Home » 2019 » December » 11

Daily Archives: December 11, 2019

გახარია – ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი მათი გმირობის წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე. გახარიამ ქართული ჯარის სიძლიერეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება. „დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა [რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე] კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი სახეზე გვაქვს, ტერორიზმთან ბრძოლაში, ...

Read More »

ნათია თურნავა – ლარი მყარდება, რაც მათ შორის არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგიც

ლარი მყარდება, რაც მათ შორის არის, ეროვნული ბანკის პოლიტიკის და მთლიანად ჩვენი ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, ეროვნულმი ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, შეაფერხებს თუ არა ეს ეკონომიკურ ზრდას,მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყენებს ბერკეტებს,რომ ეკონომიკური ზრდა არ შენელდეს. „ჩვენი ეკონომიკური გუნდისა და მათ შორის, ეროვნული ბანკის ზრუნვის საგანი ...

Read More »

ლარი კვლავ გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0193 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2028 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2210 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0182 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

თბილისის მერიასა და კომპანია თბილისის მიკროავტობუსს შორის შეთანხმება მიღწეულია – ტარიფი არ იზრდება

თბილისის მერიასა და კომპანია თბილისის მიკროავტობუსს შორის შეთანხმება მიღწეულია. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება, ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება. კომპანია თბილსის მიკროავტობუსი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ავტოპარკის ჩანაცვლების ერთადერთ გზად მგაზვრობის ტარიფის ცვლილებას მიიჩნევდა, რაც ასევე დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. თუმცა დედაქალაქის მერიამ გაიზიარა რა ბიზნესის გართულებული მდგომარეობა მოხდა შეთანხმება რომ მგზავრობის ფასის ცვლილების გარეშე, მერია შემოიყვანს სამას მიკროავტობუსს, რომელიც ...

Read More »

მაია ცქიტიშვილი – სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებზე, კომენტარებზე პასუხისგებლობას არ ვიღებ

რა თქმა უნა, არ ვიღებ პასუხისგებლობას სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებზე, კომენტარებზე და ასე შემდეგ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, თუმცა მის განცხადებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. “მე პირადად, როგორც ადამიანმა და პოლიტიკურმა ფიგურამ, მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომეს. მგონია, რომ ამ საკითხში შეცდომა არ დამიშვია. სასურველი იყო ამ კონტექსტში არ მომესმინა პრეზიდენტისგან ...

Read More »

ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა

სახელმწიფო ბიუჯეტში 10 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 97,492 მლნ ლარი შევიდა, რაც 8%-ით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში აზარტულმა ბიზნესმა ქვეყნის მთავარ ხაზინაში მოსაკრებლის სახით 105,985 მლნ გადაიხადა. ამის შესახებ ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) 7 თვის ანგარიშშია აღნიშნული. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბერს წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შევიდა 5 448 292 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან ...

Read More »

საახალწლოდ “ბილაინი” აბონენტებს გაორმაგებულ მეგაბაიტებს სთავაზობს

საახალწლოდ “ბილაინი” აბონენტებს გაორმაგებულ მეგაბაიტებს სთავაზობს. შესაბამის ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. „ბილაინი“, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, საახალწლოდ მომხმარებლებს ორჯერ მეტ მობილურ ინტერნეტს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, სხვადასხვა მოცულობის ერთკვირიანი, 14 დღიანი ან 30 დღიანი ინტერნეტპაკეტის MyBeeline აპლიკაციიდან გააქტიურების შემთხვევაში, აბონენტი საჩუქრად იღებს გაორმაგებულ მეგაბაიტებს: 700 MB + 700 MB (1400 MB) მხოლოდ 2 ლ. ვადა 7 დღე 1500 MB + 1500 MB ...

Read More »

„ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო კონსორციუმთან ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას, ჯავახაძე აცხადებს, რომ ალტერნატივები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ალტერნატივებზე საუბარი გამართლებული არაა. „ჯერჯერობით ჩვენი მხრიდან ...

Read More »

“თიბისი ბანკმა“ ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის „თიბისი ბანკი“ დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც „თიბისი ბანკთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. „კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა – CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ ...

Read More »

ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ახალ პოსტზე ის კურირებას გაუწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ სამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას გაუწევს მეწარმეობის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მსურველი კომპანიებისა და მოქალაქეების ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების პროცესს. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ირაკლი ნადარეიშვილს ეკონომიკისა და მდგრადი ...

Read More »