Home » 2019 » November (page 30)

Monthly Archives: November 2019

„ფაინენშელ თაიმსი“ – აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

„აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა“, – ამ სათაურით სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს. სტატიის ავტორია ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ჯეიმს ბაქუსი. ბაქუსი აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრია, ასევე ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა. სტატიაში ჯეიმს ბაქუსი მოუწოდებს აშშ-ს, გააძლიეროს მხარდაჭერა კრიტიკულ გზაგასაყარზე – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის მდებარე ქვეყნებთან. „აშშ-ის მოულოდნელი და არაშორსმჭვრეტელი გადაწყვეტილების შემდეგ, გაიყვანოს ჯარი სირიიდან და იმ პირობებში, ...

Read More »

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო

მსოფლიოში უმსხვილესმა, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა. მათივე ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკამ, ...

Read More »

მაიქლ ბლუმბერგი, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მეტოქე იყოს

მაიქლ ბლუმბერგი, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მეტოქე იყოს

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მილიარდერი, მაიქლ ბლუმბერგი შეუერთდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბლუმბერგს საპრეზიდენტო კანდიდატად „დემოკრატები“ წარადგენენ. როგორც მისი პრესსპიკერი აცხადებს, ნიუ-იორკის ყოფილი მერი დარწმუნებული არაა, რომ უკვე დასახელებული კანდიდატები შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხონ. „დემოკრატების“ მხრიდან, ტრამპის სავარაუდო მეტოქეებად 17 კანდიდატი განიხილება. მათ შორის არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეთ ვორენი და ...

Read More »

სიტყვა ,,პიდარასტის” გამოყენებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით

სიტყვა ,,პიდარასტის” გამოყენებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით

იურისტი ნინო ბოლქვაძე ფეისუქში წერს, რომ სიტყვა ,,პიდარასტის” საჯარო სივრცეში გამოყენება ისჯება ჯარიმით. ,,სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და დღეიდან სიტყვა ,,პიდარასტის” საჯაროდ გამოყენება მინიმუმ 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს”.  

Read More »

„დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში, ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი დოლარი“

„დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში, ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი დოლარი“

„ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში“, – ამის შესახებ  Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორში ახალი ქართული ბრენდით Amber Group-ით შედის. „Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორში ახალი ქართული ბრენდით Amber Group-ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ...

Read More »

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური ...

Read More »

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის, რომელსაც ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს.ახალი ჰოლდინგის სახელწოდება Georgia Real Estate Holding-ია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს როგორც M2 ჯგუფს(რომლის შემადგენლობაშიც იქნება M2 და სამშენებლო კომპანია BK CONSTRACTION), ასევე სასტუმროებისა და კომერციული ქონების ბიზნესის მიმართულებას, რომელიც ბაზარზე Amber Group-ის სახელით იპოზიციონირებს. „Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორში ახალი ქართული ბრენდით Amber Group -ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ...

Read More »

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის, რომელსაც ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს. ახალი ჰოლდინგის სახელწოდება Georgia Real Estate Holding-ია. ახალი ჰოლდინგი გააერთიანებს როგორც M2 ჯგუფს (რომლის შემადგენლობაშიც იქნება M2 და სამშენებლო კომპანია BK CONSTRACTION), ასევე, სასტუმროებისა და კომერციული ქონების ბიზნესის მიმართულებას, რომელიც ბაზარზე Amber Group-ის სახელით იპოზიციონირებს. ირაკლი ბურდილაძე აქამდე M2 Group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, რომელიც m2 group-ის მმართველმა პარტნიორმა ...

Read More »

ჩინეთიდან გამოსული სატვირთო მატარებელი, რომელმაც საქართველო უკვე გაიარა, ევროპას უახლოვდება

ჩინეთიდან გამოსული სატვირთო მატარებელი, რომელმაც საქართველო უკვე გაიარა, ევროპას უახლოვდება

ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალმა პირველმა სატვირთო მატარებელმა ბოსფორის სრუტის ქვეშ გვირაბი უკვე გაიარა. „ჩაინა რეილვეი ექსპრესის“ მატარებელი ჩინეთის ქალაქ შიანიდან გამოვიდა. მის შემადგენლობაში 21 ვაგონია. შემადგენლობის საერთო სიგრძე კი, 820 მეტრია. მატარებელს 42 კონტეინერი გადააქვს. ​12 დღის განმავლობაში, სატვირთო მატარებელმა 10 ქვეყანა უნდა გაიაროს და 11.5 ათასი კილომეტრი უნდა დაფაროს. დანიშნულების პუნქტი ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაა. შემადგენლობამ ჩინეთის შემდეგ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიები გაიარა. ...

Read More »

დღის ფოტო: ავსტრიის პრეზიდენტი ვენის მეტროში

დღის ფოტო: ავსტრიის პრეზიდენტი ვენის მეტროში

ვენის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ მგზავრობს ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი ვენის მეტროში. ფოტოზე ასახულია, როგორ დგას ვან დერ ბელენი მატარებელში და დოკუმენტებს ეცნობა. “მომენტი, როდესაც გამოსვლის ტექსტში შეცდომით დასმულ მძიმეს იპოვი”, – აწერს ფოტოს ვენის სატრანსპორტო კომპანია. tabula.ge

Read More »