Home » 2019 » December » 13

Daily Archives: December 13, 2019

ნიკა მელია – ერთი თმა არ გადამინერგეს, თორემ ყველაფერი გამიკეთეს

„რა ვიცი ერთი თმა არ გადამინერგეს, თორემ ყველაფერი გამიკეთეს” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში განაცხადა. “მომიხსნეს ყველაფერი ამ სამაჯურის გარდა. როგორც ჩანს ყველაფერს აკეთებენ, რომ აუტკივარი თავი აიტკიონ. ეს ადამიანები ჭკვიანურს უკვე ვეღარაფერს გააკეთებენ. უნდა აღიარონ, რომ სუსტები არიან და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ამის არიარებას არ აპირებენ მაგრამ წინ გაწვებიან რქებით. ველოდებოდი იმას, ...

Read More »

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებამ ისედაც რთული ურთიერთობა არ უნდა გააუარესოს – ზახაროვა

რუსეთმა მხარეებს დაჟინებით მოუწოდა, არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტმა გააუარესოს ისედაც რთული ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს და რუსეთის როლს, ამ საკითხში უკვე ჩართულები ვართ. პირველ რიგში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს, ამ საკითხის პოლიტიზირება არ მოახდინონ. ეს თემა უნდა გადაწყდეს ...

Read More »

თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს და უკან გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

Read More »

ჯივიპი ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1.5 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი იცვლება. ასევე განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნულ  პროექტში 400 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოებს თებერვლის თვეში დაასრულებს.

Read More »

თიბისის და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგა

თიბისის და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში  1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგა. თიბისის მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეებით თაყაიშვილისა და ალექსიძის ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთი გამწვანდება. გამწვანების აქცია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერმა – კახა კალაძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ტყემალაძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა- ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს. 1 300 ხის დარგვა ერთადერთი ინიციატივა არ არის, ...

Read More »

გვენეტაძე – ავიასანქციების გამო საქართველომ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო. ამას დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც კურსის დამატებით გაუფასურებას შეუწყო ხელი, – ამის შესახებ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტზე საუბრისას გვენეტაძემ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები მიმოიხილა. „მიმდინარე წლის მარტიდან წლიური ინფლაცია მიზნობრივ სამ პროცენტზე მაღალი იყო და ნოემბერში შვიდი პროცენტი შეადგინა. ...

Read More »

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ექსპოზიცია „მარადიული რომი“ გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან”. წარმოდგენილია 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე. უკვე ორი წელია, იტალიის საელჩო ახორციელებს საქართველოში პროგრამას   “Vivere ALL’italiana”, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ბოტიჩელის, ლეონარდო და ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. საპარლამენტო სესიაზე დღეს 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში, 2018 წლიდან, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 ...

Read More »

გვენეტაძე – რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საბოლოოდ ფასების ზრდის ტემპს შეანელებს

მონეტარული პოლიტიკის ზრდა ქვეყანაში მთლიანი ხარჯვის მოცულობას შეამცირებს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდის ტემპებს შეანელებს, – ამის შესახებ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებში გადავიდა და ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 2.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე გაზარდა. „საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეროვნული ვალუტით ...

Read More »

კახა კალაძე – ე.წ. დოქების სიმბოლურ ფასად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ .წ. დოქების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა რამდენჯერმე ბიზნესთან შეხვედრა და შეთავაზება გააკეთა, რომ ამ ფართს გადასცემდა, რათა დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა. „როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. დასრულებით სამუშაოებს დაახლოებით სჭირდება 18,20 მილიონი. შესაბამისად, ბიზნესისთვის რთულია ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა ...

Read More »