექტებიდან გამოსვლას დაიწყებს

„თანაინვესტირების ფონდი“ 2020 წელს პროექტებიდან გამოსვლას დაიწყებს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის „თანაინვესტირების ფონდის“ წლევანდელი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ 2019 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ფონდის ოთხივე ძირითადი საინვესტიციო მიმართულებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, მრეწველობა და ენერგეტიკა. 2020 წელს კი აქცენტი უძრავი ...

Read More »

შუახევი ჰესის პერსპექტივა და პოტენციალი – ჰესი ოპერირებისთვის ემზადება

საქართველოს ენერგოსისტემას სულ მალე 187 მეგავატიანი შუახევი ჰესი შეემატება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰესი თვეების მიხედვით გამომუშავების სტრუქტურის გათვალისწინებით, უნიკალურ ადგილს დაიკავებს ქართულ ჰიდროენერგეტიკაში. შუახევი ჰესის მკვებავი მდინარეების ჰიდროლოგია აშკარად განსხვავდება სხვა საქართველოს მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმებისაგან. მაგალითად შუახევ ჰესს მაქსიმალური გამომუშავება ექნება  აპრილის თვეში, რაც აშკარად შეამცირებს აპრილში ენერგიის იმპორტის აუცილებლობას და ასევე, საკმაოდ მაღალი გამომუშავება ექნება ჰესს დეკემბერში, რაც მნიშვნელობად ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2020 წელს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს განახორციელებს – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და კორპორაციის პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ. კორპორაციის გენერალურ დირექტორ გიორგი ბახტაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კორპორაცია ფინანსურ წელს მნიშვნელოვანი მოგებით ასრულებს. მან ასევე ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ „ჯეი ფი მორგანმა“ (J.P. Morgan) საქართველოში ძირითად ემიტენტებთან ვიზიტის ...

Read More »

თხილის, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8.3 ათასი ტონა თხილი, რაც 90 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უწყების ცნობით, წელს თხილის საექსპორტო ქვეყნებს 10 ახალი ბაზარი დაემატა. ასევე, გაიზარდა საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის გატანა. აგვისტო-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულმა ხურმამ და კარალიოკმა 7.3 ათასი ტონა შეადგინა, დაფიქსრიდა 86 პროცენტიანი ზრდა. ...

Read More »