Home » 2019 » December » 07

Daily Archives: December 7, 2019

გიორგი გახარია – ციტრუსის ფასებისა და რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. პრემიერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინის კონტეინერებით იტვირთება. წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათას ტონამდეა. პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ე.წ. ნარინჯისფერი რთველი წარმატებით მიმდინარეობს. „როგორც ფასების, ასევე რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ

„ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რის შედეგადაც სამეგრელოს მხარე კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება. „ისევე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო მთელი საზოგადოება და დაასამარა ოცნებები, ის ასევე ასამარებს ანაკლიის პორექტს. ამ პროექტის განხორციელება არის შანსი, რომ ქვეყანა აბსოლუტურად ...

Read More »

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს

BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მის მიერ სააგენტოს დატოვების შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.  ლევან სურგულაძე თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა. ამ დროისთვის უცნობია სურგულაძის გადაწყვეტილების მიზეზი, ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას საპენსიო ფონდის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.  2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 455.3 მილიონ ლარს შეადგენს.  წყარო: BMG

Read More »

თიბისის მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია

თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია. საათით უკონტაქტო გადახდის პროცესი ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ამისათვის Garmin-ის საათში სასურველი ბარათების დამატება და საათის გადახდის ტერმინალთან დადებაა საჭირო. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ობიექტში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტერმინალია განთავსებული. ტრანზაქციები მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხოა. Garmin-ის საათით გადახდისას, ბარათის მონაცემები მოწყობილობის სერვერში ან გადახდის ტერმინალში არ ინახება, შესაბამისად, კონფიდენციალობა მაქსიმალურადაა დაცული. ...

Read More »

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები

29 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. 2019 წელს საკონცენტო ტურნემ და ალბომ Lover-ის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 185 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 150 მილიონი დოლარით ამერიკელი რეპერი კანიე უესტი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანია Adidas-თან კონტრაქტის ფარგლებში ფეხსაცმელების ხაზი Yeezy გამოუშვა. რეიტინგის მესამე ადგილზე ედ შირანი (110 მილიონი დოლარი), მეოთხეზე – ჯგუფი The Eagles (100 მილიონი დოლარი), მეხუთეზე ...

Read More »

შოთა შალელაშვილის 22 პუნქტიანი საკანონმდებლო წინადადება კარტელური გარიგებების და ხალხის გაღარიბების წინააღმდეგ

შოთა შალელაშვილის 22 პუნქტიანი საკანონმდებლო წინადადება კარტელური გარიგებების და ხალხის გაღარიბების წინააღმდეგ. შოთა შალელაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადების მიზანია რეფორმირდეს კონკურენციის სამართალი და მისი აღსრულების უფლებამოსილი ორგანო, ასევე, გამკაცრდეს სანქცია კანონდარღვევის სიმძიმისა და მასშტაბის მიხედვით და მოხდეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოტანა. ავტორის აზრით საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის, ინფლაციისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად დღემდე რჩება კარტელური ...

Read More »

სატრანსპორტო საშუალების 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნებით მოძრაობა იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრამდეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში: დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ...

Read More »

ჰაერში გასროლილი მილიონები და უფუნქციოდ დარჩენილი შენობები

სამი უდიდესი საინვესტიციო პოტენციალის მქონე შენობა, საპრივატიზაციო ნუსხაში ვერ მოხვდა ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობა, პრეზიდენტის ყოფილი ადმინისტრაცია, “რიყის დოქები” – ეს იმ შენობების ჩამონათვალია, რომელთა ასაშენებლად თავის დროზე დიდძალი თანხები დაიხარჯა. ჩამოთვლილი ობიექტები დღეს უფუნქციოდ არის. მიმდინარეობს გარკვეული საუბრები მათთვის ფუნქციების გამოსაძებნად, თუმცა საუბრები მხოლოდ საუბრებად რჩება და რაიმე სახის ხელშესახები წინსვლა ამ მიმართულებით არ შეიმჩნევა. შესაბამისად, მათზე დახარჯული თანხები, ...

Read More »

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ – ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „საუბარია, დიდ არტერიებზე, მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის სასაფლაომდე მიმართულებაზე, ასევე გლდანიდან დადიანის გამზირის მიმართულებით მარშრუტზე. სამაგიეროდ, ამ არტერიებს, უბნებიდან სწორედ მიკროავტობუსები მოამარაგებს. ამ სქემის განხორციელებას იმედის თვალით ვუყურებთ, ...

Read More »

ნათია თურნავა – ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა

ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა – ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ...

Read More »