Home » 2019 » December » 21

Daily Archives: December 21, 2019

უკრაინის მთავრობამ ყველა აზარტული დაწესებულება დახურა

უკრაინის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლისს მიხედვითაც ის აზარტული დაწესებულებები შეწყვეტენ მუშაობას, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებენ. ჯამში უკრაინაში 150 დაწესებულება დაიხურა. დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ექვივალენტის აღჭურვილობების კონფესკაცია განხორციელდა.  უკრაინის პრემიერმინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მინისტრებმა ერთობლივი კენჭისყრის გზით მიიღეს. უკრაინის შსს-ს ცნობით დროებით ყველა აზარტული თამაშების დაწესებულება დაიხურა. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს. ...

Read More »

რეგიონები, სადაც მოქალაქეებს მართვის მოწმობაზე ქულები ამოეწურათ – რამდენ ადამიანს შეუჩერდა დოკუმენტის მოქმედება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები იმ პირების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას მითითებული საცხოვრებელი ადგილის მითითებით) დააკლდათ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში მართვის მოწმობის მოქმედების უფლება 125 ადამიანს შეუჩერდა. მათ შორის მისი მოქმედება შეჩერებული აქვს – 117 მოქალაქეს, ხოლო – 8 პირმა გამოცდა ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ უწყების სტატისტიკის მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ...

Read More »

ყვარლის მერი საახალწლოდ გათვალისწინებულ 75 ათას ლარს სოციალურად დაუცველებს დაურიგებს

ყვარლის მერიამ გადაწყვიტა, რომ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის რამდენიმე ათასი ლარი აღარ დახარჯოს და ეს თანხა სოციალურად დაუცველებს მოახმაროს. ინიციატივა თავად მერს, როსტომ სესიაშვილს ეკუთვნის. გასართობი ღონისძიებების ნაცვლად, ყვარლის ნაძვის ხესთან საახალწლო სოფელი მოეწყობა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დატოვოს ტკბილეული, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ა. შ. შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ. gurjaanitv.com

Read More »

„ფორბსმა“ ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა

„ფორბსმა“ ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა. როგორც გამოცემა წერს, ბათუმი სიდიდით მესამე ქალაქი და პოპულარული შავი ზღვის კურორტია საქართველოში. „ამ დროისთვის ახალ შენობებზე სიმაღლის შეზღუდვები არ არის, ამიტომაც დეველოპერები და მყიდველები თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმუმამდე ზრდიან“, – წერს გამოცემა ბათუმზე. ამასთან სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქში 2018-დან 2019 წლამდე 22 752 ბინა აშენდა. „ბათუმში იმის გამო, რომ მიწის ...

Read More »

ნათია თურნავა – ჩვენ მხარს ვუჭერთ სანაოსნო სექტორში კადრების მომზადებას და განათლებას

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, გემთმფლობელთა ასოციაციებთან ქართველი მეზღვაურების სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ღირსეული დასაქმებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეს 11 000-მდე მეზღვაურია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გემებზე საქმიანობენ. „მათზე დიდია მოთხოვნა საერთაშორისო შრომის ბაზარზე და სარგებლობენ ...

Read More »

შვეიცარიულმა კომპანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე მუშაობა შეაჩერა

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შვეიცარიულმა კომპანიამ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე მუშაობა შეაჩერა. გერმანული გამოცემის ცნობით, შვეიცარიული კომპანია „ალზიასი“ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოებიდან სპეციალურ განმარტებებს ელის, რომლებიც ნორმატიულ, ტექნიკურ და ეკოლოგიურ სფეროებს მოიცავს. თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2-თან“ დაკავშირებით სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აკრძალვები ...

Read More »

„არა კავშირს იმპერიულ რუსეთთან“ – ბელარუსში აქცია გაიმართა

ბელარუსში რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართა. მინსკის ქუჩებში შეკრებილი დემონსტრანტები თითქმის სამი საათის განმავლობაში სკანდირებდნენ ლოზუნგს – „არა კავშირს იმპერიულ რუსეთთან“. შემდეგ მას ეროვნული დროშებით მსვლელობა მოაწყვეს და დამოკიდებლობის გამზირის გასწვრივ „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს. მიტინგზე არავინ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეები მინსკსა და მოსკოვს შორის ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები „ინტეგრაციის გაღრმავების ...

Read More »

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1.88 მილიონი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში ურბანული მოხმარების სკამების ესკიზები და ტექნიკური პარამეტრებია მოყვანილი. იგეგმება 155 ერთეულის შესყიდვა, მათგან რვა ოთხკუთხედი უნდა იყოს, 11 – მრგვალი, 66 – თეთრი და 60 – ხის სკამი. ჭავჭავაძის გამზირზე უახლოეს პერიოდში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს. ...

Read More »

„წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება“

როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ გამოვყო კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც წყალტუბოში განხორციელდება და რომელიც შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივის შედეგად. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, – განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში ...

Read More »