Home » 2019 » December » 24

Daily Archives: December 24, 2019

ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება – ნათია თურნავა

მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროც და სხვა სამთავრობო უწყებებიც ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველა პროგრამაში იგულისხმება კონკრეტული ამოცანა, რამდენ დასაქმებულზე გავა და ეს პოლიტიკა უკვე მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. „როდესაც ...

Read More »

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით – რომის პაპი ილია II-ს წერილს უგზავნის

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის რომის პაპის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს. რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ ...

Read More »

საბჭოთა კავშირის 6 საიდუმლო ქალაქი – ის, რასაც სკოლებში არ ასწავლიდნენ

ეს ქალაქები არც ერთ რუქაზე არ იყო აღნიშნული. არც საკუთარი სახელები ჰქონდათ: უმეტეს შემთხვევაში იმ რაიონული ცენტრის სახელწოდებებს იმეორებდნენ, სადაც მდებარეობდნენ, კონკრეტული ნომრის დამატებით, მაგ: არზამასი-16, პენზა-19 ან კრასნოიარსკი-26. ესენი იყო საბჭოთა ქალაქები, ე.წ. ЗАТО – დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიუი წარმონაქმნი, ან უბრალოდ დახურული ქალაქები, რომლებმაც ამგვარი სტატუსი მათში განლაგებული საიდუმლო სამხედრო-სტრატეგიული, კოსმოსური ან ენერგეტიკული დანიშნულების ობიექტების გამო მიიღო. ზოგიერთი საიდუმლო ქალაქის ...

Read More »

რა ღირს ქართული ღვინო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის ფასი მიახლოებულია წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან და არანაირად არ ასოცირდება დაბალფასიან ღვინოებთან. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, 1 ლიტრის ღვინის საექსპორტო ფასი – საფრანგეთში – 6 ევრო და 60 ცენტია, იტალიაში – 3 ევრო და 12 ცენტი, გერმანიაში – ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დღეს, 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი. ასევე, მსვლელობიდან მოიხსნება საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე. 25 დეკემბრიდან აღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

Read More »

ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი – თურქეთმა ლტოლვილთა ახალი დიდი მასა შესაძლოა ევროპისკენ გაატაროს

თურქეთის პრეზიდენტი ისევ ევროპაში ლტოლვილების გაშვებით იმუქრება – სირიიდან კერძოდ იდლიბის პროვინციიდან თურქეთისკენ ლტოლვილების ახალი 80 ათასიანი ტალღა მიემართება, რომელსაც რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროპაში გადანაწილებას უმზადებს, ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს შესაძლოა ერდოღანმა მიგრანტების საკითხი რეალობად აქციოს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორემბა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს. „თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ...

Read More »

ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმების შესახებ „ფეისბუქის“ განცხადებას აუდიტის სამსახური სწავლობს

აუდიტის სამსახური „ფეისბუქის“ განცხადებას სწავლობს, რომელიც ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აუდიტის სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის კომპეტენცია „ფეისბუქის“ განცხადების შინაარსში. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად „ფეისბუქის“ განცხადებას ეცნობა. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი აღნიშნული განცხადების შინაარსში,“ – აცხადებენ აუდიტის სამსახურში. შეგახსენებთ, „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან ...

Read More »

გარდაბანში აშენებული ახალი თბოსადგური, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას, ამუშავდა

„გარდაბნის თბოელექტროსადგური – 2“ საცდელი გაშვებისა და კომპლექსური გასინჯვის რეჟიმში უკვე აწვდის ელექტროენერგიას საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მისი სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას 2020 წლის ზამთრის სეზონისათვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს. ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 181 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.300 პროცენტით, მაქსიმალური 9.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.418 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის ...

Read More »

აშშ-ის თავდაცვის საბიუჯეტო კანონში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა 132 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის საბიუჯეტო კანონის სრული ტექსტი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი, დღეს გასაჯაროვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს საბიუჯეტო კანონი კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით. „ამერიკის ...

Read More »