Home » 2019 » December » 10

Daily Archives: December 10, 2019

თუ ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებულად იმოქმედებს და რეფინანსირების სესხებს მოთოკავს, მაშინ შეიძლება, ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა – ლადო პაპავა

წინასაახალწლო პერიოდში, ტრადიციულად, ეროვნული ვალუტა მყარდება – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა ლადო პაპავამ ეროვნული ვალუტის გამყარების თაობაზე განუცხადა. ექსპერტის შეფასებით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც იღებს ფულად გზავნილებს საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში, წინასაახალწლოდ უფრო მეტად ხარჯავს აღნიშნულ ვალუტას და ბაზარზე ხდება დოლარის მიწოდება, რაც არის ობიექტური ტენდენციაა. მისივე თქმით, ლარის გამყარება კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა – სამთავრობო გუნდისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებულმა ...

Read More »

სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია – “რუსთავი2”- ის საქმე არ გადაიხედება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი ...

Read More »

ნათია თურნავა – 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს

დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ. მინისტრის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია მიკრო, მცირე და საშუალო წარმოებების ხელშეწყობა. „მიხარია და ამაყი ვარ, ...

Read More »

11 თვეში ტურიზმიდან საქართველოს შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051,424,548 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 1.2%-ით (35,4 მლ. აშშ დოლარით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 201,734,437 აშშ დოლარს (ზრდა 5.6%), რაც 10,6 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის ...

Read More »

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა ...

Read More »

ეროვნული ვალუტა ნახტომისებურად გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9089 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0357 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2210 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2606 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0396 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

ნათია თურნავა: ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი

„ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი” – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ეს არის მიმდინარე პროცესი და ლარის გამყარება გაგრძელდება.10 დეკემბრის მონაცემებით, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარს შეადგენდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი ...

Read More »

საქართველოში უნიკალური მინის ხიდი გაიხსნება, რომელმაც უკვე მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება

უნიკალურმა მინის ხიდმა, რომელიც საქართველოში აშენდება მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ქართულ ხიდზე ამჯერად ვებგვერდი vesty.co.il წერს და პროექტის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, წალკაში, დაშბაშის კანიონზე მოეწყობა. პროექტს კი ისრაელის კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ხიდის მშენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება, მთლიანად პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 45 მილიონი დოლარია. პროექტის ...

Read More »

მამუკა მდინარაძე: ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში

“მოსალოდნელი იყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც სამწუხაროა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ერქვანიას პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.  “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში, ეს იყო მოსალოდნელი, თუმცა რა თქმა უნდა მაინც სამწუხაროა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  ცნობისთვის, დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.  ...

Read More »

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე 23 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას.  ხსენებული პირები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ...

Read More »