Home » 2019 » December » 17

Daily Archives: December 17, 2019

სოფელი დასამარებისკენ მიდის

სოფელი დასამარებისკენ მიდის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ ინიცირებული კანონი საბოლოოდ დაასამარებს კოოპერატივების შექმნის პროცესს“ წლებია უკვე საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიმდინარეობს საუბარი. დარგის განვითარება დიდ ინვესტიციებთან (იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციები), მაღალკვალიფიციურ პერსონალთან და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გადის. საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ამბიციური და ამავდროულად ყველასთვის სასიხარულო მიზანი დაისახა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ...

Read More »

ღია ბანკინგი – ეფექტური გზა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისათვის

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ღია ბანკინგის თემაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა, რომელშიც კომერციული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ღია ბანკინგი – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგს დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია როგორც ...

Read More »

მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები ბინებს შეღავათიან ფასად შეიძენენ

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები შეღავათიანი პირობებით შეიძენენ ბინებს. მინისტრის თქმით, განხორციელდა არსებული საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირება და არსებული პროგრამა არსებითად გაუმჯობესდა. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, ჩვენი უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. კერძოდ, მახათას მთაზე ...

Read More »

„აშშ-ში ყველა დონის არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარულია, რატომ? იმიტომ, რომ ასე უფრო „ხარისხიანი” პირები მოდიან პოსტებზე”

აშშ-ში ყველა დონის არჩევნები დაწყებული კონგრესიდან დამთავრებული რაიონის შერიფამდე არის მხოლოდ მაჟორიტარული. რატომ?! იმიტომ, რომ ასე უფრო “ხარისხიანი” პირები მოდიან პოსტებზე, – ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირაკლი გოგავა წერს. მისი თქმით, სრულად პროპორციული არჩევნების იდეა არის პარტიების და გარე ძალების ინტერესებში. საზოგადოების ინტერესი კი სხვაა. „პარტიებს რეიტინგული პიროვნებების დეფიციტი აქვთ და ამიტომ უფრთხიან მაჟორიტარულ არჩევნებს. გარე ძალებს კი ...

Read More »

საქართველოში ამერიკელი როკ-მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება

„საქართველოს ბანკისა“ და SOLO-ს ორგანიზებით, ლენი კრავიცი თბილისს, მსოფლიო ტურნეს – HERE TO LOVE ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება. „როკი, ფანკი, ბლუზი, სოული – ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 17 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 98 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.600 პროცენტით, მაქსიმალური 9.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.816 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს ...

Read More »

საქართველოში, ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვა, შესაძლოა, გაუქმდეს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

საქართველოში, სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის შეზღუდვა, შესაძლოა, გაუქმდეს და ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით, შესაძლოა სამაგისტრო გრანტიც მხოლოდ ერთხელ აღარ გაიცეს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც, განათლების სფეროში სასწავლო გრანტების გაცემის წესის არათანაბრობის საკითხსა და ამ კუთხით, განათლების უფლების სრულ ხელმისწავდომობაზე საკითხს განიხილავს საქართველოს ...

Read More »

დღეს ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულებს გამოავლენს

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.   გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:   საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის ფაბერი, პროფი, თრიფქარს საუკეთესო ინოვაციებისთვის ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის ფლასთიქვოჩერ.ჯი,  დადარი,  ნატა ბუაჩიძის ...

Read More »

„სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“

სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლებში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეკონომიკურ განზომილებას. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი ...

Read More »

„ავიაკომპანიები მზად არიან განაახლონ რუსეთიდან ფრენები, რადგან საქართველო, როგორც ტურისტული პროდუქტი, რუსეთში მოთხოვნადია”

„ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი უკვე აშენებულია, ექსპლუატაციაში კი 2020 წელს შევა“ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 877 963 მგზავრს მოემსახურა, რაც ოთხი პროცენტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. მგზავრთნაკადის საერთო ჭრილში ზრდის პარალელურად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კლება ფიქსირდება, ხოლო ბათუმის აეროპორტში საპროგნოზო მაჩვენებელს დაფიქსირებული ზრდის ტემპი ჩამორჩება. მგზავრთნაკადის შემცირებისა და ზრდის მიზეზებზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ...

Read More »