Home » 2019 » December » 16

Daily Archives: December 16, 2019

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე. როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ ...

Read More »

საქართველო – იქ, სადაც ნაძვის ხის ფასი თვის ხელფასის ტოლია – რას წერს BBC კავკასიურ სოჭზე

ევროპის ყველაზე პოპულარული საახალწლო ხე, კავკასიური სოჭი, რომლის ფასიც გაერთინაებულ სამეფოში 55-დან 70-ევრომდე მერყეობს, საქართველოში, სადაც ის ენდემური ჯიშია, ოთხჯერ უფრო მეტი ღირს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ევროპულ ბაღებში, აღნიშნული ხის თესლი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან, რაჭიდან ხვდება, საქართველო, რომელიც ამ თესლის ექსპორტიორი ქვეყანაა, თავად ახორციელებს შემდგომ კავკასიური სოჭის იმპორტს. გამოცემის ინფორმაციით, ყოველთვის ასე არ იყო, რადგან წლების წინ, ...

Read More »

თბილისში ფიჭვის 4000-მდე უნიკალური ნერგი დაირგო

თბილისში ფიჭვის 4000-მდე უნიკალური ნერგი დაირგო. ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ ინფორმაციას. “ხეების დარგვის ეს ტრადიცია უკვე მეექვსე წელს ითვლის. რაჭიდან ჩემი ეზოდან გადმოგვაქვს ნერგები, ოჯახთან და ფონდის თანამშრომლებთან ერთად, ყოველწლიურად ვრგავთ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე. ამ გზით ვცდილობთ, მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშნელოვანია ქალაქში მწვანე საფარის დაცვა და გაფართოება, რათა ჩვენმა შვილებმა და ...

Read More »

განახლებული RAV4 მკაცრი ექსტერიერითა თანამედროვე ინტერიერით „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს Toyota RAV4-ის ახალი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. Toyota RAV4-ი გახლავთ კომპაქტური კროსოვერი, რომლის სერიული წარმოებაც 1994 წლიდან დაიწყო და მალევე გახდა ნამდვილი „ბესტსელერი“. მანამდე კი იყო RAV4-ის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ტოიოტამ ტოკიოს ავტოგამოფენაზე პირველად 1989 წელს წარადგინა, სადაც ავტომოყვარულთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. RAV4, ანუ Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive-ი არის მოდელი, რომელიც დროსთან ერთად სინქრონულად ვითარდებოდა. ...

Read More »

ბარაკ ობამა: ქალები უდავოდ სჯობნიან კაცებს

ყველა ქვეყანას რომ ქალები მართავდნენ, ცხოვრების დონე და ზოგადი მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდებოდა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. სინგაპურში ლიდერშიპთან დაკავშირებით გამართულ კერძო ღონისძიებაზე, ობამა განაცხადა, რომ “ქალები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ უდავოდ სჯობნიან კაცებს”. მისი თქმით, პრობლემების უმეტესობა მოდის ასაკოვანი ადამიანებისგან, უმეტესად კაცებისგან, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უჭირავთ.  ობამამ საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ტყუილების ...

Read More »

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირის 103-ში, ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირის 103-ში, ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი  შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის  მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის. სერვისცენტრი  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, რომლებიც მზად ...

Read More »

საქართველოში ჰესის შეძენით რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უცხოური კომპანიები საქართველოში ჰესის შეძენით არიან დაინტერესებული. ამის შესახებ ხიდურელმა ჟურნალისტებთან 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, რა ხდება ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების კუთხით, ხიდურელი ასე პასუხობს: „საუბარი მიდის რამდენიმე უცხოური კომპანიის მხრიდან ჰესის შეძენაზე. სახელებს ვერ ვასახელებთ, თუმცა ვმუშაობთ“, – აღნიშნა ხიდურელმა. ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ...

Read More »

თურნავა – ჩვენი ეკონომიკური ზრდა დღესდღეობით პირველ რიგში მაღალი ექსპორტითაა განპირობებული

ჩვენი ეკონომიკური ზრდა დღესდღეობით პირველ რიგში მაღალი ექსპორტითაა განპირობებული. ჩვენი ამოცანაა, მომავალ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა ექსპორტთან ერთად მაღალი ინვესტიციებით იყოს განპირობებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს 2020-2021 წლების ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის წარდგენის შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკა პოზიტიურია, რაც ინვესტორების მხრიდან გაზრდილს ნდობაზე მიუთითებს. „პრინციპში საქართველომ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია საინვესტიციო ჰაბად ...

Read More »

“ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში”

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიზეზთა შორის ხშირად ლარის კურსი სახელდება, რადგან საქართველოში უმეტესწილად იმპორტირებული მედიკამენტები შემოდის და რაც აქ იწარმოება, ხშირად ისიც უცხოეთში ნაყიდი ნედლეულით. თუმცა ზოგ მედიკამენტზე ფასი ხუთ­ჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის გაუფასურების მთელი წლის მაჩვენებელი იყო. ექსპერტები ამის მიზეზად ფარმაცევტულ სექტორში არსებულ ოლიგოპოლიასა და კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს ასახელებენ. ლაპარაკია, რომ საქმე გვაქვს ფარმაცევტული ...

Read More »

ქართული არმია დღეს – როგორია ქართული არმიის რეალური შესაძლებლობები

ქართული არმია დღეს – როგორია ქართული არმიის რეალური შესაძლებლობები გასულ კვირას დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა ქვეყნის მთავარსარდალის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება გააჩნია”. ბუნებრივია, აღნიშნული განცხადება ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს და ამის დასტურად საკმარისია მხოლოდ ბოლო ათწლეულის ისტორიას გადავავლოთ თვალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანას რომელსაც ჯარი არ ჰყავს, რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ...

Read More »