Home » 2019 » December » 19

Daily Archives: December 19, 2019

კახა კალაძე – არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა

 სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ ...

Read More »

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოების პროექტბზე თბილისის მერიამ დროებით უარი თქვა – კახა კალაძე

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოების პროექტბზე თბილისის მერიამ დროებით უარი თქვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი, რომელიც 10 მილიონი დოლარი ჯდებოდა პრობლემას რეალურად ვერ აგვარებდა. „ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა, უბრალოდ თავი შევიკავეთ პროექტის განხორციელებისგან. როდესაც ჩავატარეთ მოდიფიცირება, ვნახეთ რეალობაში რა მოხდებოდა, 100 მეტრის იქეთ, გაგრძელებაზე ისევ საცობი ჩნდებოდა. ეს არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. აქ ...

Read More »

საბანკო რეგულაციების შედეგები ერთი წლის თავზე

თითქმის ერთი წელია, რაც ქვეყანაში ახალი საბანკო რეგულაციები სრულად ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია ერონული ბანკის ახალ რეგულაციებზე, რომელებიც არამხოლოდ საბანკო სექტორს, არამედ მთელ საფინანსო სექტორს შეეხო. „კვალიფიციურ დაკრედიტების ჩარჩო“ – სწორედ ასე ჰქვია, სებ-ის რეგულაციათა პაკეტს, რომელიც ჯერ რამდენიმეჯერ გადავადდა, შემდეგ კი მისი ამოქმედება ეტაპობრივად მოხერხდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონს კრიტიკოსები დღემდე მრავლად ჰყავს. სანამ გადავიდოდეთ თუ რა შედეგები მოგვიტანა ...

Read More »

ფული და პოლიტიკა – ფარცხალაძის გზა ბოტასების ქურდობიდან მილიონერობამდე

როგორ იქცა “ქართული ოცნების” შავ ლაქად ოთარ ფარცხალაძე ოთარ ფარცხალაძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში,  მისმა სახელმა არაერთ სკანდალურ საქმეში გაიჟღერა და იგი ფაქტიურად ხელისუფლების შავ ლაქად იქცა. ყველაფერი კი 2013 წელს ოთარ ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნით დაიწყო. იგი ამ პოზიციას მხოლოდ 47 დღის განმავლობაში იკავებდა, თუმცა არაერთ სკანდალში გაეხვა. პოსტის დაკავების შემდეგ, ოპონენტები მისი წარსულის ...

Read More »

ალექსი მატუა – 2020 წელს “პროკრედიტ ბანკის” პრიორიტეტი იქნება წარმოების დაფინანსება

“ჩემპიონების ჩემპიონი” – “პროკრედიტ ბანკი” წლის ყველაზე პასუხისმგებლიან კომპანიად დასახელდა სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსს “მელიორაში” მოპოვებული წარმატების შესახებ, პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი მატუამ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მან ასევე შეაჯამა ბანკის 2019 წლის საქმიანობა და მნიშვნელოვანი სიახლეები. – როგორია იყოს 2019 წელის “პროკრედიტ ბანკისთვის” და რა შედეგებზე შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება? – 2019 წლის პირველი 6 თვე იყო გამოწვევებით სავსე. თუმცა, ...

Read More »

„ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ“

ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, „უნდა ველოდოთ პოზიტიურ ტენდენციას ამ მიმართულებით”. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რაც იქნა მიღებული ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მიერ, რაც შეეხებოდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ჩვენ უნდა ველოდოთ ...

Read More »

ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან, რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა. „ჩვენი ინფორმაციით არანაირი კულტურის ცენტრი არ გახსნილა. შეგიძლიათ გადამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში,“ – განაცხადა მან. ცნობისთვის, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის სექციაში რუსული კულტურის ცენტრი გახსნის შესახებ ინფორმაციას „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.

Read More »

კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავსად რეგულაციებს დაექვემდებარება

მთავრობა მუშაობს, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რომლებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შესაბამისი განცხადება მინისტრების მხრიდან გაკეთდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომ კერძო საკუთრებაა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები. „მეც, როგორც თქვენ, ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი და ასევე პასუხისგებაში მისაცემი პირების, მაგრამ რა თქმა უნდა, ...

Read More »

ჯივიპიმ გლდანის რაიონში, მაისურაძის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სისტემა განაახლა

ჯივიპიმ გლდანის რაიონში, მაისურაძის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სისტემა განაახლა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გლდანის რაიონში, მაისურაძის ქუჩის მიმდებარედ 250 მეტრი სიგრძის  წყალმომარაგების ქსელი განაახლა.  კომპანიამ სამუშაოები ნოემბერში დაიწყო და პროექტში 313 000 ლარის  ინვესტიცია განახორციელა. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, ჯივიპი ხვალ, 20 დეკემბერს, განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ,  20 დეკემბერს, 15:00 ...

Read More »

თბილისში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრი გაიხსნა

თბილისში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნა დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იყო დაანონსებული გრიგორი კარასინის მიერ. „დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა  რუსულ მედიასთან რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინმა, რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ. შემდეგ, ...

Read More »