Home » 2019 » December » 02

Daily Archives: December 2, 2019

გაცვლითი კურსის ცვლილებას ხშირად ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით – მერაბ კაკულია

გაცვლითი კურსის ცვლილებას ხშირად ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით - მერაბ კაკულია

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევ ფუნდამენტურ ფაქტორებს შორის დგას უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლება, დოლარში დაკრედიტების შეზღუდვა და მოლოდინების არაეფექტური მართვა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა. გადაცემაში გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე ინფლაციის წნეხის ზრდა და ეროვნული ვალუტის მიმართ უარყოფითი მოლოდინის პრობლემა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ წლის მანძილზე ეკონომიკა პროგნოზირებულზე ...

Read More »

ოკუპირებულმა ცხინვალმა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა

ოკუპირებულმა ცხინვალმა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა. სააგენტო „კომინფოს“ ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გამართა. მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არც სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ და გადაუდებელ სამედიცინო და მაღალტექნოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ, ოკუპირებული საზღვრის გადაკვეთის და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ...

Read More »

წელს, ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 50%-ითაა შემცირებული

წელს, ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 50%-ითაა შემცირებული

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟოს კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მანდარინის მოსავლის მოცულობა ორჯერაა შემცირებული. ინფორმაციას ამის შესახებ Sputnik-abkhazia.ru ავრცელებს. კილოგრამზე საშუალო ფასი 22 რუბლიდან 25 რუბლამდე მერყეობს. აფხაზეთში მოყვანილი მანდარინის გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთია. სოჭის საბაჟოს ინფორმაციით, წელს აფხაზეთიდან შესული მანდარინის მოცულობა შარშანდელთან შედარებით 2-ჯერაა შემცირებული და 150 ათას ტონას მოიცავს.

Read More »

ირაკლი კობახიძე – ნიკანორ მელია არის კრიმინალი

ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია არის კრიმინალი

თუ შემოვა პარლამენტში ეს საკითხი და შემოვა როგორც უკვე ვთქვი, ბუნებრივია, აუცილებლად დავუჭერ მხარს, იმიტომ, რომ კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხს. „ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე ნიკანორ მელიაა, თუმცა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული დაფიქსირებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, აქ არის ცალსახა საფუძველი ...

Read More »

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა მის კოლეგებთან უმრავლესობაში. „ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ...

Read More »

ლანჩხუთში ბიძინა ივანიშვილს რაგბის არენა არ ააშენებინეს – “მიწის ნაკვეთი არ გამოუყვეს”

ლანჩხუთში ბიძინა ივანიშვილს რაგბის არენა არ ააშენებინეს - "მიწის ნაკვეთი არ გამოუყვეს"

გასული სეზონის ბოლოს პლეი ოფის საშუალებით გადავიდა ლანჩხუთის “გურია” მისი ტრადიციებისთვის უჩვეულო, თუმც ბოლო წლებში დაჩვეულ მეორე ლიგაში, კიდევ უფრო უჩველო მესამე ლიგიდან. ამ ერთ წელიწადში 400 ათას ლარზე მეტი კერძო ინვესტიცია განხორციელდა, რითაც ვალები კი “დაიფერთხა”, თუმცა კლუბმა პლეი ოფს თავი მაინც ვერ დააღწია... ახლა გურულები ქვედალიგელ “არაგვს” ეთამაშებიან და დუშელებთან ორმატჩიან პაექრობაში ეცდებიან ლიგაში დარჩენას. ისინი ამას იმდენად ...

Read More »

პროკრედიტ ბანკში ევროს ანაბრებზე, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ამოქმედდა

პროკრედიტ ბანკში ევროს ანაბრებზე, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ამოქმედდა

განახლებული პირობები ვრცელდება ფიზიკური პირების ვადიან და შემნახველ ანაბრებზე, ასევე სადეპოზიტო სერტიფიკატზე. მეანაბრეს საშუალება ეძლევა დააგროვოს თანხა ევროში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი; · შემნახველი ანაბარი მომხმარებლებს მიანიჭებს მეტ მოქნილობას თავისუფლად მართონ თანხები; · ვადიანი ანაბარი/სადეპოზიტო სერტიფიკატი მეანაბრეს საშუალებას აძლევს განათავსოს თანხა წინასწარ განსაზღვრული ვადით. პროკრედიტ ბანკი, ევროს 12 თვიან ანაბარზე მომხმარებლებს სთავაზობს მაღალ საპროცენტო სარგებელს: ვადიანი ანაბარი – ნომინალური ...

Read More »

შეუმცირდათ თუ “შეიმცირეს” მოგება სადაზღვევო კომპანიებმა

შეუმცირდათ თუ "შეიმცირეს" მოგება სადაზღვევო კომპანიებმა

მიმდინარე წლის 9 თვეში სადაზღვეო სექტორის წმინდა მოგება მცირედით შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 33.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.9%-ით ნაკლებია. თუმცა გაზრდილია სექტორის მიერ მოზიდული პრემია, რომელიც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64 მლნ დოლარით აღემატება. ჩნდება კითხვა, თუ რამ განაპირობა სექტორის მოგების შემცირება, როდესაც მოზიდული პრემია გაზრდილია, წინა წელთან ...

Read More »

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედების ნებართვა გასცეს

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედების ნებართვა გასცეს

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტელეხიდის საშუალებით გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედების ნებართვა გასცეს. მაგისტრალური გაზსადენი „ციმბირის ძალა“ ირკუტსკის და იაკუტიის გაზის მომპოვებელი ცენტრებიდან ბუნებრივი აირის მიწოდებას შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის და ჩინეთისთვის უზრუნველყოფს. საერთო ჯამში მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე 3 000 კილომეტრია. რუსულმა და ჩინურმა სახელმწიფო გაზის კომპანიებმა ყოველწლიურად 38 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე 30 წლიანი შეთანხმება 2014 წელს გააფორმეს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 400 ...

Read More »

“გვარი შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღო – მკვლელობაში მონაწილე ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით”

"გვარი შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღო - მკვლელობაში მონაწილე ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით"

ფოტო:მოკლული ვისური მუთოშვილი რამდენიმე დღის წინ პანკისში მომხდარი მკვლელობა ძალოვნებმა გახსნილად გამოაცხადეს და ორი პირი დააკავეს. როგორც შს სამინისტრო იუწყება, “ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დაკავებული 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, ...

Read More »