Home » 2019 » November » 25

Daily Archives: November 25, 2019

გიგი უგულავა – პოლიცია თუ დადგება იქ, აიკიდოს მეთოდს გამოვიყენებთ

გიგი უგულავა - პოლიცია თუ დადგება იქ, აიკიდოს მეთოდს გამოვიყენებთ

„პოლიცია თუ დადგება იქ, აიკიდოს მეთოდი არსებობს – მოწინააღმდეგის ენერგია უნდა გამოიყენო“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს. უგულავას თქმით, მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარება, რათა ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში. „არ დავუშვებთ, რომ ივანიშვილმა მიიტაცოს ქვეყანა. ყველამ დავინახეთ, ივანიშვილმა, შიშის გამო, რომ არ დაკარგოს ხელისუფლება, საკუთარი დანაპირები ალოკა. ამის შემდეგ უტიფრად ლაპარაკობს, რომ ხალხს არ ...

Read More »

ზაქარია ქუცნაშვილი კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრად ინიშნება

ზაქარია ქუცნაშვილი კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრად ინიშნება

ექსდეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიის წევრად ინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „2020NEWS“-ი ავრცელებს. ეს პოსტი მაღალანაზღაურებადია და თვეში 15 ათას ლარს აღემატება. ამ თანამდებობაზე ქუცნაშვილი, სავარაუდოდ, ნათია ლაზაშვილის ქმარს, გიორგი ფრუიძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც კომისია ინტერესთა კონფლიქტის გამო ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიშანდობლივია, რომ ქუცნაშვილმა „2020NEWS“-სთან ეს ინფორმაცია ბოლომდე არ უარყო. „მე აღარ ვარ საჯარო პირი და აქედან გამომდინარე, არ მომეთხოვება პასუხი გაგცეთ“, – თქვა ქუცნაშვილმა. წყარო: „2020NEWS“

Read More »

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან ამ წუთებში მივიდნენ. მსვლელობისას ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს: „საქართველო“ და “შეცვალე”. ასევე, აქციაზე მსვლელობით მივიდნენ თსუ-ს სტუდენტები. აქციის მონაწილეები ამჯერადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ...

Read More »

ზაზა ოქუაშვილი – ივანიშვილი, თავისი დამქაში გახარიათი, ქურდბაცაცა და კრიმინალია

ზაზა ოქუაშვილი - ივანიშვილი, თავისი დამქაში გახარიათი, ქურდბაცაცა და კრიმინალია

“ერთი წლის წინ ვსაუბრობდი, ვინც იყო ბიძინა ივანიშვილი. გავაცანით საზოგადოებას და ხალხმაც ნახა, რომ მის სიტყვას ფასი არა აქვს”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. “უკვე ეჭვი არ ეპარება არცერთ მოქალაქეს, რომ ივანიშვილი არის, თავისი დამქაში გახარიათი, ქურდბაცაცა კრიმინალი, რომელიც იპარავს ყოველდღიურად. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ენერგიას ვხარჯავთ, ახალგაზრდები იბრძვიან თავისუფლებისთვის და ისინი კი იპარავენ ყოველდღიურად ჩვენს ხმებს, ...

Read More »

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგნელები ეროვნულ ბანკში საინვესტიციო ფონდების შესახებ პროექტზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგნელები ეროვნულ ბანკში საინვესტიციო ფონდების შესახებ პროექტზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ

“საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტსა და საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განსავითარებლად  საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ USAID-ის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით შემუშავებული კანონპროექტების განხილვა იყო, რამაც ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა უნდა ...

Read More »

მორიგი ჩაგდებული პროექტი – ქუთაისის აეროპორტთან დაპირებული სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება

მორიგი ჩაგდებული პროექტი – ქუთაისის აეროპორტთან დაპირებული სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება

ტურისტული ქვეყანა, რომელსაც აეროპორტამდე 3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი ვერ გაჰყავს ერთგვარი ქართული პარადოქსია, როდესაც გამუდმებით ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ვსაუბრობთ, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოზიდვაზე უამრავ თანხებს ვხარჯავთ და ამ დროს ქუთაისის აეროპორტამდე დღემდე ვერ მოხერხდა 3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც ტურისტები თუ ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირ მოახერხებდა აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამგზავრებას. ქვეყანაში შემოგვყავს სხვადასხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ...

Read More »

დრო და ჟამის შესაფერად, ხან „ნაცი“ და ხანაც „ქოცი“ – იოსებ მაკრახიძის საბიუჯეტო ოცნებები

დრო და ჟამის შესაფერად, ხან „ნაცი“ და ხანაც „ქოცი“ – იოსებ მაკრახიძის საბიუჯეტო ოცნებები

გორში 18.8 მილიონის 33–ვე ტენდერი მაჟორიტართან დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში რომ ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული, ეს არახალი ამბავია. საქართველოს პარლამენტში მუდმივად გვხვდებოდნენ ისეთი ბიზნესმენები, რომელებიც ან საკუთარი ბიზნესის “დასაკრიშად” იბრძოდნენ დეპუტატის მანდატისთვის, ანაც პარტიისთვის მაღალი შემომწირველობის გამო პარლამენტში მოხვედრილები საკუთარი ბიზნესის გაფართოებას “ჩალიჩობდნენ” – ხშირად საბიუჯეტო სახსრების ხარჯზეც. ასეთი ბიზნესმენები ხშირ შემთხვევაში საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსაც უმარტივესად იცვლიან და ...

Read More »

10 ქვეყანა, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ

10 ქვეყანა, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ. თანხა დოლარებშია მოცემული და მოიცავს სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო  სკოლის ასაკის მასწავლებელთა წლიურ შემოსავალს საპენსიო ან ჯანმრთელობის დაზღვევის  და საშემოსავლოს დაბეგვრის გარეშე. ლუქსემბურგი – $ 109 000; გერმანია – $74 000; კანადა – $ 67 000; ნიდერლანდები – $ 63 000; ავსტრალია – $ 3 000; აშშ – $ ...

Read More »

რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები

ფაუსტისა და მეფისტოფელის სკულპტურები გერმანიის ქალაქ ზემპერიში, დრეზნდენში გვერდიგვერდ დგას. ეს სკულპტურები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც საქართველოსა და მისი ჩრდილოელი მეზობლის ისტორიები ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე.

ფაუსტისა და მეფისტოფელის სკულპტურები გერმანიის ქალაქ ზემპერიში, დრეზნდენში გვერდიგვერდ დგას. ეს სკულპტურები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც საქართველოსა და მისი ჩრდილოელი მეზობლის ისტორიები ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე. გოეთეს ფაუსტის ერთ-ერთი მთავარი გააზრება ისტორიის შეჯამებაა. ადამიანის განვლილი და გასავლელი ცხოვრების ერთმანეთთან დაჯახებაა. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის იმპერიალიზმთან ურთიერთობაში მაგონებს გოეთეს ფაუსტის ფილოსოფიურ ანარეკლებს. ფაუსტი, რომელიც ეძებს თავის ადგილს ცხოვრებაში, იძიებს ...

Read More »

მამუკა მდინარაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

მამუკა მდინარაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი ხდება მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იქნება, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა (საგარეო მიმართულებით), გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცე-სპიკერი იქნება. როგორც ცნობილია, გარდა აღნიშნული პირებისა, სპიკერატში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ასევე უკავიათ აჭარაში არჩეულ დეპუტატ ...

Read More »