Home » 2019 » December » 14

Daily Archives: December 14, 2019

ვაშინგტონში ივანიშვილის მიერ IRI-ს და NDI-ს კრიტიკას პასუხობენ

შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, კონგრესი და საერთაშორისო განვითარების სააგენტო აცხადებენ, რომ ენ-დი-აი (NDI) და აი-არ-აი (IRI) მსოფლიოს გარშემო და საქართველოშიც დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს და რომ ამერიკის ადმინისტრაცია და კონგრესი მათ გვერდით დგას. ამერიკული მხარის განცხადებები, ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ორგანიზაციების კრიტიკას მოჰყვა. “ტელე იმედის” ეთერში გადაცემა „სვოტ ანალიზში“ საუბრისას, ივანიშვილმა ამ ორგანიზაციებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში დასდო ...

Read More »

„ერთ თვეში ისეთი მოცულობის ექსპორტი, რაც ნოემბერში დაფიქსირდა, საქართველოს ჯერ არ ჰქონია“

„ნოემბერში მიღწეულია ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 345.9 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25.2 პროცენტით მეტია. ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია“ , – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნოემბერში საგარეო ვაჭრობაში ასეთმა წარმატებებმა გააამყარეს საგარეო ვაჭრობის წლის პოზიტიური ტრენდი – მთლიანად იანვარ-ნოემბერში, წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა ...

Read More »

რა უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზორის შერჩევისას?

ტელევიზორები საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება გახლავთ. მიუხედავად ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის მიღების უამრავი ალტერნატივისა, ისინი ისევ ინარჩუნებენ პოპულარობას და მწარმოებლებიც წლიდან წლამდე ახალ, გაუმჯობესებულ მოდელებს სთავაზობენ მომხმარებლებს. დღეისთვის ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციონალის ტელევიზორს იხილავთ. გადავწყვიტეთ მათი ზოგადი მიმოხილვა წარმოგიდგინოთ და მნიშვნელოვან პარამეტრებში უკეთ გათვითცნობიერების საშუალებაც მოგცეთ. საუბარია თანამედროვე, თხევადკრისტალურ ტელევიზორებსა და მათ სხვადასხვა მოფიციკაციაზე. მაშ ასე, რა ...

Read More »

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა

კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აიღვინის სახლმა“ იყიდა. ელექტრონული აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა, სადაც გამოტანილი იყო დაბა მესტიაში არსებული 13 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის ...

Read More »

ნათია თურნავა – ორ კვირაში 26 ობიექტის პრივატიზება და 41 მილიონ ლარზე მეტის მოზიდვა შევძელით

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მოსალოდნელზე მეტად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს და პირველი ორკვირიანი ციკლი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგით დავასრულეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, პროექტის პირველი ორკვირიანი ციკლი დღე დასრულდა და ორი კვირის განმავლობაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელიც აქამდე გაჩერებული და პრაქტიკულად უსარგებლო იყო. „ამ 26 ობიექტში ინვესტორებმა ჯამში გადაიხადეს 41 მილიონ ...

Read More »

ლაგოდეხის ნაკრძალში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით ერთი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის ...

Read More »

საბურთალოზე „სითი მოლში“ „მაკდონალდსის“ რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა

საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას N70-ში მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზე მეტ პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ვერანდის ტიპის ღია სივრცეს. ახალი რესტორანი მომხმარებელს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ყოველდღიურად მოემსახურება. მაკდონალდსთან ერთად განთავსდა უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი „მაკკაფეც“, რომელიც არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტს ...

Read More »

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. კომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის ...

Read More »