Home » 2019 » December » 25

Daily Archives: December 25, 2019

არასტაბილური პოლიტიკური ფონი და გაუარესებული ბიზნესგარემო

არასტაბილური პოლიტიკური ფონი და გაუარესებული ბიზნესგარემო “ნუ გადმოვიტანთ კაპიტოლიუმის ბორცვზე ხელისუფლებისათვის დაუნდობელი ბრძოლის ეპიცენტრს საქართველოში, ნურც რუსული ინტერესების უნებლიე მსახურებად ვიქცევით” ჩვენ გვიკვირს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პერმანენტულად მცირდება. ამის გამომწვევ მიზეზებს არავინ ყურადღებას არ აქცევს. ხელისუფლება ზედაპირული მაჩვენებლების ფონზე, გაუმჯობესებული რეიტინგებით იწონებს თავს. ოპოზიცია საერთოდ არ ცდილობს გააანალიზოს თავისი ქმედებების დამაზიანებელი გავლენა ქვეყნის იმიჯზე. მას ვერც გაამტყუნებ – მისთვის ...

Read More »

ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა. პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.4% შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბერში სესხებისა და დეპოზიტების მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით (2.00%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.09%-ით გაიზარდა ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი – ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს

უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო წირვა ჩატარდა. „მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს ...

Read More »

თბილისში გაზის ტარიფი 0.002 თეთრით მცირდება

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით, 46.137 თეთრამდე მცირდება. ტარიფი 2020-2022 წლებში იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. მიმდინარე წელს ტარიფი კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იყო. როგორც კომისიაში აცხადებენ, ტარიფის შენარჩუნება გაზის შესყიდვის ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი.

Read More »

პარლამენტმა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებები, რომლითაც კომერციული ბანკების რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს ძირითადი საფუძვლები განისაზღვრა. ეროვნული ბანკის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს ამ პრობლემებზე ადრეული რეაგირების ...

Read More »

იანვრიდან ათეულობით ათასი მანქანა ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის

კატალიზატორი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი, უსაფრთხოების სამკუთხედი, – ამ ნივთების შეძენა დასჭირდებათ გამკაცრებული რეგლამენტით ორ კვირაში მძღოლებს. 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რომლის გამოისობითაც ავტომფლობელებს დამატებითი ხარჯის გაწევა აუცილებლად მოუწევთ. სახელმწიფოს ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისათვის, არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების უდიდესი ნაწილი დახარვეზდება. 2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი. ...

Read More »

პროდუქტების სიძვირით ამერიკას და ევროპას ვეწევით

პროდუქტების სიძვირით ამერიკას და ევროპას ვეწევით ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ფასები იმდენად გაიზარდა, რომ რიგ პროდუქტებთან მიმართებით უკვე ევროპისა და ამერიკის ფასებს დაუახლოვდა. ცხადია, ეს მძიმე სიტუაციას შექმნის მომავალშიც. მართალია, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი პროდუქტი, რომელიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შედარებით ძვირია, ვიდრე ჩვენთან, თუმცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იქ გაცილებით მაღალია, რა მხრივაც საქართველოში უდიდესი სხვაობაა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ...

Read More »

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა. „ძალიან მარტივი ვარიანტია, რომელსაც რუსეთშიც და ბელარუსშიც მიიღებენ. თქვენ შემოგვიერთდებით ბელარუსში. რა, წინააღმდეგი იქნებიან რუსები? არა. ბელარუსები, ისინი ვინც ახლა ასე გაბრაზებულები არიან? – არა“,- განაცხადა ხუმრობით ლუკაშენკომ „ეხო მასკვის“ ეთერში. „თქვენ ზოგიერთები, რომლებიც გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში, რატომ არ განიხილავთ ამ ვარიანტს?“, – დასძინა პრეზიდენტმა. იქამდე, ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვი ...

Read More »

2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, გაყიდულია 302 მილიონის სამომხმარებლო საქონელი

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთაც ჯამში 302,0 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი გაყიდეს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 45,1 ათასი მოვაჭრიდან 44,3 პროცენტი თბილისზე მოდის, ხოლო 14,2 პროცენტი – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი – ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი – კახეთის, 7,5 პროცენტი – აჭარის, 7,5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 ...

Read More »

კინოთეატრ „ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები „ჰარი პოტერით“ გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. დიდ ეკრანზე წინასაახალწლოდ განწყობის შესაქმნელად, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ პირველი 3 ნაწილი ბრუდნება. 27 დეკემბერს გაიმართება – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“ ჩვენება; 28 დეკემბერს – „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი”; 29 დეკემბერს – „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ აღნიშნული სეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე – tkt.ge ...

Read More »