Home » 2019 » December » 18

Daily Archives: December 18, 2019

ერეკლე კუხიანიძე სოფელ საკორინთლოსთან იმყოფება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობს

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადება გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ საკორინთლოსთან იმყოფება. კუხიანიძის განცხადებით, იგი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან – ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას გეგმავდა. საკრებულოს წევრის თქმით, გუშინ გადავიდა გამყოფი ხაზის მიღმა, თუმცა, გზა აერია და უკან დაბრუნდა, დღეს კი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა ...

Read More »

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ერთ თვეში 1.3 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ერთ თვეში 1.3 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის, ძირითადად, ბიზნესმენები არიან. ფიქსირდება თანხის ჩარიცხვა იურიდიული პირებისგანაც – 100-100 ათასი ლარი ჩაურიცხეს „ქართულ ოცნებას“ კომპანიებმა „ორთაჭალა კასტელო“ და „ნატურალი 7“. 1tv.ge

Read More »

ქართულმა ოცნებამ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობიდან გაუშვა

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო. “ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ”, – განაცხადა დავითულიანმა. ...

Read More »

ქრისტინე მეფარიშვილი – საბჭოთა კავშირის მერე ავტომიმართულებით ახალი არაფერი მომხდარა, შემდეგ წელს კი 2 ახალი საწარმოს მშენებლობა იგეგმება

„საბჭოთა კავშირის მერე ავტომიმართულებით ახალი არაფერი მომხდარა. თუმცა ამ ეტაპზე რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება“, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქრისტინე მეფარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. „ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ავტონაწილების რამდენიმე მწარმოებელთან, მათ შორის ერთ-ერთი ავტონაწილებს ძალიან ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს. ველოდებით მათ საბოლოო გადაწყვეტილებას. ზოგადად ავტონაწილების და თვითმფრინავის ნაწილების სექტორი ჩვენთვის ყველაზე ახალია ...

Read More »

ნათია თურნავა – ანაკლიის პროექტის მეტად გადავადების პერსპექტივას ვერ ვხედავ

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებათა შესრულების ვადას სავარაუდოდ აღარ გაუხანგრძლივებს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პროექტის მეტად გადავადების პერსპექტივას ვერ ხედავს. „დარჩა რამდენიმე დღე ბოლო ვადის ამოწურვამდე. მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალი მოლოდინები ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. რაც შეეხება პროექტის გადავადებას, ეს არის ყოვლად მიზანშეუწონელი. პროექტი ისედაც საკმაოდ დაგვიანდა და ჩვენ პირველი ტენდერის ...

Read More »

ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები

ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები ბიზნესდაჯილდოების ფინალური ცერემონია ჯანსუღ კახიძის სახელობის  მუსიკალურ ცენტში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას შესრულებით გაიხსნა. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის წელს მეოთხედ ჩატარდა და 5 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას გადაეცა.   თიბისი ბანკთან ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინოვაციებისა ...

Read More »

ზაქარია ქუცნაშვილს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრობა სურს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის ერთი ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით შემდეგმა კანდიდატებმა წარადგინეს: ნათია კუპრაშვილი, ბეგლარ ლოგუა, ნინო ქუბინიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ხათუნა მაისაშვილი.  კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს

50%-იანი ქეშბექ აქციის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსის“ ქსელში მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების შეძენისას, გადახდილი თანხის ზუსტად 50% მომხმარებლებს თეგეტა ქარდზე დაუბრუნდებათ. ასევე, ნებისმიერი მომხმარებელი მიიღებს უსასრულო გარანტიას პრემიუმ ბრენდების ხუნდებსა და სავალი ნაწილის დეტალებზე, რაც გულისხმობს, „თეგეტას“ ქსელში შეძენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში, გადახდილი თანხის 100%-მდე ანაზღაურებას. აქციები მოქმედებს 22 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ 50%-იან ქეშბექ აქციას ზამთრის საბურავებზე

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს 50%-იან ქეშბექს სთავაზობს. აქციის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების ზამთრის საბურავების შეძენისას, გადახდილი თანხის 50% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. ამასთანავე, ნებისმიერი მომხმარებელი მიიღებს უსასრულო გარანტიას პრემიუმ ბრენდების ზამთრის საბურავებზე, რაც გულისხმობს, თეგეტას ქსელში შეძენილი საბურავის დაზიანების შემთხვევაში, მის უსასყიდლო აღდგენას ან გადახდილი თანხის 100%-მდე ანაზღაურებას. აქციები მოქმედებს 22 დეკემბრის ჩათვლით, „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. შეცვლილი ზაფხულის საბურავები ...

Read More »

9 თვეში თბილისის 10-მა გამგეობამ ჯამში მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის 5 მილიონ ლარამდე დახარჯა

2019 წლის 9 თვეში თბილისის 10-მა გამგეობამ ჯამში მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის 4 794 798 ლარი დახარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობებმა 2019 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ქირით ჯამში 1782 ოჯახი უზრუნველყო, აქედან აღნიშნულ პერიოდში საკუთარ საცხოვრისს 57 ოჯახი დაუბრუნდა ან კომპენსაციით დაკმაყოფილდა. „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, სამგორის რაიონის გამგეობამ ქირით 219 ოჯახი უზრუნველყო ...

Read More »