Home » 2019 » December » 23

Daily Archives: December 23, 2019

„საპარტნიორო ფონდმა“ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა, თუმცა შეცვლილი ეკონომიკის, პრიორიტეტების ფონზე განვითარება სჭირდება“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც 2011 წლიდან არსებობს, საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა. თუმცა, მისივე თქმით, შეცვლილი ეკონომიკისა და პრიორიტეტების პირობებში, „საპარტნიორო ფონდიც“, როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს. „ორ მილიარდზე მეტი ღირებულების პროექტები შეკრა პრაქტიკულად თავისი მონაწილეობით, დახმარებით და ინვესტორებთან მუშაობით. ერთ დოლარზე, რომელიც სახელმწიფომ ჩადო, დაახლოებით შვიდი დოლარი ინვესტიცია იქნა მოზიდული. ეს ...

Read More »

წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ 55.7 მილიონ ლარად იყიდება

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია – აგარაკები გამოიტანა. წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) განთავსებულია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება 55,711,500 ლარად სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ შეაფასა. საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ...

Read More »

EIB-ის მიერ ლიბერთი ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას “Credit Positive” შეფასება მიეცა

Moody’s მიერ გამოქვეყნდა ‘Credit Outlook’ ანგარიში (MCO Publications, Moodys.com) სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) მიერ ლიბერთი ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ მიეცა “Credit Positive“ შეფასება. ეს შეფასება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს: მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი პირველად დაუმტკიცდა ლიბერთი ბანკს. ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს ფინანსური ინსტრუმენტი მხოლოდ 2017 წელს მის მფლობელობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ. ეს საკრედიტო ...

Read More »

იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებით ღვინის დაყენებაზე კვლევა მიმდინარეობს

ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მცირე მარნების წარმომადგენლებს და ახალგაზრდა მეღვინეებისთვის ტრენინგი გამართა. მონაწილეებმა რეგიონებში მცირედ გავრცელებული, პერსპექტიული ვაზის ჯიშებზე მიიღეს ინფორმაცია და ამ ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. ისაუბრეს ღვინის ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებულ რეგულაციებზე. „მცირე მარნებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება სწორედ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოებით შეუძლიათ. ამ კუთხით ...

Read More »

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. 22 დეკემბრის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11 მილიარდ 371,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისათვის გადაჭარბება 61,9 მლნ ლარია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს – საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა ცხრა მილიარდ 651,8 მილიონი ლარი. გადაჭარბება 6,8 მლნ ლარს შეადგენს.

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე ყველა ხომალდმა, აშშ-ის სანქციების გამო, ბალტიის ზღვა დატოვა

ყველა ხომალდმა, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილეობდა, აშშ-ის სანქციების გამო ბალტიის ზღვა დატოვა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, შვეიცარიულმა კომპანია „ოლსისმა“, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენებს ზღვის ფსკერზე ათავსებდა, ბალტიის ზღვაში სამშენებლო ზონიდან ყველა ხომალდი გაიყვანა. კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება პროექტის განხორციელებას. მილსადენების მოთავსებაში „ოლსისის“ სამი ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის „ფიონეერინგ სფირითი“, რომელიც საზღვაო პლატფორმების შესაქმნელად და ...

Read More »

ბეზოსი, არნო, ცუკერბერგი და სხვები – Forbes-მა 2019 წელს წარმატებული და უიღბლო მილიარდერები დაასახელა

ბიზნესგამოცემა Forbes-მა 2019 წელს წარმატებული და გაღარიბებული მილიარდერები დაასახელა. გამოცემა ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად მილიარდერ ბერნარ არნოს მიიჩნევს, რომელიც 2019 წელს ბრენდ Louis Vuitton-ის მფლობელი გახდა. ის მსოფლიო მილიარდერთა სიაში მესამეა და $100 მილიარდს ფლობს. წელს მისი ქონება $40 მილიარდით გაიზარდა. წარმატებულ ბიზნესმენთა სიაში მეორეა მარკ ცუკერბერგი, ხოლო მესამე ამანსიო ორტეგა.   წლის უიღბლო მილიარდერებს შორის Forbes-მა პირველი ადგილი Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს მიანიჭა. ...

Read More »

მძღოლებისთვის ახალი სამართალდარღვევის განსაზღვრა იგეგმება

რას გულისხმობს და რამდენი იქნება ჯარიმა დარღვევაზე მძღოლებისთვის ახალი სამართალდარღვევის განსაზღვრა იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში იგეგმება. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ახალ სამართალდარღვევად ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევა განისაზღვრა. ამასთან, პროექტის თანახმად, ამ ტიპის დარღვევაზე პასუხისმგებლობის ზომად 100-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული. გარდა ამისა, როგორც პროექტშია მითითებული, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება ასევე – სპორტული მანევრი. „ახალ სამართალდარღვევად ...

Read More »

დავით ზალკალიანი – საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრა, რომელიც თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შედგა სამმხრივ ფორმატში, მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია. ამის შესახებ ზალკალიანმა თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ხელი მოეწერა 2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე სამმხრივი თანამშრომლობის ...

Read More »

კარლო კოპალიანი – „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს

„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას. მისი განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრებს პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია და ამავდროულად მოსკოვში დადიან. კოპალიანის შეფასებით, სწორედ ეს არის პროდასავლურობის ღალატი. „დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ ...

Read More »